მშობლებმა ამ ბავშვზე უარი ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როცა ის მხოლოდ 36 საათის იყო.

Загрузка...

როდესაც ჯონ ლანკარსეტი მხოლოდ 36 საათის იყო, მშობლებმა მასზე უარი თქვეს. მამაკაკი იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა, რომლის სახელიც ტრიჩერ კოლლინზის სინდრომი გახლავთ. ბიოლოგიურმა დედამ განაცხადა, რომ მას ბავშვთან ვერ ექნებოდა რაიმე კავშირი, შვილის ვიზუალმა ის შოკში ჩააგდო.

მშობლებმა ამ ბავშვზე უარი ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როცა ის მხოლოდ 36 საათის იყო.

საქმე იმაშია, რომ ეს დაავადება ადამიანის სახის ძვლების ფორმირებაზე აისახება. ასეთ დროს თვალები ქვემოთ ჩამოდის, ხოლო თავის ქალა დიდი ზომისაა. მისი მინუსი ისიც გახლავთ, რომ პაციენტს სმენის პრობლემებსაც უქმნის ხოლმე. ექიმების თქმით, ისინი არ ელოდნენ, რომ ბიჭს სიარული და სხვა დანარჩენი შეეძლებოდა.

2 კვირის ჯონს ქალი უვლიდან, რომლის სახელიც ჯინი იყო, ხოლო 5 წლის ასაკში იგი იშვილეს. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და დღეს იგი სრულფასოვანი, ჩამოყალიბებული ადამიანია.

მშობლებმა ამ ბავშვზე უარი ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როცა ის მხოლოდ 36 საათის იყო.

"მე მთელი ცხოვრება საკუთარი თავის რწმენა მჭირდებოდა. გარშემომყოფებს მე არასრულფასოვანი ვეგონე, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი, რათა მათთვის საპირისპირო დამემტკიცებინა".

"მე პოზიტივით ცხოვრება ვისწავლე, ეს ძალიან მეხმარება".

მისი საყვარელი ადგილი სპორტ-დარბაზი გახლავთ. აქ ის ვარჯიშობს და მშვიდდება ხოლმე. როდესაც მას ეკითხებიან სურს, თუ არა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, ჯონი პასუხობს:

მშობლებმა ამ ბავშვზე უარი ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როცა ის მხოლოდ 36 საათის იყო.

"ღმერთმა მე ასეთი შემქნა და ამას თავისი მიზეზი აქვს".

25 წლის ასაკში მას საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ნახვა მოუნდა. სამწუხაროდ, ბიჭის სურვილის გაგების შემდეგ, მათ გაშვილების ცენტრს უარი განუცხადეს და სთხოვეს, რომ აღარასოდეს შეეწუხებინათ.

ამ ფაქტმა ჯონს უდიდესი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ამის მიუხედავად მას იმედია არ დაუკარგავს! მისი აზრით, არავინ უნდა გამოსცადოს მსგავსი ტკივილი, ამიტომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ის სწორედ მისნაირ ბავშვებს ეხმარება.

"არავინ იცის რისი გამოვლა მოუწიათ, როდესაც დავიბადე. მათ გააკეთეს ის, რაც ორივე მხარისთვის საუკეთესო იქნებოდა. სწორედ ჩემი ნამდვილი მშობლების არჩევანმა გამხადა ისეთი, როგორიც დღეს ვარ".

მშობლებმა ამ ბავშვზე უარი ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როცა ის მხოლოდ 36 საათის იყო.

ახლა ჯონი მუშაობს, ვარჯიშობს და ბედნიერად ცხოვრობს. იგი მუდამ სტუმრობს მსგავსი პრობლემების მქონე პირებს და მათ არ დანებებისკენ მოუწოდებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: