ლიმონის ქერქის გამოყენების 10 სასარგებლო გზა

Загрузка...

ლიმონი - შესანიშნავი ხილი, რომელიც სავსეა მინერალებით, ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და ცელულოზით. ჩვეულებრივ, ჩვენ საკვებად ამ ციტრუსის მხოლოდ რბილობსა და წვენს ვიყენებთ, თუმცა კანიც არანაკლებ ფასეული და სასარგებლოა. OXOTV-ის რედაქცია ამ მასალაში გაგაცნობთ ლიმონის სასარგებლო თვისებებსა და მისი ქერქის გამოყენების 10 საშუალებას.

  1. მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა
    ჩაალაგეთ თასში ლიმონის ქერქის რამდენიმე ნაჭერი, დაასხით წყალი და შედგით ღუმელში 5 წუთით. ამ დროში წყალი ადუღდება, ორთქლს კი ღუმელის კედლებში ჩამჯდარი ცხიმები შეიწოვს. 5 წუთის შემდეგ მოუსვით კედლებს რბილი ქსოვილი ან ღრუბელი და მზადაა.

  2. ყინულის გამაგრილებელი კუბები
    ლიმონის წვენისა და ქერქის გაყინული კუბები იდეალური დანამატი იქნება ცხელ ზაფხულში გამაგრილებელი სასმელებისთვის.

  3. მწერების საწინააღმდეგო საშუალება
    თუ სახლში ჭიანჭველები, ტარაკნები ან ჩრჩილები გაჩნდა, დაალაგეთ ლიმონის კანი ყველგან, სადაც შეიძლება ისინი იმალებოდნენ(ფანჯრის რაფებზე, კარის ზღურბლებთან და სხვადასხვა თაროზე). მწერები ვერ აიტანენ ციტრუსის სუნს.

  4. უსიამოვნო სუნის მოსპობა მაცივარში
    ლიმონის ახალი კანი შეიწოვს მაცივრის უსიამოვნო სუნს, სამაგიეროდ კი ციტრუსის სურნელს ტოვებს.

    ლიმონის ქერქის გამოყენების 10 სასარგებლო გზა

  5. სახის სკრაბი
    ლიმონმჟავას, რომელსაც ლიმონის ქერქი შეიცავს, შეუძლია უჯრედების რეგენერაცია, შესანიშნავად აშორებს მკვდარ უჯრედებს და აღადგენს კანს. ამას გარდა, ლიმონის ქერქი ხელს უშლის აკნეს განვითარებას და არეგულირებს კანის მიერ ცხიმის გამოყოფის პროცესს. დაამზადეთ სკრაბი ლიმონის ქერქის, ინგლისური მარილისა და კონცენტრირებული ლიმონის ზეთისგან და რეგულარულად გაიწმინდეთ სახის კანი.

  6. ნაგვის ურნის უსიამოვნო სუნის მოსპობა
    ლიმონის ქერქი უსიამოვნო სუნს არამხოლოდ მაცივრიდან, არამედ ნაგვის ურნიდანაც აშორებს. უბრალოდ დაალაგეთ რამდენიმე ნაჭერი ნაგვის ურნასთან ახლოს.

  7. ზეითუნისა და ლიმონის ზეთი
    შუშის ჭურჭელში ჩაალაგეთ ახალი ლიმონის ქერქები და მოასხით ზეითუნის ზეთი. შეინახეთ ჭურჭელი თავდახურულ მდგომარეობაში ბნელ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გაწურეთ სითხე და შეინახეთ. ასეთი ზეთი ვიტამინების ნამდვილი ბომბა და სასარგებლო ნივთიერებების განძია.

  8. კბილების გათეთრება
    ციტრუსის მჟავებს არამხოლოდ ღრძილების მკურნალობა, არამედ კბილების გათეთრებაც შეუძლია. ამისთვის, ლიმონის ქერქის შიდა მხარით გაიხეხეთ კბილები და გამოივლეთ პირი სუფთა წყლით.

    ლიმონის ქერქის გამოყენების 10 სასარგებლო გზა

  9. სხვადასხვა ორცხობილა
    ლიმონის ქერქისგან შეგიძლიათ უგემრიელესი ცუკატები მოამზადოთ. ლიმონის მჟავები იდეალურ არომატს მიანიჭებს ნებისმიერ ორცხობილას. ამას გარდა, შეგიძლიათ საფქვევში დააქუცმაცოთ და შეურიოთ სანელებლებს. ასეთი სანელებელი პიკანტურობასა და გამორჩეულობას მიანიჭებს ნებისმიერ კერძს.

  10. კირის ნალექის მოშორება
    ლიმონის კანი ეფექტურად აშორებს კირის ნალექს მეტალის ზედაპირებიდან, კერამიკული ფილებიდან და, ასევე, კედლებიდან და ჩაიდნის ფსკერიდანაც კი.უბრალოდ გაწმინდეთ ეს ზედაპირები ლიმონის ქერქით და შემდეგ ნამიანი ქსოვილით გაწმინდეთ.
როგორც ხედავთ, ლიმონის ქერქის გამოყენება სხვადასხვა გზით შეგიძლიათ. აღარ გადაყაროთ ისინი!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: