ბავშვის დაბადების შემდგომ განქორწინების 5 მთავარი მიზეზი.

Загрузка...

აღმოჩნდა, რომ ბავშვის დაბადება წყვილს შორის რიგ პრობლემებს აჩენს. ეს პრობლემები სხვადასხვაგვრია და მათ მეუღლეები ყოველთვის ვერ აგვარებენ ხოლმე. არის მომენტები, როცა პატარა ოჯახში ასე ვთქვათ არასასურველი წევრიცაა. მის არსებობას არანაირი ჰარმონია და მხოლოდ ქაოსი მოაქვს. რა არის ამის მიზეზი? ნუთუ მართებულია ყველაფერში ოჯახის ახალი წევრი დავადანაშაულოთ? რეალურად არსებობს 5 მთავარი რამ, რაც ბავშვის დაბადების შემდგომ ცოლ-ქმრის განქორწინებას განაპირობებს. დღეს OXOTV სწორედ მათ წარმოგიდგენთ.

  1. მუდმივი გამოუძინებლობა.

    ეს ერთ-ერთი მთავარი და გავრცელებული პრობლემაა. ადამიანი, რომელსაც ძილი აკლია უფრო გაღიზიანებული და შფოთიანია. ასეთ დროს ინდივიდს ხშირად ეცვლება ხასიათი, ასევე ახასიათებს ქცევები, რომლებიც ადრე არ გააჩნდა. საშუალოდ ადამიანმა 7-8 საათი მაინც უნდა იძინოს. ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლებს ხშირად ფხიზლად უწევთ ყოფნა, ამასთან ჩვილი ღამ-ღამობით იღვიძებს ხოლმე, შესაბამისად ცოლ-ქმარი სრულფასოვნად დასვენებას ვერაფრით ახერხებს. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამისკენ, განქორწინებსკენ მივყავართ.

  2. ბავშვის აღზრდის არასწორი ფორმა.

    როდესაც მეუღლეები შვილის ყოლას გადაწყვეტენ, მათ წინასწარ უნდა იფიქრონ როგორ აღზრდიან მას. ხშირად ბავშვის დაბადების შემდგომ მშობლებს მის მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი გააჩნიათ, ამასთან განსხვავებულ მეთოდებს მიმართავენ მცირეწლოვანთან ურთიერთობისას. ხდება ხოლმე ისეც, რომ ერთ-ერთი პარტნიორი პასუხისმგებლობას ივიწყებს და მთელს ვალდებულებებსა, თუ ჯაფას მეორე ნახევარს აკისრებს. ყოველივე ამას უთანხმოებისა და მუდმივი დავიდარაბისკენ მივყავართ.

  3. ნაკლები სექსუალური ურთიერთობა.

    მშობიარობის შემდგომ ქალებს საშუალოდ 2 თვე მაინც სჭირდებათ, რომ სექსუალურ ცხოვრებას სრულფასოვნად დაუბრუდნენ. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ მათ ქმართან ფიზიკური კონტაქტის არანაირი სურვილი გააჩნიათ. ამ ყველაფრის მიზეზი ჰორმონები და ბავშვი გახლავთ. მანდილოსნებს აღარ სცალიათ საკუთარი სიამოვნებისთვის და მაქსიმალურად ბავშვზე არიან გადართულნი, სექსუალური ურთიერთობების სიმცირეს კი ხშირად მივყავართ ოჯახურ კონფლიქტებამდე.

  4. არანაირი პირადი სივრცე.

    მოგეხსენებათ ბავშვი უამრავ დროს მოითხოვს, თანაც იმდენს, რომ მშობლები საკუთარი თავისთვის იშვიათადაც კი იცლიან. რეალურად ამას ვერაგრით გავექცევით. ნაკლები გართობა, მეტი შრომა და სხვა დანარჩენი, ურთიერთობა თითქოს აცივებს, ხოლო ამის გამო წყვილები ხშირად განქორწინებაზეც კი იწყებენ ხოლმე ფიქრს.

  5. ვალდებულებების არასწორი გადანაწილება.

    ზოგჯერ ერთ-ერთ პარტნიორს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მეტადაა დატვირთული და თავი დაჩაგრულად იგრძნოს. შეიძლება ასე საერთოდ არ იყოს, თუმცა მუდმივი ნერვული დაძაბულობა და ფიზიკური სტრესი, ადამიანს ბევრ რამეს აფიქრებინებს ხოლმე. არ არის გამორიცხული ოჯახში მართლაც ასეთი სიტუაცია იყოს, თუმცა ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულებები მხოლოდ ერთ ადამიანს არ დავაკისროთ. ბავშვის მშობელი ხომ მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის? მეუღლეებმა ერთდროულად უნდა იზრუნონ საკუთარ პირმშოზე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: