5 მავნე ჩვევა, რომლებიც აზიანებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას

Загрузка...

ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა - ეს არის მუდმივად ცვალებადი სტატუსი, რომელიც სხვადასხვა ფაქტორით განისაზღვრება, მათ შორის, ჩვევებითაც. ისინი ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრაში დიდ როლს თამაშობს.

გავრცელებული მოსაზრებების თანახმად, მავნე ჩვევებს არამხოლოდ მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ნარკომანია და ტოკსიკომანია, არამედ ჩვენი ზოგიერთი ყოველდღიური გადაწყვეტილება, მოქმედება და რეაქცია უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 5 ყოველდღიურ ჩვევას, რომლებიც უარყოფითად აისახება ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

  1. რეჟიმის არარსებობა
    5 მავნე ჩვევა, რომლებიც აზიანებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას

    შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ზრდასრულ ადამიანს არ სჭირდება ძილის მკაცრი რეჟიმი, თუმცა, ეს ასე არ არის! ჩვენი ტვინი ქვეცნობიერად მიისწრაფის რეჟიმისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი აზრები აირევა, რაც გონებრივად გადატვირთვას იწვევს. რთულია ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება, როცა თქვენი ტვინი მუდმივად ებრძვის დაღლილობას. იგივე ეხება კვებასა და სხვა ყოველდღიურ საქმიანობას. ჩვენი ტვინი მჭიდროდაა დაკავშირებული ორგანიზმის სხვა სისტემებთან, ამიტომაც, დღის არასწორი გადანაწილება უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

  2. არასწორი კვება
    ჩვენი საკვები მიდრეკილებებიც, ასე თუ ისე, ფსიქიკაზე აისახება. ვინაიდან და რადგანაც ტვინი არაპირდაპირაა დაკავშირებული კუჭთან და ნაწლავებთან, სწორი კვება აძლიერებს ტვინის ცხოველქმედებას. ნებისმიერი დაბალანსებული დიეტის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი საუზმეა, რომელიც მთელი დღისთვის გაძლევთ ენერგიას. დილით ყავისა და ფუნთუშის ნაცვლად ეცადეთ მიიღოთ ჯანსაღი ფაფა და სმუზი.

  3. პრობლემებისგან გაქცევა
    5 მავნე ჩვევა, რომლებიც აზიანებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას

    ჩვენ ყოველდღე ვხვდებით როგორც გარეგან, ისე შინაგან პრობლემებს. სამყაროში უამრავი რამ არსებობს, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, თუმცა, მუდმივად გვიწევს მასთან ურთიერთობა. ყველა წამოჭრილი საკითხი გადაწყვიტეთ მაშინვე და ნუ გადადებთ შემდეგისთვის, თორემ ისინი, დროთა განმავლობაში, სერიოზულ პრობლემებად იქცევა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ქრონიკული სტრესისა და მწვავე დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ხდება.

  4. ყველაფრის გათვალისწინების ჩვევა
    ზოგიერთი ადამიანი დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეების სიას თავში ინახავენ, ეს ჩვევა კი დიდ ზიანს აყენებს ფსიქიკას. როცა ცდილობთ რაღაცის დამახსოვრებას ან გახსენებას, თქვენი ტვინი დაძაბულ მდგომარეობაშია. უფრო მარტივია, დააფიქსიროთ ინფორმაცია ხილული მეთოდით და მისცეთ ტვინს დასვენების საშუალება. ამის გაკეთების ათობით გზა არსებობს, მათ შორის, უბრალოდ ფურცელი და კალამი.

  5. ციფრული დამოკიდებულება
    5 მავნე ჩვევა, რომლებიც აზიანებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას
საუბარია სოციალურ მედიასა და ზედმეტი ინფორმაციის უწყვეტ წყაროებზე. რაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლებეს, მით უფრო ნაკლებ დროს უთმობთ საკუთარ თავს. პირველ რიგში, ადამიანი საკუთარ თავზე და ახლო გარემოზე უნდა ფიქრობდეს. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა - ხანდახან ტელეფონის სახლში "დარჩენა"(ან გამორთვა), რათა ტვინს დასვენების საშუალება მისცეთ.

თუ ახლა კარგი ფსიქიკური მდგომარეობა გაქვთ, ეცადეთ, არ დაარღვიოთ თქვენი სასარგებლო რჩევები. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი სტილის შენარჩუნება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: