10 თვისება, რომლებიც ყველა ქალმა უნდა გამოიმუშაოს და გაითავისოს

Загрузка...

თუ ქალის ღირსებების ჩამოწერას დავიწყებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ სია საკმაოდ გრძელი იქნება. ყველა ქალშია მათი დიდი რაოდენობა და ეს სასიამოვნო ფაქტიცაა. ამავდროულად, თითოეულ მათგანშია ისეთი თვისება, რომელზეც აუცილებლად უნდა იმუშავოს, თუ ქალბატონი სრულყოფილება მისი მიზანია.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 10 თვისებას, რომელთა განვითარებაზეც აუცილებლად უნდა იზრუნოთ

  1. დაუთმეთ ლიდერობა მამაკაცს
    მამაკაცთან კამათი ქალისთვის სასარგებლო სულაც არაა მაშინაც კი, თუ ეს საჭიროდ მიგაჩნიათ. უმჯობესია, გაიგოთ მამაკაცის არგუმენტები და აზრი, აწონ-დაწონოთ, გაიაზროთ და შემდეგ კორექტულად გამოხატოთ შესწორებები და შეთავაზებები, თუ გაგაჩნიათ. ბრძენი ქალბატონი აუცილებლად იპოვის კომპრომისულ ვარიანტს ისე, რომ არ დააკარგვინოს მამაკაცს ლიდერობა მაშინაც კი, თუ ოპტიმალურად სწორედ ქალის ვარიანტს აირჩევენ.

    10 თვისება, რომლებიც ყველა ქალმა უნდა გამოიმუშაოს და გაითავისოს

  2. მიიღეთ სხვისი ნაკლი
    იდეალური ადამიანი არ არსებობს, ამიტომაც, ყველასთვის საინტერესოა ერთმანეთთან კონტაქტი, იდეებისა და გამოცდილების გაცვლა, თავის შედარება სხვებზე. თუმცა, ხშირად, ჩვენ უარს ვამბობთ ადამიანთან ურთიერთობაზე და მიზეზად მათ ისეთ თვისებებს ვასახელებთ, რომლებიც არ მოგვწონს. იმისათვის, რომ არ გაანადგუროთ ურთიერთობა, უნდა გახდეთ ტოლერანტულები, მიიღოთ ყველა ისეთად, როგორიც არის და გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

  3. შეგეძლოთ თანაგრძნობა
    კიჟინა და ქოშინი, ხელების ქნევა - ქალებისთვის დამახასიათებელი საქციელია. მძაფრი გარეგნული გამოხატულებები გვაძლევს იმის ცოდნის საშუალებას, თუ რას გრძნობს ქალი ამა თუ იმ მომენტში. ამავდროულად, აუცილებელია, რომ ქალმა შეძლოს ბუნებრივი თანაგრძნობა, კონკრეტულ სიტუაციაში დახმარება ან სწორი სიტყვების პოვნა. გარშემომყოფები ამას განსაკუთრებით აფასებენ.

  4. იყავით მომთმენი
    კოლეგისთვის თუ ბავშვისთვის 10 ჯერ ერთი და იმავეს გამეორება ან ქოლგის 100ჯერ გადაკიდვა მის ადგილზე დიდ მოთმინებას მოითხოვს. უმჯობესი იქნება, თუ ამ ყველაფრის მიმართ მოთმინებას გამოიმუშავებთ, არ გაბრაზდებით და მშვიდად იმოქმედებთ. ჩვენ ირგვლივ ხალხი მოთმინების საუკეთესო ტრენაჟორებია, თუმცა ჯილდო ძალიან დიდი იქნება.

  5. გამოიმუშავეთ კარგ განწყობაზე დადგომის უნარი
    მოდით, გულწრფელები ვიყოთ - ბედნიერების ზღვაში ყველას არ აქვს სერფინგის შესაძლებლობა. ბევრი საკუთარ დაღვრემილობას ცხოვრების დამღლელ რიტმს, სამსახურსა თუ სტრესს აბრალებს. თუმცა სწორედ ამ დეტალებით, როგორებიცაა უცხო ადამიანისგან ღიმილი, კოლეგისგან დილამშვიდობისა და ერთი ფინჯანი ყავა საყვარელი ადამიანისგან, თქვენ შეიგრძნობთ ნამდვილ ბედნიერებას. მთავარია დღეს შეხვდეთ ღიმილითა და კარგი განწყობით.

    10 თვისება, რომლებიც ყველა ქალმა უნდა გამოიმუშაოს და გაითავისოს

  6. აქეთ და კარგი სიტყვები დაგიბრუნდებათ
    უკამყოფილო სახე და დატუქსვა ყველა ოჯახისთვის ნაცნობია. კარგად იცით, რა შედეგს გამოიღებს ასეთი საქციელი ახლობლებში. დღის განმავლობაში ხომ ისინი ერთ რამეს მაინც გააკეთებდნენ კარგს, რისთვისაც უნდა შეაქოთ და კარგი სიტყვები უთხრათ. ნამდვილი მადლიერების გრძნობა დიდებული რამაა.

  7. საჩუქრების მიღების უნარი
    "მე არაფერი მჭირდება... ყველაფერი მაქვს... შენთვის ან ბავშვებისთვის იყიდე რამე, მე ყველაფერი მაქვს". რამდენჯერ მოუსმენია ეს ფრაზები სამყაროს და რამდენჯერ უცდია მას ესწვალებინა ქალისთვის მამაკაცისგან საჩუქრის მიღება და მადლიერება. ხანდახან უბრალოდ აზრები უნდა გადაალაგოთ და მერე თქვენც ბედნიერად და მშვიდად იქნებით, მამაკაცი კი თავს ნამდვილ მამაკაცად და ამაყად იგრძნობს. უბრალოდ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო - მისცეთ მამაკაცს საშუალება, გაგაბედნიეროთ ასეთი წვრილმანებით.

    10 თვისება, რომლებიც ყველა ქალმა უნდა გამოიმუშაოს და გაითავისოს

  8. თავის მოვლა
    ანარეკლი სარკეში ხან გვახარებს, ხან არა. მთავარია, რომ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება თქვენი ცხოვრების წესად და ჩვევად არ იქცეს. უნდა გქონდეთ დრო საკუთარი თავისთვის, მოდური ტენდენციების გასაგებად, მაკიაჟის გასაკეთებლად, მაღაზიაში წასასვლელად, ეს კარგი გემოვნების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. აუცილებლად უნდა მიჰყვეთ წიგნისა და ფილმების მოდასაც. ინტელექტი სახეზეც იდეალურად გამოისახება ხოლმე.

  9. სხვისი ინტერესების გამოყოფა
    საერთო ინტერესები და გატაცებები - ეს კარგი საშუალებაა ოჯახსა და კოლექტივში დადებითი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ყოველთვის გაქვთ სასაუბრო თემა, ასეთ გარემოცვაში კი ყველა კარგ განწყობაზე დგას და ერთმანეთისთვის ყველას სარგებელი მოაქვს. იდეალური ვარიანტია გახდეთ თანაავტორი და თანამონაწილე საინტერესო საქმეებისა და დაეხმაროთ ადამიანებს მათი ოცნებების რეალიზებაში.

    10 თვისება, რომლებიც ყველა ქალმა უნდა გამოიმუშაოს და გაითავისოს

  10. სტრესთან გამკვლავების უნარი
    სამყაროში, სადაც ყოველ კუთხეში ადამიანს სტრესი ელის, უნდა მოვახერხოთ და ვიმეოროთ: "მე კარგად ვარ". რთულია, თუმცა შესაძლებელი, რადგან ასეთ მომენტში ქალის მოქმედებას ყველა ელის. თქვენ უნდა შეგეძლოთ სიტუაციაში იმ დადებითი მომენტის პოვნა, რომელიც გადაგარჩენთ. უნდა იდგეთ მიწაზე მყარად და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები