ხელოვნება ფეხქვეშ: ესპანელი მამაკაცი ძველ იატაკებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს

Загрузка...

ქუჩის მხატვარმა, ხავიერ დე რიბამ გადაწყვიტა, თავისი კოლეგებისთვის, რომლებიც კედლებსა და ღობეებზე ხატავენ, კონკურენცია გაეწია. ის უფრო შორს წავიდა და დაიწყო მიტოვებული შენობების იატაკების მოხატვა. ამას გარდა, მას ძალიან ორიგინალური ნამუშევრები გამოსდის, ისინი კი მისი მშობლიური კუთხის, კატალუნიის მოტივებს მოიცავს. უბრალოდ შეხედეთ!

როცა მას ჰკითხეს, თუ რატომ აირჩია სწორედ ეს თემა, მან უპასუხა, რომ ტრადიციების გაგრძელება სურს, მასში თანამედროვე ნიუანსების დამატებით.

OXOTV-ის რედაქცია მოგიყვებათ უნიჭიერესი ესპანელი მხატვრის, ხავიერ დე რიბას შესახებ:

ხელოვნება ფეხქვეშ: ესპანელი მამაკაცი ძველ იატაკებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს

მოხატვა შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით კი არაორდინალური ადგილის შერჩევის შემთხვევაში, ეს იქნება ძველი ასფალტი, სკეიტბორდის გზა თუ ძველი კიბის საფეხურები. ასეთი ხელოვნება დიდ მოთმინებას მოითხოვს. ხშირად, ხავიერს მუხლებზე მუშაობა მთელი 8 საათის განმავლობაში უხდება.

ხელოვნება ფეხქვეშ: ესპანელი მამაკაცი ძველ იატაკებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს

მხატვარი, ძირითადად, მარტო მუშაობს, ხანდახან კი მეგობრებსაც ართობს.

ხელოვნება ფეხქვეშ: ესპანელი მამაკაცი ძველ იატაკებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს

ნამუშევარს მხოლოდ ხარისხიანად შესრულება კი არა, გადაღებაც სჭირდება. თუმცა, მხატვარი ამაზე დიდ დროს არ კარგავს. თუმცა, ამ ფოტოების წყალობით იგი ცნობილი გახდა არამხოლოდ საკუთარ მხარეში, არამედ საზღვარგარეთაც. Instagram-ზე მის შემოქმედებას ამდროისთვის 13 500 გამომწერი ადევნებს თვალყურს.

ხელოვნება ფეხქვეშ: ესპანელი მამაკაცი ძველ იატაკებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს

აქამდე ხავიერი მუშაობდა სამხატვრო სტუდიებში მასწავლებლად, ახლა კი იგი იმ შემოქმედებითი კოლექტივის თანამშრომელია, რომელიც სპეციალიზებულია დეკორატიულ შემოქმედებაზე, ხელნაკეთი გზით.

ხელოვნება ფეხქვეშ: ესპანელი მამაკაცი ძველ იატაკებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს

უბრალოდ შეხედეთ ამ გეომეტრიულ ფორმებს და თვალწარმტაც ფერებს..

ხელოვნება ფეხქვეშ: ესპანელი მამაკაცი ძველ იატაკებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს

მხატვარს ვერტიკალური ნამუშევრებიც აქვს:

ხელოვნება ფეხქვეშ: ესპანელი მამაკაცი ძველ იატაკებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს
მეორე ნახატი Miscelanea გამოფენაზე იყო წარდგენილი.

ხელოვნება ფეხქვეშ: ესპანელი მამაკაცი ძველ იატაკებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: