ბოტანიკოსის ოცნება: სათბურის შუშა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

Загрузка...

ბოტანიკაში უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა! უამრავი ექსპერიმენტისა და ცდის შემდეგ როგორ იქნა შეიქმნა შუშა, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავების პარალელურად, მზის სხივებს საკუთარ თავში ატარებს და ნერგებისა და სხვადასხვა კულტურების მათით გათბობას უზრუნველყოფს. დღეს OXOTV სწორედ ამ შუშის შესახებ გესაუბრებათ.

ბოტანიკოსის ოცნება: სათბურის შუშა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

სათბური სწორედ ის ნაგებობა გახლავთ, რომელიც მუდამ მზის ქვეშ დგას. ამ მიზეზის გათვალისწინებით, რატომ არ უნდა განვათავსოთ მათზე ბატარეები, რომელთაც მზის სინათლის ხარჯზე ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია? სამწუხაროდ, თუკი ასე მოვიქცევით და მათ მართკაც სათბურის თავზე დავამონტაჟებთ, დიდი ალბათობით ისინი საკუთარ ფუნქციას სათანადოდ ვერ შეასრულებს.

ბოტანიკოსის ოცნება: სათბურის შუშა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ახლა მეცნიერებამ უკვე ეს პრობლემას გადაჭრა! Santa Cruz spinoff-ისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, კაცობრიობამ მიიღო შუშა, რომელიც საკუთარ თავში მზის სხივებს ჩვეულებრვად გაატარებდა და ამასთან ელექტროენერგიასაც წარმოშობდა. მსგავსი რამის შექმნას სწავლულები ძალიან დიდი ხანი ცდილობდნენ.

ბოტანიკოსის ოცნება: სათბურის შუშა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ეს ინოვაციური მექანიზმი WSPV-ს იყენებს, იგივე მზის რადიაციის ელექტროენერგიად გადაქცევის მეთოდის ამრეკლავ სისტემას. ამ კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, მათ შეძლეს, რომ ამ ტექნიკას ჩვეულერივზე მეტი ენერგია გამოემუშავებინა.

ბოტანიკოსის ოცნება: სათბურის შუშა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ამ ტექნოლოგიის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იგი მზის რადიაციის ელექტროენერგიად გადამქევ ტალღებსა და სპეციალურ მეწამულ ლაქ-საღებავს იყენებს. ზოგიერთი სპეციალისტი დააეჭვა ამ მეთოდის ეფექტურობამ და დაინტერედნენ რამდენად მოქმედებს შუშა მცენარის ზრდაზე, რაზეც შექმნელებმა განაცხადეს, რომ იგი არათუ ხელს უშლის ნერგების ზრდას, არამედ აჩქარებს კიდეც მას. ექსპერიმენტი თავდაპირველად პომიდვრებზე ჩატარდა და როგორც ჩანს ამ ბოსტნეულს 5%-ით ნაკლები წყალი დასჭირდა გასაზრდელად, ვიდრე ადრე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: