სინამდვილეში, ინტელექტი არა მამის, არამედ, დედისგან გადაეცემა! და აი, რატომ

Загрузка...

ჭკვიანი ადამიანები დედების მადლიერი უნდა იყვნენ, რადგან მათ ასეთი ინტელექტით დააჯილდოვეს.

აღმოჩნდა, რომ მეცნიერება ჩაატარეს პირველი მასშტაბური გენეტიკური კვლევა ამის თაობაზე და დაადგინეს, რომ ინტელექტის ძალა დედის მხრიდან გადაეცემა, და არა მამის მხრიდან, როგორც ასე ადრე მიიჩნევდნენ.

ასე რომ, ლეგენდარული სტერეოტიპები უნდა დაინგრას.

სწორედ დედის გენებია პასუხისმგებელი თავის ტვინის გარსის განვითარებაზე, მამის გენები კი ლიმბური სისტემის განვითარებაზე აგებს პასუხს. სხვა სიტყვებით - დედისგან იღებ ინტელექტს, მამისგან კი შენს ტიპიურ ემოციურ მდგომარეობას. გარდა ამისა, სხვა კვლევები უჩვენებს, რომ ადამიანებს ინტელექტი დედისგან იმიტომ ერგებათ, რომ ინტელექტის გენები X ქრომოსომაზეა განლაგებული.

მაგრამ არის სხვა ფაქტორებიც.

გერმანიის უნივერსიტეტის, ულმას მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს, რომ გენეტიკა არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი ინტელექტის განვითარებისა. ჭკვიანი ხართ თუ არა, ამაზე ზემოქმედებს სხვა ფაქტორებიც. მთავარი მათგანი - დედისადმი მიჯაჭვულობის დონე, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკში. ბავშვები, რომლებიც თამაშობდნენ დედებთან რთულ თამაშებს, სადაც სიმბოლოები იყო ამოსაცნობი, უფრო ჭკვიანები გაიზარდნენ.

მეორე ფაქტორი - სიყვარული. თუ ბავშვის ემოციური მოთხოვნილებები 13 წლამდე თითქმის სრულად დაკმაყოფილებული იყო, მათ ჰიპოკამპაში 10%-ზე მეტი უჯრედი წარმოიქმნებოდა, ვიდრე მათში, ვინც დედისგან ემოციურად მოშორებული იყო.

ახლა მეცნიერები ამბობენ, რომ ინტელექტი მხოლოდ 40-60%-ით არის დამოკიდებული გენეტიკაზე, დანარჩენი გარემოზეა დამოკიდებული.

და კიდევ: თუ ბავშვი ბუნებით ჭკვიანია, მისი ნიჭი უნდა განვითარდეს. თანაც ამოცანები ასაკის მატებასთან უნდა გაიზარდოს და გართულდეს. სხვაგვარად, როგორიც არ უნდა იყოს საწყისი ინტელექტი, ასაკთან ბავშვი მას დაკარგავს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: