12 მიზეზი, თუ რატომ აღარ უყვართ ხოლმე ადამიანებს ერთმანეთი.

Загрузка...

სულ ახლახანს ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთს წლობით დალოდებოდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი რადიკალურად სხვანაირადაა. ადამიანები თითქოს გაცივდნენ და ნაკლებად მგრძნობიარენი გახდნენ. ის ღირებულებები, რომლებიც მათთვის წარსულში უმნიშვნელოვანესი იყო, ახლა სრულიად გაუფასურდა. რა აქრობს სიყვარულს? რა ძალა აციებს ადამიანებს? OXOTV 12 ძირითად მიზეზს წარმოგიდგენთ.

  1. ნაკლები კომუნიკაცია.

    კომუნიკაცია უმთავრესია ურთიერთობების დროს. მისი საშუალებით ადამიანები, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და სულიერად აახლოებს. ამ პროცესისას ინდივიდები ერთმანეთში აზრებსა და ფიქრებს ცვლიან, შესაბამისად მათ შორის მიზიდულობის გრძნობაც იზრდება და ერთმანეთს უფრო უახლოვდებიან. კომუნიკაციის ნაკლებობა სიყვარულს აუფერულებს, აქრობს, კარგად დაიმახსოვრეთ ეს.

  2. დროის ცალ-ცალკე გატარება.

    თუკი ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ, დროც ერთად უნდა გაატარონ. შეიძლება 24 საათი ერთად არ იყვნენ, თუმცა დროის რაღაც ნაწილი მაინც ხომ უნდა გაატარონ ერთად. მათ, ვისაც ერთურთი წრფეად უყვართ, მუდამ ერთად სურთ ყოფნა და ამაში ხელს ვერაფერი უშლის.

  3. ჩვევა.

    როდესაც ინდივიდები ერთმანეთს აღარ ეხუტებიან, კოცნიან და უბრალოდ სითბოს არ ამჟღავნებენ, ურთიერთობა ჩვევაში გადადის, ბოლოს კი ქრება. ჩვევაში გადასული სიყვარული ყალბი და მატყუარაა.

  4. უნდობლობა.

    12 მიზეზი, თუ რატომ აღარ უყვართ ხოლმე ადამიანებს ერთმანეთი.

    უნდობლობა დამღუპველი სენია. სწორედ მა შეუძლია ადამიანებს ერთმანეთი შეაძულოს. იმ შემთხვევაში, თუ პირი მუდამ შიშის ქვეშაა და არ ენდობა პარტნიორს, უმჯობესია ურთიერთობა გაირკვეს ან უბრალოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდეს. დაუსრულებელი დაძაბულობა ადამიანს შინაგანად, თუ სულიერად ფიტავს.

  5. ცვლილებების სურვილი.

    არის ხოლმე შემთხვევები, როცა პირებს ერთად ყოფნა ბეზრდებათ და ცხოვრებაში რაიმე ახალი სურთ. ასეთ დროს ადამიანები ერთმანეთს აწვალებენ, ტანჯავენ, ბოლოს კი სანაგვეზე მოისვრიან ხოლმე. ნუ დაუშვებთ, რომ ასეთი რამ შეგემთხვათ, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გული საშინლად გეტკინოთ.

  6. "მიზიდულობის გაქრობა".

    მოდით ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ სიყვარული სულიერი კავშირია, თუმცა ამასთან ერთად მას მიზიდულობაც სჭირდება. ფიზიკური კავშირის გარეშე ნებისმიერი ურთიერთობა ცივდება, საბოლოოდ კი პარტნიორებმა ალერსის ძიება შესაძლოა სულ სხვა პირებთან დაიწყონ.

  7. ურწმუნობა.

    როცა ორ ადამიანს ერთმანეთი ნამდვილად უყვართ, ისინი ბოლომდე გახსნილები არიან და არაფერს მალავენ. ეს ადამიანები ენდობიან ერთმანეთს, თუმცა თუკი ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და ურწმუნობამ დაისადგურა, დიდი შანსია ის გრძნობა, რომელიც ორ პიროვნებას აკავშირებდა, უკვალოდ გაქრეს.

  8. ვერ პატიება.

    12 მიზეზი, თუ რატომ აღარ უყვართ ხოლმე ადამიანებს ერთმანეთი.

    შეცდომას ყველა ვუშვებთ, ამიტომ მეორე შანსი ადამიანებს მუდამ უნდა მივცეთ. არ შეიძლება ვინმე 1 შეცდომის გამო სამუდამოდ დავივიწყოთ. ყველას აქვს უფლება გამოასწოროს საკუთარი თავი და შეცვალოს მისი ცხოვრების სავალი გზა. ასეთი შემთხვევები ხშირია, გვერწმუნეთ.

  9. არა გულწრფელობა.

    თუკი ვინმე რეალურად გიყვართ, ნუ მოატყუებთ მას. არა გულწრფელობა მხოლოდ ვნებს ურთიერთობებს. თქვენ შესაძლოა ერთად მაქსიმუმ თვეები გაძლოთ, თუმცა ასეთ დროს დასასრული გარდაუვალია. ინდივიდებს, რომლებიც ერთმანეთზე არიან სევარებულები, ბოლომდე შესისხლხორცებულები არიან ერთურთში და დასამალიც არაფერი გააჩნიათ.

  10. კომპრომისზე არ წასვლა.

    12 მიზეზი, თუ რატომ აღარ უყვართ ხოლმე ადამიანებს ერთმანეთი.

    ყველაფერი მუდამ ისე ვერ იქნება, როგორც თქვენ გინდათ. ეს კარგად უნდა დაიამხსოვროთ. ურთიერთობებში ხან ერთი თმობს რაიმეს, ხან მეორე. არ შეიძლება ყოველთვის ერთი პირი იჩაგრებოდეს. თუ თქვენ ასე იქცევით ხოლმე, ერთხელაც თქვენს პარტნიორს მობეზრდება დაჩაგრულის როლის ქონა და მიგატოვებთ. ნუთუ გინდათ ეს?

  11. არარეალისტური მოლოდინები.

    დაპირებები, დაპირებები და ისევ დაპირებები. ფაქტობრივად ეს ხომ იგივე ტყუილია? არ შეიძლება ადამიანი მუდმივად მოლოდინში გყავდეთ და სრულებით არ განაღვლებდეთ რას გრძნობს ის. მოგეხსენებათ, მონეტას ორი მხარე აქვს, ამიტომ გეტყვით, რომ ამ სიტუაციას სხვა მხარეც გააჩნია. არის შემთხვევები, როცა რომელიმე პარტნიორი ტყუილ ილუზიებს იქმნის, ხოლო რეალობა გულს სტკენს ხოლმე. ეს ყველაზე მტკივნეული რამ გახლავთ და გირჩევთ სიმართლეს თვალებში ჩახედოთ, რამეთუ ასე ნაკლებად იმედგაცრუებულები დარჩებით.

  12. სიყვარული წრფელი არ გახლდათ.

    როდესაც თოკი საკმარისად მყარი არ არის ის მუდამ წყდება. ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ? თუკი მათი კავშირი ჭეშმარიტად ძლიერი გახლავთ, ამ ადამიანებს ვერანაირი ძალა დააშორებთ, მაშ შორის ზებუნებრივი. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ბედისწერა სხვის მეორე ნახევარს მიგვაკერებს, რომლებთან ურთიერთობა ფიზიკურად ვერ განვითარდება. იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე საკუთარ გრძნობაში დარწმუნებული არ ხართ, სერიოზული ნაბიჯის გადადგმა უბრალოდ არ ღირს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: