ოთახის არასახარბიელო ფორმა: წესები, რომლებიც ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

Загрузка...

ყველა საცხოვრებელი იდეალური ნამდვილად არ გახლავთ. ზოგიერთს არასტანდარტული და უჩვეულო ფორმა გააჩნია. როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა? OXOTV რამდენიმე გონივრულ რჩევას მოგცემთ, რომელთა გათვალისწინება ძალიან, ძალიან წაგადგებათ.

  1. ჰოლი.

    ოთახის არასახარბიელო ფორმა: წესები, რომლებიც ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    თუკი მისაღების ან საძინებლის დაგეგმვა წარუმატებლად მიდის, ეცადეთ გარისკოთ და ერთი კედელი სხვაგან გადაიტანოთ. მართალია ასე ნაკლებ ოთახს მიიღებთ, თუმცა ჯობია ერთი გქონდეთ და სრულყოფილი. ამ პროცესს დიდი ალბათობით თქვენი ჰოლი ან შესასვლელი შეეწირება, მაგრამ მაინც შეიძლება რაიმეს მოქმედება და ამის თავიდან აცილება.

  2. გააერთიანეთ ოთახები.

    ოთახის არასახარბიელო ფორმა: წესები, რომლებიც ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    რაც უფრო გადატვირთულია ოთახი, მით უფრო მკაფიოდ ჩანს მისი ნაკლოვანებები. ოთახების გაერთინება ამ პრობლემის მოსაგვარებლად უდეალური გამოსავალი გახლავთ, ოღონდ ასეთ დროს ეცადეთ, რომ სხვადასხვა ავეჯი ერთმანეთში არ აურიოთ. გამყოფი ადგილი კარგად უნდა ჩანდეს, ამასთან ორი სხვადასხვა სტილის შერწყმა მხოლოდ წაადგება ინტერიერს. ასე ის უფრო ორიგინალური, თუ ლამაზი გახდება.

  3. სიმეტრიის ილუზია შექმენით.

    ოთახის არასახარბიელო ფორმა: წესები, რომლებიც ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    თუკი ოთახი ასიმეტრიულია, გირჩეთ მისი მინუსი ავეჯის საშუალებით აღმოფხვრათ, მაგალითად ოთახის ცენტრში საწოლი განათავსეთ, მის გვერდებში ერთნაირი ტუმბოები და სანათები. ასე თქვენ სტუმარს ისეთ შთაბეჭდილებას შეუქმნით, თითქოს ოთახს არანაირი პრობლემა ჰქონდეს. იგივე პრინციპი მისაღების შემთხვევაშიც მოქმედებს.

  4. სხვა რამეზე გააკეთეთ აქცენტი.

    ოთახის არასახარბიელო ფორმა: წესები, რომლებიც ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    როდესაც ოთახი უბრალოა და აქცენტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ნივთზეა გაკეთებული, სტუმარი ძალაუნებურად სწორედ მას უყურებს. თუკი თქვენი სამზარეულო დიდი სიმეტრიით არ გამოირჩევა, ამ მეთოდს მიმართეთ, ის მუშაობს.

  5. მინუსი პლუსად აქციეთ.

    ოთახის არასახარბიელო ფორმა: წესები, რომლებიც ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    ადამიანი ოპტიმისტი უნდა იყოს! თქვენს ოთახს მინუსი აქვს? ეცადეთ იგი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. არასტანრტული კედლის გალამაზება თქვენ მასში კარადის ჩაშენებით შეგიძლიათ. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვა იდეაც, რომლებიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ.

  6. არასტანდარტული ავეჯი გამოიყენეთ.

    ოთახის არასახარბიელო ფორმა: წესები, რომლებიც ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    იმისათვის, რომ ოთახის ასიმეტრია დაიფაროს, თქვენ მის სტილში შექმნილი ავეჯი უნდა შეიძინოთ, სწორედ ისეთი, როგორიც ფოტოზეა წარმოდგენილი. ასე სტუმარი ამგვარ ინტერიერს დადებითად შეაფასებს.

  7. სივრცე.

    ოთახის არასახარბიელო ფორმა: წესები, რომლებიც ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    სივრცის შესაცვლელად თქვენ გეომეტრიული ფიგურები, ზოლები ან სხვა დიზაინი უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ, ისინი ფერადი იყოს, რამეთუ აქცენტი უკვე არა ოთახის ასიმეტრიაზე, არამედ მის უჩვეულო ინტერიერზე გაკეთდება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: