დიდებული ოროსნები - გენიოსები, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ

Загрузка...

ბავშვი სკოლაში ცუდად სწავლობს? ხელ ნუ ჩაიქნევთ და ნურც მის წარმატებულ მომავალში შეგეპარებათ ეჭვი. იქნებ, მას სხვა რაღაც განსაკუთრებული უნარი აქვს? მსოფლიოში ყველა გენიოსი ნამდვილად არ ყოფილა ფრიადოსანი მოსწავლე, ხანდახან პირიქითაც - სასკოლო წარმატებებში ბევრად ჩამორჩებოდნენ თანატოლებს. თუმცა მათ თავიდანვე ჰქონდათ რაღაც სხვა, განსხვავებული ნიჭი და უნარები.

1. დიდი ვოლტერის მამას უნდოდა, მისი შვილი იურისტი გამოსულიყო, ამიტომაც იეზუიტურ სასწავლებელში მიაბარა. ვოლტერი სწავლაში ნამდვილად არ ბრწყინავდა, არც იურისტის კარიერა ხიბლავდა. იმედგაცრუებულმა მამამ ერთხელ თავის შვილებზე ასე თქვა: "ორი იდიოტი გავზარდე, ერთი პროზაში, მეორე - პოეზიაში".
2. საკმაოდ ცუდად სწავლობდა ისააკ ნიუტონი. ჭკუას მაშინ მოუხმო, როცა ერთხელ თანაკლასელმა სცემა. სუსტმა და ავადმყოფური შესახედაობის ბიჭუნამ გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ სხვაზე ნაკლები არაფრით იყო.
3. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მთელი ცხოვრება ორთოგრაფიული შეცდომებით წერდა. გამრავლება და გაყოფა კი ვერა და ვერ ისწავლა.
4. ფარობითობის თეორიის ავტორის, ალბერტ ეინშტეინის მშობლები, რომლებიც თავადაც არ იკლავდნენ სწავლით თავს, ახლობლებს ეუბნებოდნენ, ამისგან არაფერი გამოვა, იქნებ სადმე უბრალო სამუშაო ვუპოვოთო.
5. პუშკინი არითმეტიკის დავალებებს მთელი ბავშვობა ზედ დასტიროდა. შედეგებით კი კლასში ერთ-ერთი უკანასკნელი იყო.
6. ჰანს ქრისტიან ანდერსენმა კითხვა 10 წლის ასაკში ისწავლა, ნორმალურად წერა კი ცხოვრების ბოლომდე ვერ აითვისა. ხელნაწერი რამდენჯერმე დაუბრუნეს უკან, რათა გამართულად და გასაგებად დაეწერა. ის ბევრს შრომობდა, წერდა და წერდა, თუმცა ძალიან უჭირდა. საბოლოოდ კი დადგა ის, ვინც დადგა.
7. ნაპოლეონი მასწავლებლებს გულზე არ ეხატებოდათ, რადგან ძალიან დაუდევარი მოწაფე იყო. მათემატიკის მეტი არაფერი აინტერესებდა.
8. ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის შემქნელი დიმიტრი მენდელეევი ვერ იტანდა გიმნაზიის რუტინულ რეჟიმს. მხოლოდ 2 საგანს სწავლობდა - მათემატიკასა და ფიზიკას.
9. უინსტონ ჩერჩილი ვერ იტანდა სკოლას. კლასში ყველაზე ცუდი მოსწავლე იყო და ამის გამო არაერთხელ მოხვედრია მასწავლებლებისგან.
10. როგორც ამბობენ, ლეონარდო და ვინჩის გაჭირვებით უსწავლია კითხვა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები