9 მოდური, თუმცა არაპრაქტიკული იდეა ინტერიერის დიზაინში

Загрузка...

ყველა იმისკენ მივისწრაფით, რომ ჩვენი სახლი არამხოლოდ კომფორტული, არამედ მოდურიც იყოს. დროდადრო ინტერიერის შეცვლაც გვინდა. ვიღაც მხოლოდ ტექსტილის შეცვლით და ჰარმონიის შექმნით შემოიფარგლება, ვიღაც კი სწავლოს მოდურ ტრენდებს და აწყობს მასშტაბურ რემონტს. OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ინტერიერის მოდურ ტრენდებს, რომლებიც სრულიად არაპრაქტიკულია.

სამწუხაროდ, ეს 9 მდიდრული იდეა მიმზიდველად მხოლოდ ფოტოებზე გამოიყურება.

  1. შუშის სანტექნიკა
    9 მოდური, თუმცა არაპრაქტიკული იდეა ინტერიერის დიზაინში

    შუშის ლამაზი ნიჟარა და საშხაპის გამჭვირვალე კარი წარმოუდგენლად ერწყმის ერთმანეთს. თუმცა, მათ ზედაპირზე მუდმივად გროვდება ნალექი და სიბინძურე. იმისათვის, რომ შუშის სანტექნიკას კარგი იერი შეუნარჩუნდეს, უნდა გაწმინდოთ იგი ყოველი გამოყენების შემდეგ მშრალი, რბილი ქსოვილით - ამისთვის კი ყველა არ არის მზად.

  2. ინტერიერი თეთრ ფერში
    9 მოდური, თუმცა არაპრაქტიკული იდეა ინტერიერის დიზაინში

    თეთრი კედლები, იატაკი და ავეჯი ნამდვილად ტოვებს სისუფთავის შეგრძნებას. ამ წინადადებაში საკვანძო სიტყვაა "შეგრძნება". თეთრი ინტერიერი მუდმივ მოვლას საჭიროებს, სხვა შემთხვევაში კი მიმზიდველობას კარგავს. პრაქტიკულობით არც თეთრი ავეჯი გამოირჩევა - თითის ანაბეჭდების მოსაშორებლად მათი წმენდა მუდმივად საჭიროა. ან სახლში ხელთათმანებით უნდა გადაადგილდეთ..

  3. დაბალი სანათები
    9 მოდური, თუმცა არაპრაქტიკული იდეა ინტერიერის დიზაინში

    ძალიან ლამაზად გამოიყურება კომპაქტურად მოწყიბილი საკვები ზონა დაბალ სანათებთან ერთად, თუმცა რთულია მაგიდის მეორე მხარეს მიწვდომა ისე, რომ მას თავი არ მიარტყათ. ასევე დალაგების დროსაც - ვწევთ ავეჯს და ვმანევრირებთ ისე, რომ თავი არ მივარტყათ ამ ულამაზეს, მეტად შესაფერის, თუმცა ასეთ არაპრაქტიკულ ლამფას.

  4. წითლისა და შავის კომბინაცია
    9 მოდური, თუმცა არაპრაქტიკული იდეა ინტერიერის დიზაინში

    მკვეთრი აქცენტები აგერ უკვე რამდენიმე წელია გვევლინება მოდური ინტერიერის მთავარ დეტალად. რა შეიძლება იყოს კლასიკურ შერწყმაზე უკეთესი? - პასუხი მარტივია - თითქმის ყველა. წითელი გამა იწვევს ადამიანის მოუსვენრობას ქვეცნობიერის დონეზე, შავი ფერი კი ემოციურად გაწვებათ.

  5. ზედმეტი ტიხარი
    9 მოდური, თუმცა არაპრაქტიკული იდეა ინტერიერის დიზაინში

    თავდაპირველად, სტატიკური ტიხრები და მათი მობილური ანალოგები(შირმები) ოთახის კონფიგურაციის დეფექტებისა და არასწორი ზონირების დასაფარავად გამოიყენებოდა. ისინი თავსებადია მხოლოდ მაშინ, თუ სწორ გეომეტრიულ ფორმებს ფლობს. არასტანდარტული ფორმები და კუთხეების იმპროვიზაციები შეიძლება ნამდვილ თავგადასავლად იქცეს სტუმრებისთვის, რომლებიც ღამით თქვენთან რჩებიან.

  6. ლამბერკინები
    9 მოდური, თუმცა არაპრაქტიკული იდეა ინტერიერის დიზაინში

    მძიმე, მრავალფენოვანი ფარდები ყოველთვის სიმდიდრის ატრიბუტად ითვლებოდა. თუმცა ისინი მხოლოდ მაღალჭერიან და ძვირფასი, კლასიკური ან სასახლისებრი ინტერიერით დამშვენებულ ხალვათ შენობებშია თავსებადი. საშუალო რემონტის მქონე ჩვეულებრივ ბინებში ლამბერკინები ვულგარულად გამოიყურება და კარგავს ყოველგვარ სილამაზეს. კიდევ ერთი წარუმატებელი იდეა - ძალიან გრძელი ფარდები. ისინი იატაკზე ძალიან ლამაზ ფენებად იკეცება, თუმცა მტვერსა და სიბინძურეს ძალიან მალე იგროვებს.

  7. მონოქრომული ეკლექტიკა
    9 მოდური, თუმცა არაპრაქტიკული იდეა ინტერიერის დიზაინში

    საშინაო ტექსტილს ევალება ინტერიერის გაფორმების სტილისტიკის გამოკვეთა და იმ აქცენტის როლის შეთავსება, რომელიც სახლის ყველა ოთახს გამორჩეულს ხდის. ფარდები, ხალიჩები და ავეჯის გადასაფარებლები ერთ ფერში იწვევს სულიერ სიმძიმეს მიუხედავად მისი თბილი და საკმაოდ მკვეთრი გამისა. დიზაინერები მთელი ბინის ერთ ფერში მოწყობას იდეალურ გადაწყვეტილებად თვლიან. ეს ძალიან მარტივია - უბრალოდ მხოლოდ ერთი ფერის საღებავი და ქსოვილები უნდა შეიძინოთ. სხვა მხრივ კი ეს ზონირების ცუდი იდეაა, რაგდან მთელი ბინა ერთფეროვან, მოსაწყენ ლაბირინთად გადაიქცევა.

  8. იატაკის დეკორაცია ცხოველის ტყავისგან
    9 მოდური, თუმცა არაპრაქტიკული იდეა ინტერიერის დიზაინში

    ნატურალური ან ხელოვნური ცხოველური ხალიჩა თავსებადი მხოლოდ ე.წ. სამონადირეო ინტერიერშია, რომელიც ბუნებრივი ხით, დაბალი განათებითა და მშვიდი ტონებითაა შემკული. რაღა თმქა უნდა, ოთახში ბუხარიც უნდა იყოს. უფრო მშვიდი და მინიმალისტური გაფორმებისთვის უმჯობესი იქნება ჩვეულებრივი ხალიჩა ტონში. მითუმეტეს, "ტყავები" უფრო მალე იწოვს მტვერსა და სიბინძურეს, ვიდრე ჩვეულებრივი ხალიჩები.

  9. ყვავილების განთავსება სიმაღლეზე
    9 მოდური, თუმცა არაპრაქტიკული იდეა ინტერიერის დიზაინში
ქალებს უყვართ განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნა ყვავილებით და ხანდახან ზედმეტიც კი მოსდით. ქოთნებს ალაგებენ მაღად თაროებსა და საკიდებზე. ფოტოზე ეს ორიგინალურად და ლამაზად გამოიყურება, თუმცა პრაქტიკაში ასეთი ყვავილების მოვლა გაცილებით რთულია და ბევრ დროს გვართმევს, ვიდრე ჩეულებრივად განაგებული ქოთნები.

დიზაინერები მუდმივად გვთავაზობენ უამრავ ორიგინალურ და ლამაზ იდეას, თუმცა ავიწყდებათ, რომ ყველაფერს სჭირდება პრაქტიკულობა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: