გულის იშემიური დაავადება: სიმპტომები და რისკ-ფაქტორი

Загрузка...

გულის იშემიური დაავადების დროს გულის არტერიის კედლებზე ჩნდება თრომბოციტები. ზომაში მატებასთან ერთად, ისინი აფერხებს გულისკენ მიმავალ სისხლის ნაკადს, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულის გაჩერების, არითმიის ან გულის შეტევის რისკს.

OXOTV-ის რედაქცია დღეს იშემიურ დაავადებასა და მის რისკ-ჯგუფებზე გესაუბრებათ.

ადრეულ სტადიებზე იშემიურ დაავადებას არავითარი ხილული სიმპტომი არ გააჩნია, თუმცა, მისი განვითარებასთან ერთად, თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი გულის არეში(ამას სტენოკარდიას უწოდებენ), სიმძიმისა და ზეწოლის შეგრძნება ცენტრში ან მარცხენა ნაწილში;
  • ქოშინი;
  • გახშირებული გულისცემა(გულში ვიბრაციის შეგრძნება);
  • გულის მომადებული რიტმი;
  • სისუსტე;
  • მომატებული დაღლილობა;

    გულის იშემიური დაავადება: სიმპტომები და რისკ-ფაქტორი

  • თავბრუსხვევა;
  • ღებინება;
  • მომატებული ოფლიანობა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენიმე სიმპტომი მაინც გეცნობათ, სასწრაფოდ გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც იშემიური დაავადების გაჩენის რისკს ზრდის. საბედნიეროდ, მათი დიდი ნაწილის კონტროლი შესაძლებელია. ამ ფაქტორებს შორისაა:

  • ქოლესტერინის მაღალი დონე;
  • სისხლის მაღალი წნევა;
  • მოწევა;
  • ინსულინის შეთვისების დარღვევა;
  • დიაბეტი;
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
  • ფიზიკური დატვირთვის უკმარისობა;
  • ცუდი კვება;
  • ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება;
  • ასაკი;
  • მემკვიდრეობითობა, განწყობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ;
  • სტრესი.
ასევე, ითვლება, რომ ძილის აპნოე და მომატებული ტოქსიკოზი(ქალებში ფეხმძიმობის გვიანდელ სტადიებში) ზრდის იშემიური დაავადების გაჩენის რისკს.

გულის იშემიური დაავადება: სიმპტომები და რისკ-ფაქტორი

შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ დაავადების რისკის საგრძნობლად შემცირებაში:

  1. თუ ისეთი დაავადება გაწუხებთ, რომელიც იშემიური დაავადების გაჩენას უწყობს ხელს, მედიკამენტები მხოლოდ ექიმის მითითებით მიიღეთ;
  2. გადადით ჯანსაღ კვებაზე: შეზღუდეთ შაქრის, მარილისა და არაჯანსაღი(გაჯერებული და ტრანს-) ცხიმების მიღება; მიირთვით ბევრი ბოსტნეული, ხილი, სრულმარცვლოვანი პროდუქტი, ომეგა-3ით მდიდარი მარცვლეული, თევზეული და დაბალცხიმოვანი რძის პროდუქტები;
  3. დაკავდით ფიზიკური აქტივობებით - დაუთმეთ ამას დღეში 30 წუთი მაინც და ივარჯიშეთ ყოველდღე(ან დღეჩაგდებით);
  4. თუ თქვენი მასის ინდექსი ნორმაზე მაღალია, ეცადეთ, გახდეთ(განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხიმოვანი მასა თავს წელის გარშემო იყრის);
  5. შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება და დაანებეთ თავი მოწევას;
  6. შეიმცირეთ სტრესის დონე რელაქსაციური ტექნიკებით და აკეთეთ თქვენთვის სასიამოვნო და საინტერესო რამეები.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები