100 წლის გარანტიით: ჰოლანდიელებმა მუყაოს სახლი ააშენეს

Загрузка...

სახლის საკითხი ყველას აღელვებს. ზოგს არ ჰყოფნის პატარა ბინა, ზოგს ახალი სახლისთვის არ აქვს ფული, ზოგმა კი უბრალოდ არ იცის, რა უნდათ. საბედნიეროდ, პროგრესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ყველა პრობლემა გადაჭრადია. ოცნების სახლი გამოიგონეს, თანაც იგი ძვირი არ ღირს - $30 000. ამას გარდა, მასში ყველაფერია, რაც საჭიროა. გიკვირთ ფასი? საქმე ისაა, რომ ეს სახლი მუყაოთია აშენებული.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მომავლის სახლს მუყაოსგან.

ჰოლანდიურმა ფირმამ Fiction Factory გამოიგონა სპეციალური ბლოკები, რომლებიც სამშენებლო მუყაოს 24 ფენისგან შედგება. ფენები ეკოლოგიური სუპერწებოთია მიმაგრებული. საცხოვრებელი სახლი, რომელსაც Wikkelhouse ეწოდება, მხოლოდ ერთ დღეში წყვება ადგილზე.

100 წლის გარანტიით: ჰოლანდიელებმა მუყაოს სახლი ააშენეს

პოტენციური მყიდველები ინტერესდებიან სახლის გამძლეობით. დამპროექტებლები ამბობენ, რომ Wikkelhouse მყარი სახლია და უძლებს ქარსაც და წვიმასაც. იგი გემსახურებათ მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 100 წლის განმავლობაში.

100 წლის გარანტიით: ჰოლანდიელებმა მუყაოს სახლი ააშენეს

ცუდი ამინდებისგან სახლის დასაცავად მას გარედან წყალგაუმტარ ფენას აკრავენ, რომელიც ყოველ 30 წელში უნდა გამოცვალოთ, კონსტრუქციას კი ხით ამაგრებენ. Wikkelhouse-ის წონა 3 ტონას შეადგენს და მისი აშენება ფუნდამენტის გარეშეც შეიძლება.

100 წლის გარანტიით: ჰოლანდიელებმა მუყაოს სახლი ააშენეს

ყველაზე კარგი ისაა, რომ სახლის მყიდველებს ცარიელ მუყაოს კი არა, მოდურ და კარგად დაპროექტებულ ინტერიერს სთავაზობენ.

100 წლის გარანტიით: ჰოლანდიელებმა მუყაოს სახლი ააშენეს

სახლში არის სამზარეულოს, შხაპისა და აბაზანის ადგილი. მისი გადაწყობა მყიდველის სურვილის მიხედვით შეიძლება. კომუნიკაციის გაყვანა მასში ძალიან მარტივია. ფასადის მოწყობა შეგიძლიათ როგორც შუშებით, ისე მთლიანად გაუმჭვირვალე მასალითაც.

100 წლის გარანტიით: ჰოლანდიელებმა მუყაოს სახლი ააშენეს

მატერიალები, რომლითაც ნაშენებია სახლი, ექვემდებარება გადამუშავებას, ამიტომაც, ამ სახლს შეგიძლიათ მომავლის სახლი უწოდოთ.

100 წლის გარანტიით: ჰოლანდიელებმა მუყაოს სახლი ააშენეს

გაყიდვები დაიწყო ევროპაში: ნიდერლანდებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიასა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში. წელიწადში მხოლოდ 20 სახლს ამზადებენ, რადგან მის ხარისხს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ.

100 წლის გარანტიით: ჰოლანდიელებმა მუყაოს სახლი ააშენეს

ერთ-ერთი ასეთი სახლი ამსტერდამის უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობს. მას აუდიტორიად იყენებენ.

100 წლის გარანტიით: ჰოლანდიელებმა მუყაოს სახლი ააშენეს

სანამ Wikkelhouse გაპოპულარდება, დავაკვირდეთ, როგორ გამოიყენებენ მას სხვა ქვეყნებში. თუ ჩრდილოეთის ზღვის ამინდებს გაუძლო, მაშინ ჩვენთანაც ძალიან კარგი ჩანაცვლება იქნებოდა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები