8 მოულოდნელი სიმპტომი, რომლებიც ბავშვებში მენინგიტის ქონაზე მიუთითებს.

Загрузка...

მენინგიტი ტვინის რბილი გარსის ანთებას წარმოადგენს, რომელიც ბაქტერიითა ან ვირუსით გახლავთ განპირობებული. ის სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლეა, რომ გავრცელდეს. ეს დაავადება განსაკუთრებულად აქტუალური პატარებში გახლავთ, ხოლო დღეს OXOTV წარმოგიდგენთ 8 ნიშანს, რომლებიც სწორედ ამ საშინელ დაავადებაზე მეტყველებს.

  1. უეცარი ციება.

    მენინგიტის ერთ-ერთი სიმპტომი უეცარი გაციება გახლავთ. ასეთ დროს ბავშვს კანკალი ეწყება და ჰგონია, რომ სულ სცივა. ციებისას ავადმყოფს ტემპერატურა მაღლა ეწევა და მისი დაგდება ძალიან, ძალიან რთული ხდება. იმის გამო, რომ ეს სიმპტომი კიდევ სხვა დაავადებებსაც ხასიათებთ, მშობელმა სხვა სიმპტომებსაც უნდა მიაქციოს ყურადღება.

  2. ძლიერი თავის ტკივილი.

    მენინგიტის დროს თავის ტკივილები საკმაოდ ხშირი რამ არის. პიროვნებას ჰგონია, რომ ეს უსიამოვნო შეგრძნება არასდროს გაუქრება. ტკივილის გამო ინდივიდი ქვეცნობიერად საკუთარ თავს უფრო მძიმედ აღიქვამს.

    8 მოულოდნელი სიმპტომი, რომლებიც ბავშვებში მენინგიტის ქონაზე მიუთითებს.

  3. მხედველობის გაორება.

    თავის ტკივილების გამო ხშირად ადამიანი კონცენტრაციისა და ფოკუსირების უნარს კარგავს, შესაბამისად მხედველობა ინდივიდს შესამჩნევად უუარესდება.

  4. ტკივილი მუცელში, გულისრევა და ღებინება.

    ავადმყოფი ამ დროს მადას კარგავს, რის გამოც საკვების მიმართ ზიზღი უჩნდება, ხოლო შემდეგ ღებინება და გულისრევა აწუხებს.

    8 მოულოდნელი სიმპტომი, რომლებიც ბავშვებში მენინგიტის ქონაზე მიუთითებს.

  5. შუქის მიმართ მგრძნობელობა.

    კიდევ ერთი სიმპტომი სინათლის მიმართ გაღიზიანებადობა გახლავთ. ბავშვს შუქზე თვალები უცრემლიანდება და ღებინების შეგრძნება, თუ მუცლის ტკივილი უძლიერდება.

  6. კეფის კუნთების დაძაბვა.

    მენინგიტიანი ბავშვი ძირითადად ერთ უცნურ პოზაშია ხოლმე. იგი გვერდულად წევს, ფეხები, თუ თავი მოხრილი აქვს და როგორც არ უნდა ეცადოს კეფას ვერაფრით ასწორებს.

  7. ფეხების ვერ გამართვა.

    ბავშვმა მკერდამდეც, რომ შეძლოს ფეხის ატანა, მას მაშინვე მოეხრება მუხლი. ამ მდგომარეობას ბრუძინსკის სინდრომს უწოდებენ. ცნობილია კენრნიგის სინდრომი, რომლის დროსაც ინდივიდი 90 გრადუსზე მაღლა ფეხს ვერაფრით სწევს.

  8. გამონაყარი.

    დაავადების დროს ხშირია გამონაყარიც, თუმცა იგი ჩვეულებრივისგან განსხვავებული გახლავთ. იმისათვის, რომ გაარჩიოთ რომელი გამონაყარი გაწუხებთ, თქვენ უნდა აიღოთ ჭიქა და ის მჭიდროდ მიიბჯინოთ კანზე. როდესაც კანი გაფითრდება, ხოლო გამონაყარი ფერს არ შეიცვლის, ჩათვალეთ, მენინგიტი გაწუხებთ.

    რა გავაკეთოთ?

    მენინგიტი სერიოზული დაავადებაა, რომელთანაც ხუმრობა არაფრის დიდებით შეიძლება. იმისათვის, რომ საფრთხე აიცილოთ, ჩვენ დაუყოვნებლივ სასწრაფოში უნდა დავრეკოთ. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი თქვენს გადაყვანას მოინდომებს, უარი არ უთხრათ. ამ დროს ჰოსპიტალიზაცია აუცილებელიც კი გახლავთ.

    OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: