7 მავნე ჩვევა, რომლებიც კანს განსაკუთრებით აზიანებს 30 წლის შემდეგ

Загрузка...

ხშირად, ისე მივისწრაფით იდეალური კანისკენ, რომ მისთვის მავნე ჩვევებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. უპირველესყოვლისა, სწორედ სახე საჭიროებს სწორ მოვლასა და ზრუნვას, რადგან სწორედ მასზე მოქმედებს ყველაზე მეტი თავისუფალი რადიკალი და გარემო-ფაქტორები.

იმისთვის, რომ 30 წლის შემდეგ თქვენი კანი ჯანმრთელი, ლამაზი და მოვლილი დარჩეს, OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 7 მავნე ჩვევას, რომლისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ.

7 მავნე ჩვევა, რომლებიც კანს განსაკუთრებით აზიანებს 30 წლის შემდეგ

  1. ძილის უკმარისობა
    ძილი არამხოლოდ ჯანსაღი კანისთვის, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ძლიერი იმუნიტეტისთვისაა საჭირო. კანის ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძილის უკმარისობაა. ფორების დახშობა მაკიაჟით, უი სხივების ზემოქმედება, გამონაბოლქვი, სტრესი, ქარი - ეს ყველაფერი ჩვენს სახეზე ნეგატიურ კვალს ტოვებს. ეცადეთ, თავს უფლება მისცეთ 7-8 საათიანი ძილისთვის და მალევე შეამჩნევთ, როგორ გაგიუმჯობესდათ კანი.

  2. მოწევა
    თუ ამ მავნე ჩვევით ხართ შეპყრობილი, არ გაგიკვირდეთ, თუ თვალის ქვეშ შავი წრეები, ლაქები ან სხვა პრობლემები გაგიჩნდათ. ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს კანის ზედა ფენას, რაც ხელს უშლის საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის შეთვისებას. ამას გარდა, პასიური მწევლობაც ისევე იწვევს ნაადრევ დაბერებას, როგორც აქტიური.

  3. მზისგანდამცავი საშუალებების გამოყენების გადაჭარბება
    კანის დაბერების კიდევ ერთი ძირითადი მიზეზი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაა. 25 წლის შემდეგ - მაშინ, როცა პირველი მიმიკური ნაოჭები გაჩნდება, დაიწყეთ SPF-საშუალებების გამოყენება.

  4. ძილი მაკიაჟით
    7 მავნე ჩვევა, რომლებიც კანს განსაკუთრებით აზიანებს 30 წლის შემდეგ

    ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა, რისი გაკეთებაც კანისთვის შეგიძლიათ. ძილის დროს, კანი იჟღინთება ჟანგბადით და აღიდგენს ძალებს მთელი დღის მაკიაჟის შემდეგ. თუ ძილის წინ არ მოიშორებთ მაკიაჟს, ჩახერგავთ ფორებს და ხელს შეუშლით უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. როგორი დაღლილიც არ უნდა მოხვიდეთ სახლში, არ დაგეზაროთ მაკიაჟის მოშორება. კანი ამისთვის მადლობელი დაგრჩებათ!

  5. ტკბილეულისა და ყავის ჭარბი მიღება
    პროდუქტები მაღალი გლიკემური ინდექსით, ე.წ. "ცუდი ნახშირწყლები" არამხოლოდ ზედმეტ კილოებს, არამედ კანის პრობლემებსაც იწვევს. შოკოლადისა და მსგავსი ტკბილეულის ჭარბი მიღება იწვევს კანის ნაადრევად დაბერებას, აკნესა და ასაკობრივ პიგმენტებს. კოფეინი, თავის მხრივ, იწვევს დეჰიდრატაციას, რაც კანის ნაადრევად დაბერების ერთ-ერთი მიზეზია.

  6. პილინგის ჭარბი გამოყენება
    ასაკთან ერთად, მკვდარი უჯრედები მუდმივად გროვდება კანის გარე ფენაზე. დროგამოშვებით, აუცილებელია ამ ფენისგან სახის გაწმენდა. კოსმეტოლოგები პილინგის გამოყენებას გვირჩევენ კვირაში მხოლოდ ერთხელ. თანაც, ამისთვის სულაც არ გჭირდებათ ძვირადღირებული საშუალებების გამოყენება. შესანიშნავი სკრაბის დამზადება სახლში თვითონაც შეგიძლიათ და ამისთვის უამრავი რეცეპტი არსებობს. მაგალითად, აიღეთ ცოტაოდენი ყავის ნალექი და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი.

  7. ცხოვრების მჯდომარე სტილი
    7 მავნე ჩვევა, რომლებიც კანს განსაკუთრებით აზიანებს 30 წლის შემდეგ
ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ერთსა და იმავე პოზაში ატარებენ დროის დიდ ნაწილს, უვითარდებათ სისხლის შენელება, შესაბამისად, კანი სისხლით კარგად ვერ ჯერდება. თუ გსურთ, გქონდეთ სახის ჯანსაღი ფერი და დაცული იყოთ აკნესგან, გამოყეთ დრო სპორტისა და ფიზიკური აქტივობებისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებთან დამშვიდობების შემდეგ თქვენ დაიბრუნებთ კანის ელასტიურობას, ჯანსაღ ფერს და თავიდან აიცილებთ პრობლემებს. გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია ახლობლებს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: