ჭიანჭველებიან ურნაში ჩაგდებული ჩვილი გოგონა და სასწაულებრივად გადარჩენილი ახალი სიცოცხლე.

Загрузка...

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს სახეობას 2 სქესი გააჩნია და ჩვენ სწორედ შეჯვარებით ვმრავლდებით. საუკუნეებთან ერთად დამკვიდრდა ტრადიცია, რომ მამაკაცი ქალზე უპირატესია. ამ მიზეზით უმეტეს ქვეყნებში სწორედ ვაჟების დაბადებას ანიჭებდნენ უპირატესობას. ადამიანებს არ ესმით, რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს და თანასწორობა აუცილებელია. OXOTV თქვენ მოგიყვებათ ამბავს, რომელიც ამ საკითხზე აუცილებლად დაგაფიქრებთ.

ჭიანჭველებიან ურნაში ჩაგდებული ჩვილი გოგონა და სასწაულებრივად გადარჩენილი ახალი სიცოცხლე.

გოგონა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს, სადაც მას უამრავი ჭიანჭველა დასდიოდა ზედ. ბოპალის პოლიციის აზრით, ჩვილი მისი სქესის გამო მოიშორეს თავიდან. ჩვილი გამვლელმა გადაარჩინა. მან მისი ტირილი გაიგონა და გადაწყვიტა ურნასთან მისულიყო.

გოგონა შაბათ დილით იპოვეს, რის შემდეგაც ის ჭიანჭველებისგან გაასუფთავეს, ჩაუტარეს პირველადი დახმარება და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო. იგი სულ რაღაც 1.6კგ-ს იწონიდა, როცა ჯანმრთელი ჩვილი საშუალოდ 3.5 ან 4.8კგ-ს უნდა იწონიდეს.

საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ჩვილის სხეულზე რიგი დაზიანებები აღმოაჩინეს, რაც ფიზიკურ ძალადობასთან იყო კავშირში. პოლიციამ საქმე უკვე აღძრა და გოგონას მშობლებს აქტიურად ეძებს.

ჭიანჭველებიან ურნაში ჩაგდებული ჩვილი გოგონა და სასწაულებრივად გადარჩენილი ახალი სიცოცხლე.

ინდოეთში მამრობითი სქესისთვის უპირატესობის მინიჭება სიახლე სულაც არ გახლავთ. თუკი სახელმწიფოში 1000 ვაჟი იბადება, გოგონების რაოდენობა მხოლოდ 800-ს შეადგენს. ამ ყველაფრის მიზეზი ტრადიციებია. როგორც აღმოჩნდა მოსახლეობის აზრით, ქალიშვილი ოჯახიდან წავა, როდესაც ბიჭი სახლს არ ტოვებს და მოხუც დედ-მამას უვლის.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: