9 რჩევა, რათა ადამიანების წაკითხვა ერთი ნახვით შევძლოთ.

Загрузка...

ადამიანების კითხვა მარტივი რამ სულაც არ გახლავთ. LaRae Quy, რომელიც FBI-ში 23 წელი მუშაობდა, ამბობს, რომ ადამიანების ერთი ნახვით წაკითხვისთვის, დეტექტივობა საჭირო არ არის. არსებობს ქცევის თავისებურებები, რომელთა დახმარებით ადვილეად შეგვიძლია პიროვნების ჩანაფიქრი გავიგოთ. დღეს OXOTV სწორედ ამ პატარა დეტალებს გაგაცნობთ.

  1. მათი ზოგადი ქცევა.

    სხეულის ენას უამრავი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე. ლაპარაკის დროს ზოგიერთი ინდივიდი იატაკს აშტერდება, ზოგი ხელებს გადააჯვარედინებს ხოლმე, არიან ისეთებიც, რომლებიც ახველებენ, თითებს ატკაცუნებენ და ა.შ.

    ადამიანები განსხვავებულად იქცევიან და ამ მოძრაობებს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ადამიანის მოქმედებების ძირითადი მოდელის შესწავლის შემდგომ თქვენთვის ნათელი გახდება, თუ რატომ აკეთებენ კონკრეტულ მოძრაობას, იგი ჩვევითაა განპირობებული, თუ ემოციით.

  2. სხეულის უცნაური, მკვირცხლი მოძრაობები.

    დააკვირდით ადამიანის მოქმდებების ძირითად მოდელსა და მათ ელემენტალურ მოძრაობებს. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანი საუბრის დროს (როცა ნერვიულია) ხშირად იწმენდს ყელს? რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს? იქნებ ის რაღაცას მალავს და კიდევ უფრო უარესი რამ იმალება ამ მოძრაობის უკან?

  3. ჟესტიკულაცია.

    ერთი, უბრალო მოძრაობა არაფერს ნიშნავს, თუმცა თუკი რამდენიმე წვრილმანი მოძრაობა ერთმანეთს რიგ-რიგობით მიყვება, ყურადღება მოიკრიბეთ. ასეთ დროს ადამიანი პერიოდულად ახველებს, ხელს იფხანს, ფეხს ათამაშებს. ამ ნიშნების დაფიქსირების შემდეგ უკეთესია ფრთხიად იყოთ.

  4. მათი ქცევის შედარება.

    თუკი შეამჩნიეთ, რომ ვიღაც ისე არ იქცევა როგორც ჩვეულებრივ, ფრთხილად იყავით. შეადარეთ მათი ქცევები და სხვადასხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულებები. დააკვირდით იცვლება, თუ არა მათი გამომეტყველება. როდესაც ადამიანს თვალებში შეხედავთ და მას თვალის კაკლები გაფართხოებული ექნება, მაშინვე ნუ დაფრთხებით. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი პირდაპირ გიყურებთ და სულ გიღიმით, მას მოწონხართ. თუკი პიროვნება მხოლოდ ოდნავ იღიმება, ფრთხილად, შესაძლოა ის გატყუებდეთ.

  5. სახე.

    ტვინში არსებული ნეირონების ხარჯზე ჩვენ კონკრეტულ ემოციას გამოვხატავთ. თუკი ჩვენ რაიმე მოგვწონს სახის კუნთების შესაბამისი ემოციის ვიზუალურ მხარეს ქმნის, კერძოდ, თუკი რაიმე მოგწონთ, თქვენ იღიმით და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის სახის გამომეტყველება ჩვენი ყურებისას კონკრეტულ პასუხს ვერ გვცემს, მას ან არ მოწონხართ ან თქვენი საქციელი არ მოსწონს.

  6. იპოვეთ ძლიერი ხმა.

    ადამიანთა ჯგუფში ყველაზე ძლიერი პირი ყოველთვის ლიდერი არ გახლავთ. ხშირ შემთხევაში მეთაური რბილი პიროვნებაა, რომელიც დანარჩენებს ეყრდნობა. დააკვირდით ვის აქვს ძლიერი ხმა (ნუ აგერევათ მაღალში). თავდაჯერებულ ადამიანს მუდამ მტკიცე ტონი აქვს, ამიტომ თქვენი მასთან ურთერთობით საკუთარი წარმატების შანსებს კიდევ უფრო გაზრდით.

  7. შეისწავლეთ მათი სიარულის მანერა.

    მოძრაობების ადამიანს გასცემს! თუკი ინდივიდი არა წინ, არამედ იატაკს უყურებს, იგი საკმარისად თავდაჯერებული არ გახლავთ. თუკი მსგავსი რამ თქვენს თანაგუნდელს შეამჩნიეთ, შეაქეთ, რათა მეტად ირწმუნოს საკუთარი თავის ან უბრალოდ პირდაპირ კითხეთ რისი თქმის ეშინია.

  8. დააიკვირდით რომელ სიტყვებს იყენებენ.

    საუბრისას გამოყენებული ზმნები ძალიან მნიშვნელოვანია! თუკი თქვენმა უფროსმა თქვა - "გადავწყვიტე კომპანია X-თან ვითანამშრომლო", აქ საურადღებო სიტვა გადაწყვეტაა. იგი მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი a) არ არის იმპულსური, b) სხვადასხვა მხრიდან აფასებს მოვლენას, c) წინასწარ გეგმავს და აფსებს სიტუაციას.

  9. მათი ფუნდამენტი.

    ყოველი ჩვენგანი განსხვავავებულია და არსებობს რამდენიმე მარტივი კითხვა, რომელთა წყალობით ადამიანის ხასიათი გაგება შეგვიძლია.

    • ინტროვერტია ადამიანი, თუ ექსტროვერტი?
    • სხვებთან კომუნიკაცია ადამიანების მოქმედებების საწყისი ქმედებაა?
    • როგორ უმკლავდება ადამიანი რისკებსა და ეჭვებს?
    • რა კვებავს პიროვნების ეგოს?
    • როგორ იქცევიან სტრესულ სიტუაციებში?
    • როგორები არიან მოდუნებულნი?


    დაიმახსოვრეთ, რომ ადამიანის ფსიქოლოგიის სასწავლად თქვენ დრო გჭირდებათ. ყველაფერი პრაქტიკა და დაკვრივებაა, რომელთა გარეშე უბრალოდ ვერაფერს გახდებით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: