მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

Загрузка...

ჯინსები ერთადერთი უნივერსალური ტანსაცმელია, რომელიც უკვე მერამდენე ათწლეულია, მოდიდან არ გადადის. იცვლება მხოლოდ ფორმები, თუმცა, ჩვენს დროში, შეგვიძლია 20 წლის წინანდელი ჯინსების ტარებაც კი. მთავარია მათი სწორად გადაკეთება.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 17 მეთოდს ძველი ჯინსების გადასაკეთებლად.

  1. ნაწნავი
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    ძველმოდურ იერს სწრაფად განაახლებთ პომპონებიანი თასმით. ფრთხილად დააკერეთ იგი შარვალს გვერდებსა და წინა ჯიბეებთან.

  2. პატარა დეტალი
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    ფრთხილად გამოარღვიეთ უკანა ჯიბეზე ძაფი ორ გვერდზე. ჩაამაგრეთ ჯიბის შიდა მხარეს ორნამენტები - ასე შარვალს მკვეთრ აქცენტს მიანიჭებთ.

  3. მიბნეული ბისერები
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    ბისერებით გაფორმებული ჯინსები სეზონის ერთ-ერთი მოდური ტრენდია. ნუ იჩქარებთ ახალი ჯინსების შეძენას. კარადაში გექნებათ ერთი ძველი ჯინსი მაინც. ნაზად მიაკერეთ რამდენიმე ათეული ბისერი შარვალს და - ვუალა - თქვენ ხელში მოდური სამოსი გიჭირავთ.

  4. ჩანთა
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    ძველ ჯინსის ზედას ან შარვალს შეგიძლიათ ახალი სიცოცხლე ჩანთის როლში მიანიჭოთ, თუმცა, ამისთვის, რაღა თქმა უნდა, საკერავი მანქანა და მასთან მუშაობის ცოდნაა საჭირო.

  5. მაქმანი
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    ასეთი ორიგინალური შარვლის შექმნა ყველას შეუძლია. საჭიროა მხოლოდ მაკრატელი, ნემსი, ძაფი, ძველი ჯინსი და მაქმანები.

  6. მოკლე ჟაკეტი
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    მიანიჭეთ მოსაწყენ ჯინსის ჟილეტს ახალი სიცოცხლე. ამისთვის იგი თითქმის ნახევრამდე უნდა დაამოკლოთ, ხელებიც მოაჭრათ და ქვემოდან ორიგინალური ლენტით დაამაგროთ.

  7. ჩანართები
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    აქციეთ საბავშვო ჯინსები მხიარულებად - მუხლებზე დახეული შარვალი ამოავსეთ სუპერგმირების ნახატებიანი ქსოვილით ან აქციეთ მონსტრად.

  8. მიკი-მაუსი
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    კლასიკური, ერთფეროვანი ჯინსი შეგიძლიათ მოდურად აქციოთ და დაუმატოთ მას მიკი-მაუსის ნახატები. ამას გარდა, ამ იდეის განსახორციელებლად სერიოზული სამხატვრო ნიჭი არ გჭირდებათ. საჭიროა მხოლოდ სპეციალური შაბლონი და ფლომასტერი.

  9. გლამურული ფოჩები
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    გლამურული ფოჩის ლენტა, მკვეთრი სტიკერები და ნახევარი საათი დაგჭირდებათ ამ გლამურული ჟაკეტის "შესაქმნელად".

  10. ტყავის ჩანამატები
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    გსურთ ყოველდღიურობაში სექსუალობა და ქალურობა გამოსჭვიოდეს? ჩაამატეთ ჯინსის შარვალში ეკო-ტყავის ნაჭრები.

  11. ზოლებიანი ჩანამატები
    მოდური და იაფი - 17 იდეა ძველი ჯინსების გამოსაყენებლად

    წითელი, ზოლებიანი ქსოვილი იდეალური შეხამებაა ერთფეროვანი ჯინსისთვის. თუ გაქვთ რამდენიმე მოძველებული ჯინსი, აუცილებლად აიღეთ და შეუდექით მუშაობას!

    გააგრძელე კითხვა: 1 2

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: