7 ფაქტორი, რომლებიც მამაკაცს დაქორწინებას გადააწყვეტინებს

Загрузка...

ხშირად ხდება ცხოვრებაში: ქალი ითმენს, იმედი აქვს და მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა თავის რჩეულთან ურთიერთობას დააკანონებს. მისი საყვარელი ადამიანი კი სულაც არ ჩქარობს ამ ნაბიჯის გადადგმას. იქნებ ის გამოუსწორებელი მარტოხელაა? როგორ უნდა გავიგოთ, ღირს მასზე საკუთარი ძვირფასი დროის ხარჯვა თუ აჯობებს სხვა პარტნიორი მოძებნოთ?

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 7 ფაქტორს, რომლებიც მამაკაცს თქვენზე დაქორწინებას გადააწყვეტინებს.

  1. მას მობეზრდა გართობა
    მამაკაცები ხშირად აანალიზებენ თავიანთ ურთიერთობებსა და ცხოვრებას. რა შეიცვალა მის ცხოვრებაში? შეეფერება თუ არა მას ეს გოგო? საკმარისად გაერტო თუ კიდევ სჭირდება "უცოლოთა მხიარულებები"? მამაკაცი ცოლის მოყვანას მხოლოდ მაშინ წყვეტს, როცა ახალი გამოცდილებისთვის სრულიად მზად იქნება.

  2. მისი მშობლები ერთად ბედნიერი არიან
    თუ თქვენს რჩეულს თვალწინ ქორწინების კარგი მაგალითი აქვს(მშობლებისგან ან ახლობლებისგან), ქვეცნობიერის დონეზე მას აუცილებლად ენდომება დაქორწინება.

  3. დედამისი გაქებთ!
    ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცები მუდმივად ეძებენ ისეთ ქალს(არაცნობიერად), რომელიც მათ დედებს ჰგვანან. თქვენ უბრალოდ უნდა დაუმეგობრდეთ დედამისს და დაიმსახუროთ მისი მხარდაჭერა. თუ მომავალი დედამთილი თქვენს დადებით მხარეებს დაინახავს და მის ნდობას დაიმსახურებთ, იგი დაარწმუნებს თავის ვაჟს, რომ თქვენ მისთვის იდეალური ცოლი იქნებით.

  4. მას შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს
    7 ფაქტორი, რომლებიც მამაკაცს დაქორწინებას გადააწყვეტინებს

    თანამედროვე მამაკაცმა, ცოლის შერთვამდე, აუცილებლად უნდა გადახედოს საკუთარ ცხოვრებას და აიწყოს კარიერა. უნდა შექმნას მატერიალური საფუძველი ოჯახისთვის. სტაბილური სამსახური აქვს? შეუძლია თუ არა ოჯახის რჩენა? შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემით გაიგოთ, თუ რატომ არ ქორწინდება იგი.

  5. იგი კომფორტულ ურტიერთობას ეძებს
    როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მამაკაცსაც მოსწონს სტაბილური ურთიერთობები. მას სურს, საღამოობით კომფორტულ და სუფთა სახლში დაბრუნდეს, გვერდით კი ისეთი ადამიანი სჭირდება, ვინც მას გაუგებს, დააფასებს და ეყვარება. ასეთი ხართ? მაშინ ქორწილი სულ ახლოსაა.

  6. მას შვილების ყოლა უნდა
    თუ მამაკაცს ნამდვილად უნდა სვილის ყოლა, იგი მაშინვე დაქორწინდება, როგორც კი კარგ ოჯახში გაზრდილ გოგოს გაიცნობს, რომელიც დედის როლში იდეალური იქნება. თუმცა, როგორც წესი, მამაკაცებს ამის სურვილი 30-35 წლის შემდეგ უჩნდებათ.

  7. მას უყვარხართ
    7 ფაქტორი, რომლებიც მამაკაცს დაქორწინებას გადააწყვეტინებს
ეს ყველაზე მთავარი არგუმენტია, რომელიც "აიძულებს" მამაკაცს ქორწინებაზე ფიქრს - ეს გულწრფელი სიყვარულია თქვენდამი. ის ხელს მხოლოდ მას სთხოვს, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე მასთან ყოფნის სურვილს გაუჩენს.

ადრე თუ გვიან, ნებისმიერი მამაკაცი დაიწყებს ფიქრს იმაზე, თუ როდის უნდა მისცეს ოფიციალური სახე მის ურთიერთობებს. თუ მას ქორწინებაზე არაფრის მოსმენა არ სურს, იქნებ, უკეთესიც იყოს მისთვის თავისუფლების მინიჭება :)

მკითხველთა შთაბეჭდილებები