კატარაქტა: გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და რისკ-ფაქტორი

Загрузка...

კატარაქტის დროს ხდება თვალის ბროლის ჩახშობა, რაც მხედველობის გაუარესებას იწვევს. იგი, უფრო მეტად, გავრცელებულია ასაკოვან ადამიანებს შორის. 80-იან წლებში, აშშ-ს მოსახლეობის 50%-ს ჰქონდა კატარაქტა ან ამ მიზეზით ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა.

OXOTV-ის რედაქცია დაწვრილებით გაგაცნობთ კატარაქტას წარმოქმნის მიზეზებს, სიმპტომებსა და ამ პათოლოგიის რისკ-ჯგუფებს.

კატარაქტა შესაძლოა განვითარდეს
  • თვალის ტრავმის,
  • მავნე ნივთიერებების ზემოქმედების(უმეტესწილად, ულტრაიისფერი სხივების გრძელვადიანი ზემოქმედების),
  • ზოგიერთი დაავადების(შაქრიანი დიაბეტი),
  • ან რიგი პრეპარატების(კორტიკოსტეროიდების, დიურეტიკების) ხანგრძლივი მიღების შედეგად.
ზოგ ადამიანს, შესაძლოა, კატარაქტა ბავშვობაში განუვითარდეს ან თან დაჰყვეს დაბადებისას.

კატარაქტას სიმპტომები
განვითარებადი დაავადება შემდეგ სიმპტომებამდე მიგვიყვანს:

  • არამკაფიო მხედველობა, ნისლი თვალწინ;
  • დიპლოპია;
  • ღამის მხედველობის გაუარესება;
  • თვალებში გაორება დაზიანებული მხრიდან;
  • ფერების აღქმის დარღვევა(მკრთალი მკვეთრის ნაცვლად);
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლისადმი;
  • კონტაქტური ლინზებისა და სათვალეების არაეფექტურობა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები არ გახლავთ კატარაქტის ცალკეული სიმპტომები, რადგან ისინი სხვა დაავადებების დროსაც ხშირად გვხვდება. მხედველობის პრობლემის გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.

კატარაქტა: გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და რისკ-ფაქტორი

ფაქტორები, რომლებიც კატარაქტას განვითარების რისკს ზრდის:
  • ხანდაზმულობა;
  • მემკვიდრეობითი განწყობილება;
  • ზოგიერთი დაავადება(შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე);
  • მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება;
  • მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება;
  • კორტიკოსტეროიდებისა და ზოგიერთი სხვა პრეპარატის გრძელვადიანი გამოყენება.
როგორ ხდება კატარაქტას მკურნალობა:
ადამიანს, რომელსაც აწუხებს კატარაქტა და მხედველობის დაზიანება მძიმე ფორმით, ურჩევენ ქირურგიულ ჩარევას. პროცესი მოიაზრებს დაზიანებული ბროლის ამოღებას და ხელოვნური ლინზის ჩასმას. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა აშშ-ში. იგი უსაფრთხო და ეფექტურია. პაციენტების 95% ამტკიცებს, რომ ოპერაციის შემდეგ მხედველობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა.

კატარაქტა: გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და რისკ-ფაქტორი

შეგვიძლია თუ არა კატარაქტას წარმოქმნის აღკვეთა?
კატარაქტას აღსაკვეთავად ცალკეული გზები არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია მივიღოთ ზომები მისი წარმოქმნის რისკის შესამცირებლად:

  • მივიღოთ საკვები, რომელიც საკმარისი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს: Сსა და Е-ს(ციტრუსი, ბროკოლი, წითელი და მწვანე წიწაკა);
  • მოწევისთვის თავის დანებება;
  • მზისგანდამცავი სათვალეების ტარება;
  • რეგულარული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა;
  • სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.
გახსოვდეთ, რომ ზრდასრულებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ რეგულარული გამოკვლევები ოფთალმოლოგებთან. წელიწადში ორჯერ 50 წლამდე და ყოველწლიურად 50 წლის შემდეგ. თუ კატარაქტას გამომწვევი რომელიმე დაავადება გაწუხებთ, მკაცრად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული რეომენდაციები.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები