პლანტარული ფასციტის დროს ტერფის ტკივილის შემსუბუქების 6 ეფექტური საშუალება

Загрузка...

ქუსლის მიდამოებში დისკომფორტი ცხოვრებას გირთულებთ? ხორკლიანობა, ტკივილი ან წვა შესაძლოა პლანტარული ფასციტით იყოს გამოწვეული. პლანტარული ფასცია არის მკვრივი ქსოვილი, რომელიც თითის ძვლებს ქუსლთან აერთებს და ფეხის ჩონჩხს გამოკვეთს. ფიზიკური დატვირთვები და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება იწვევს ანთებით პროცესებსა და ტკივილს. OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ ამ ტკივილის შემსუბუქების 6 ეფექტურ საშუალებას.

  1. დაასვენეთ ფეხები და გაიკეთეთ ცივი კომპრესი
    დაზიანებული ფეხისთვის დასვენება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეცადეთ, არ იაროთ ბევრი და არ იდგეთ დიდხანს. შეგიძლიათ, დაზიანებულ ფეხზე დაიდოთ ყინულებით სავსე ტომსიკა. გაიკეთეთ ცივი კომპრესი დღეში 10-15 წუთით.

  2. შეიძინეთ მოხერხებული ფეხსაცმელი
    ფეხსაცმელი, რომელიც ქუსლს სწორად არ აფიქსირებს, ფასციტს უფრო გაამწვავებს. ოპტიმალური ვარიანტია თასმებიანი ფეხსაცმელი ოდნავ მაღალი ქუსლით ან საერთოდ ბრტყელ ძირზე. გამორიცხეთ ბალეტკები. თუ დარბიხართ, აუცილებლად გამოცვალეთ ფეხსაცმელი 800 კმ-ს გარბენის შემდეგ.

  3. გამოიყენეთ რეზინი ან ბინტი
    გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად გირჩევთ, ღამით ფეხებზე დაიმაგროთ რეზინი, რომელიც ძილში თითების მოძრაობის საშუალებას არ მოგცემთ. ძილის დროს ფასციის ტკივილს ასე მოიხსნით. წნევის შესამცირებლად ამ მონაკვეთში შეგიძლიათ დაიმაგროთ სპორტული ბინტებიც.

  4. ავარჯიშეთ ფეხები
    თუ თქვენი ქუსლი, კოჭისა და წვივის კუნთები მოქნილი იქნება, პლანტარული ფასციტის გაჩენაც გამოირიცხება. ამაში მარტივი სავარჯიშოები დაგეხმარებათ:

    პლანტარული ფასციტის დროს ტერფის ტკივილის შემსუბუქების 6 ეფექტური საშუალება

    • აქანავეთ ტერფები მომრგვალებულ ნივთზე. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო დღეში ორჯერ;
    • დილით, საწოლიდან ადგომამდე დაჭიმეთ პლანტარული ფასცია. გაკეცილი პირსახოცით დაიჭირეთ ტერფი და ფეხის თითები მოჭიმეთ თქვენკენ ისე, რომ მუხლები არ მოხაროთ. გაიმეორეთ 3ჯერ ორივე ფეხზე;
    • დაჯექით სკამზე და დადეთ ტერფები იატაკზე. შეატყუპეთ ტერფები და თითები სხვადასხვა მიმართულებით გაწიეთ. შემდეგ წამოწიეთ თითები ისე, რომ ტერფები იატაკიდან არ აიღოთ. გაიმეორეთ სავარჯიშო 10-ჯერ დღესი 5-6 მისვლით.
  5. სცადეთ აკუპუნქტურა
    აკუპუნქტურა ძალიან დაგეხმარებათ ამ დისკომფორტული დაავადების დროს. კვლევებმა აჩვენა, რომ აკუპუნქტურით 4-კვირიანი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს.

  6. ჩაეწერეთ ოსტეოპატთან კონსულტაციაზე
    პლანტარული ფასციტის დროს ტერფის ტკივილის შემსუბუქების 6 ეფექტური საშუალება
ოსტეოპათია - მანუალური თერაპიის ფორმა, რომელიც მკურნალობს კუნთებსა და მყესებზე ზემოქმედებით. ასეთი პროცედურა ეფექტურია პლანტარული ფასციტის დროსაც.

აუცილებლად სცადეთ თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდი ტკივილის შესამსუბუქებლად - შედეგი არ დააყოვნებს.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: