თავის კანის ტკივილი: დისკომფორტის გამომწვევი მიზეზები და მისგან თავის დაღწევის გზები

Загрузка...

ოდესმე გქონიათ შეგრძნება, თითქოს თმის ძირები გძვრებოდათ? ეს ძალიან უსიამოვნოა და თმების მდგომარეობაზეც ცუდად მოქმედებს. იდეაში, მათ არ შეუძლიათ "გეტკინოთ', რადგან ნერვული დაბოლოებები არ გააჩნიათ. სინამდვილეში, თმის ძირები კი არა, სკალპი - თავის კანი გტკივათ და ამის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ამ დისკომფორტის გამომწვევ რამდენიმე მიზეზს:

  1. ძალიან გადაჭიმული ვარცხნილობა
    თუ გიყვართ მაღლა ატანილი თმები და "პონის კუდები", ტკივილის მიზეზი შეიძლება სწორედ ეს იყოს. მოუშვით "კუდები" ან გაიშალეთ თმა ხშირად.

  2. იშვიათი დაბანა
    როცა თავს ზომაზე უფრო ხშირად ან იშვიათად ვიბანთ, მასზე გროვდება დიდი რაოდენობით ნალექი და ეპითელიუმის მკვდარი უჯრედები. აქედან ჩნდება გაღიზიანება. კანის უჯრედებმა, შესაძლოა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ინფორმაციული მოლეკულები - ციტოკინები გამოყოს, რომლებიც ავრცელებენ სიგნალს ერთმანეთს შორის ტკივილის შეგრძნების შესახებ და სკალპიც გტკივდებათ.
    თავის კანის ტკივილი: დისკომფორტის გამომწვევი მიზეზები და მისგან თავის დაღწევის გზები

  3. დასაბანი საშუალებების ჭარბი რაოდენობით გამოყენება
    ჩამოურეცხავი თმების მოვლის საშუალებები გროვდება თავის კანზე და იწვევს გაღიზიანებას. ამ საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ზრდის კანის გამტარობას და იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

    თავის კანი ძალიან მგრძნობიარე ორგანოა. არასწორი მოვლის შემთხვევაში, თქვენ გამოიწვევთ დერმატოლოგიურ პრობლემებს: ქერტლი, ფსორიაზი, დერმატიტი, პარაზიტების(ტილების) გაჩენა.

    ტკივილთან ერთად, თავის კანი აგექავებათ კიდევაც და იგრძნობთ პატარა კოპებს - ატერომებს. ეს ე.წ. ცხიმგროვებია. მათი გაჩენის მიზეზი შიგნიდან მოდის - პირველ რიგში, ორგანიზმში შლაკების დაგროვების გამო. ასეთი ატერომების მკურნალობა ოპერაციული ჩარევებით ხდება, თუმცა, ხანდახან, სისხლის გაწმენდაც საკმარისია. ორივე შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

    სამწუხაროდ, კანისა და თმების პრობლემების 90% გამოწვეულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შედეგად, ამიტომაც კოსმეტოლოგიურ მეთოდებს თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო მკურნალობაც. არ შეგეზაროთ ენდოკრინოლოგთან, დერმატოლოგთან და ტრიქოლოგთან მისვლა ანალიზების ჩასაბარებლად.

    თმების მოვლის საშინაო პირობებსაც აქვს თავისი პრინციპები. პირველ რიგში - დაიბანეთ თავი უფრო ხშირად. ყოველდღე ეს აუცილებელი არ არის, თუმცამ, 3 დღეში ერთხელ ოპტიმალური ვარიანტია. გამოიყენეთ ღრმად მწმენდავი შამპუნი - მართალია, ისინი მსუბუქად არ მოქმედებს, თუმცა წმენდს ყოველგვარ სიბინძურესა და ცხიმს თავის კანიდან. ნუ გამოიყენეთ "ბიგუტებს" - ისინი ძალიან ტვირთავენ თმას.

    თავის კანის ტკივილი: დისკომფორტის გამომწვევი მიზეზები და მისგან თავის დაღწევის გზები
დაბოლოს: ეცადეთ, გამოიყენოთ მაქსიმალურად ნატურალური კოსმეტიკა თმებისთვის - შამპუნები სულფატის გარეშე და მოვლის საშუალებები სილიკონისა და პარაბენის გარეშე. თმები - ორგანიზმის ნაწილია, მაშინ, რატომ ისვამთ თმაზე იმას, რასაც არასდროს დალევდით ან შეჭამდით?

მკითხველთა შთაბეჭდილებები