ბალახეული იმუნიტეტის გასამყარებლად: 4 ხალხური მეთოდი ანგინის საწინააღმდეგოდ

Загрузка...

ცივი სეზონი - ხელსაყრელი დრო ქრონიკული ტონზილიტის, მარტივად რომ ვთქვათ, ანგინისა(სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება). ამიტომაც, აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორ უნდა მოირჩინოთ იგი საშინაო პირობებში.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ანგინების მკურნალობის 4 ხალხურ მეთოდს:

რეცეპტი №1
  1. თანაბარი პროპორციებით აიღეთ გვირილის, ვირიძუას, იის, აგარის, ორკბილას ბალახები და ნაძვის კვირტები;
  2. შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და დააფქვიეთ ყავის საფქვავით ან სხვა საშუალებით ძალიან წვრილად;
  3. მომზადებული ნაკრების 2 ს/კ მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი;
  4. გააჩერეთ ნაყენი მთელი ღამით, დილით გაწურეთ;
  5. თუმცა, თერმოსში მოთავსებამდე შეგძლიათ 10 წუთით წამოადუღოთ ბალახეული, ეს გააძლიერებს ეფექტს;
  6. მიიღეთ წამალი დღეში 2-3ჯერ, ნახევარ-ნახევარი ჭიქით.
შემდეგი 3 რეცეპტის მომზადების წესი ანალოგიურია, მხოლოდ ინგრედიენტებია განსხვავებული:

რეცეპტი №2
აიღეთ ცოცხმაგარას ბალახი, მარმუჭის ფოთლები, იელის აღმონაცენი და წითელი მოცვის ფოთლები თანაბარი პროპორციით. მიიღეთ და მოამზადეთ ისევე, როგორც პირველ რეცეპტშია მოცემული.

რეცეპტი №3
აიღეთ მოხცარის ფოთლები, ათასფურცელას ბალახი, შავბალახას ბალახი, ანგელოზას ფესვები და ქრისტესისხლას ბალახი თანაბარი პროპორციით. მომზადების და გამოყენების წესი იგივეა.

რეცეპტი №4
აიღეთ თანაბარი პროპორციებით მატიტელას ბალახი, ოროვანდის ფესვი, კამის ნაყოფი, ჭინჭარი, იელისა და გვირილას ბალახი, ორკბილას ფოთლები. მომზადებისა და გამოყენების წესი ანალოგიურია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები