7 დეკორაცია ინტერიერში, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ

Загрузка...

ყველას გვინდა, რომ ჩვენი ბინები და სახლები მყუდრო და კომფორტული იყოს. რემონტისა და ავეჯის განახლების დროს ჩვენ ვათვალიერებთ ტრენდებსა და უამრავ მასალას, წარმოვიდგენთ საბოლოო სახეს და საკმაოდ ხშირად გვიცრუვდება იმედები შედეგის ხილვით.

ფოტოებზე ასეთი ლამაზი მაგიდები და პუფები ხელს გიშლით გადაადგილებაში, ხოლო მდიდრული დივანი სრულიად არაპრაქტიკული აღმოჩნდა, როცა სტუმრები მოვიდნენ. როგორც წესი, ინტერიერის დეკორები სხვადასხვა მოდელისა და ფასის მიხედვითაა და ასე ცდებით, ფიქრობთ, რომ ძვირადღირებული ნივთები უფრო ხარისხიანი, კომფორტული და პრაქტიკულია.

ჩვენ ბევრ ფულს ვხარჯავთ, თუმცა, OXOTV-ის რედაქციის მიერ წარმოდგენილ 7 დეკორაციაზე თავისუფლად შეძლებთ ფულის დაზოგვას.

  1. იატაკის ხალიჩები
    7 დეკორაცია ინტერიერში, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ

    ადამიანები თვლიან, რომ ხალიჩის შეძენისას უპირატესობა ძვირადღირებულ, რბილ და სასიამოვნო ხალიჩებს უნდა მიანიჭონ, რომლებიც არაერთ წელს გაძლებს. ისინი ნამდვილად ლამაზია და კარგად გამოიყურება სხვადასხვა სტილთან შეხამებით, თუმცა, პრაქტიკულს მათ ნამდვილად ვერ უწოდებთ. პირველ რიგში, მასში უამრავი მტვერი გროვდება, მისი გაწმენდა კი მარტივი არ არის. თანაც, საკუთარი ძალებით სიბინძურის მოშორება ხალიჩას იერს დაუკარგავს. ასეთი ნივთის ყიდვის შემდეგ მათით ტკბობა არაერთი წლით მოგიწევთ. იდეალური ალტერნატივაა მსუბუქი, სიზალისგან ან მატყლისგან დამზადებული ხალიჩები. მათი გაწმენდა მარტივია და, გაფუჭების შემთხვევაში, თავიდან მოშორებაც არ დაგენანებათ.

  2. ტექსტილის დეკორაცია
    7 დეკორაცია ინტერიერში, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ

    ფარდები, გადასაფარებლები, დივნისა და ბალიშის პირები მკვეთრ აქცენტად იქცევიან ინტერიერში და მცირე ხარჯებით დაგეხმარებათ რემონტის გარეშე შემოიტანოთ სიახლე სახლში. თუ თქვენ სეზონური ცვლილებები მოგწონთ, შეგიძლიათ შეიძინოთ იაფფასიანი, თუმცა ლამაზი ქსოვილები და მათი ხშირი გამოცვლით დიდხანს შეუნარჩუნოთ კარგი იერი. თუ ნაქირავებ ბინაში სიმყუდროვის შეტანა გინდათ, შეიძინეთ ტქსტილის დეკორაციები.

  3. შუშის ჭურჭელი
    7 დეკორაცია ინტერიერში, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ

    როგორი ლამაზი, ხარისხიანი და ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს ჭურჭელი, შუშას ერთი ცუდი თვისება აქვს - უცებ ტყდება. რა აზრი აქვს ძვირადღირებული კომპლექტების შეძენას და მათ ზედა თაროებზე შენახვას "განსაკუთრებული" შემთხევების მოლოდინში? თანაც, შესაძლოა იგი არც კი დადგეს, რადგანაც ვერ გადავწყვეტთ, საკმარისია თუ არა ეს მიზეზი იმ ჭურჭლის გამოსაყენებლად. მიანიჭეთ უპირატესობა უბრალო, თუმცა ელეგანტურ და სტილთან შეხამებულ ჭურჭელს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ისევ შეიძინოთ.

  4. ძვირადღირებული პირსახოცები
    7 დეკორაცია ინტერიერში, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ

    პირსახოცი ჰიგიენური ნივთია, რომლის მდგომარეობაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. აბაზანის პირსახოცები 3 დღეში, ხოლო სამზარეულოს - ყოველდღე უნდა გამოცვალოთ. ხშირ რეცხვასა და დაუთოვებას ძვირიანი ქსოვილიც კი ვერ გაუძლებს. მიეჩვიეთ იმ აზრს, რომ ეს ქსოვილები მალე უნდა გამოცვალოთ, ამიტომაც ნუ გადაიხდით მასში დიდ ფულს.

  5. ზონირებული მცენარეები
    7 დეკორაცია ინტერიერში, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ

    ყვავილების მაღაზიებში ზეთისხლი და ეგზოტიკური ლიანები ულამაზესი ჩანს. მათი დანახვისას ფიქრობთ, რომ სწორედ ეს აკლდა თქვენს მისაღებსა თუ საძინებელს, თუმცა გვავიწყდება, რომ მათთვის მიკროკლიმატის შექმნაა აუცილებელი. განათება, ჰაერის ტემპერატურა, წყალი და ნესტის დონე - ეს ყველაფერი პროფესიულ დონეზე უნდა იყოს გათვლილი, ჩვეულებრივ ბინაში კი ამას ვერ მოახერხებთ. უკეთესი იქნება, თუ "ადგილობრივი" ეგზემპლარებით შემოიფარგლებით, რომლებსაც არ სჭირდება სპეციალური პირობები.

  6. ჟურნალის მაგიდა
    7 დეკორაცია ინტერიერში, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ

    ყველა მისაღები არ არის იმდენად ოცულობითი, რომ დივნისა და სხვა საჭირო ავეჯის გვერდით კიდევ ჟურნალის მაგიდაც დადოთ. უპირობოდ, მასთან სტუმრებთან ერთად ყავის ან ჩაის დალევა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ასე ხშირად აწყობთ მიღებას? საუკეთესო ვარიანტია კომპაქტური, იაფი და სტილთან შეხამებული დასაკეცი მაგიდა, რომელსაც დიდი სივრცე არ სჭირდება შესანახავად.

  7. საწოლის თეთრეული
    7 დეკორაცია ინტერიერში, რომლებზეც ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ
ყველაფერი, რაც საძინებლის ზონას ეხება, მაქსიმალურად ნატურალური და სუფთა უნდა იყოს. საწოლის თეთრეული კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოცვალოთ. უმჯობესია, შეიძინოთ ბამბის ან სელის თეთრეული, რომელიც შედარებით ძვირია, თუმცა, კარგად უძლებს დაუთოვებასა და რეცხვას, თანაც უფრო დიდი ხნით. თანაც, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ მკვეთრი ფერები მოგწონთ, იაფ თეთრეულს მალე გადაუვა საღებავი და იერსაც დაკარგავს, ასე, რომ მათი ხშირი გამოცვლა მოგიწევთ. რაც შეეხება საბავშვო თეთრეულს, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი მალე გაიზრდება და პატარა ზომის ზეწრებს ვეღარაფერში გამოიყენებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები