პროდუქტები, რომლებიც წვავს ცხიმს

Загрузка...

უამრავი ფუმფულა ქალი გასახდომად სხვადასხვა აბებს იღებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დიდ დროს ატარებს სპორტ-დარბაზში, მაგრამ ასეთ ზომებს ყოველთვის როდი მოაქვს შედეგი. კარგ ეფექტს იძლევა ცხიმის ნატურაული მწველები, რომელთა შესახებ დღეს OxoTv-ს რედაქცია მოგითხრობთ.

ისინი თანდათანობით მოქმედებენ და ჯანმრთელობისთვის უვნებელია. ცხიმის ყველაზე მოქმედ მწველად კოფეინი მიიჩნევა. ის ააქტიურებს მეტაბოლიზმს, და არ აძლევს ცხიმს საშუალებას, დაგროვდეს კანქვეშ. მაგრამ არის ერთი პრობლემა, ყავაში შემავალ კოფეინს ცუდად ითვისებს ორგანიზმი. ამ შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ, მივიღოთ საკვები დანამატები. კოფეინი რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც გულის პრობლემები აწუხებს.

მწვანე ჩაის შესანიშნავი ცხიმის მწველი თვისებები გააჩნია. მის ფოთლებში დიდი ოდენობით კოფეინი შედის. გარდა ამისა, მწვანე ჩაი შეიცავს კახეტინს. სასმელის რეგულარული მიღება ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, რასაც ორგანიზმიდან ცხიმების გამოდევნა მოსდევს. უმჯობესია, გამოიყენოთ ფოთლის ჩაი, დღეშიდ აახლოებით 5 ფინჯანი უნდა მიირთვათ.

ცილები კარგად აშორებს ცხიმის ზედმეტ ნადებს. მის შემადგენლობაში კარნიტინი შედის, რომელიც აიძლებს ორგანიზმს გადაამუშავოს კანქვეშა ცხიმის უჯრედები ენერგიის გამოსამუშავებლად. ასევე ცილები ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას, რომელიც ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას.

ციტრუსი ეხმარება თანდათანობით გახდომაში. განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი თვისებებით გრეიპფრუტი. ის დიდი ოდენობით ნარინგინის ფლავონოიდებს შეიცავს, რომელიც ააქტიურებს ცხიმის წვას. გრეიპფრუტი ყოველდღე უნდა მიირთვათ.
უნდა იცოდეთ, რომ ორგანიზმში ცხიმი ძალიან ნელა იწვის, მაგრამ ეფექტი ხანგრძლივი დროით ნარჩუნდება. მოხდენილი სხეულისთვის, უპირატესობა ნატურალურ პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ. დიდი ოდენობით აბები ავნებს ორგანიზმს და ყოველთვის არ იძლევა დადებით შედეგს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: