7 ეფექტური სავარჯიშო, რომელიც სულ მცირე დროში მოდელების ფორმებს დაგვიყენებს.

Загрузка...

ფიზიკური აქტივობა საჭირო და აუცილებელი რამ გახლავთ. მის გარეშე ადამიანის სხეული ნაკლებად ელასტიური და სუსტი ხდება. იგი სხვადასხვა ტიპის არსებობს, ხოლო დღეს OXOTV 7 ყველაზე ეფექტურ ფიზიკურ აქტივობას წარმოგიდგენთ. ისინი თქვენს სხეულს საოცრად მოხდენილსა და მიმზიდველს გახდის.

  1. იდაყვები.7 ეფექტური სავარჯიშო, რომელიც სულ მცირე დროში მოდელების ფორმებს დაგვიყენებს.
    ეს ვარჯიში საკმაოდ მარტივია. ფეხები მხრებს გაუთანაბრეთ და ეცადეთ თითის წვერებსა და იდაყვებზე დადგეთ. ამ პოზაში რამდენიმე წამი უნდა გაატაროთ, ხოლო შემდეგ აქტივობა კვლავ გაიმეოროთ. კორპუსი სწორად უნდა დაიჭიროთ, ხოლო ვარჯიში იქამდე აკეთოთ, სანამ შეძლებთ.

  2. ბურთი.7 ეფექტური სავარჯიშო, რომელიც სულ მცირე დროში მოდელების ფორმებს დაგვიყენებს.
    ბურთის ქონის შემთხვევაში თქვენ სრულიად ანალოგიურს აკეთებთ, ოღონდ ამ დროს არა იატაკს, არამედ თავად ბურთს ებჯინებით იდაყვებით. ამ პოზიციაში თქვენ სულაც არ უნდა გაჩერდეთ. ნელი მოძრაობით ჯერ ცალი ფეხი ასწიეთ, ხოლო შემდეგ მეორე. თითო კიდურზე ვარჯიში 15ჯერ უნდა გაიმეოროთ. ყურადღება მიაქციეთ წონასწორობას და ეცადეთ არ დავარდეთ.

  3. გვერდულად.7 ეფექტური სავარჯიშო, რომელიც სულ მცირე დროში მოდელების ფორმებს დაგვიყენებს.
    დაწექით გევრდულად, ცალი ხელი თეძოზე მოიკიდეთ, კორპუსი გამართეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და აიწიეთ. ამ პოზაში რამდენიმე წამის განმავლობაში უნდა გაჩერდეთ, ხოლო სავარჯიშო მეორე მხრიდანაც უნდა სცადოთ.

  4. გორგოლაჭი.7 ეფექტური სავარჯიშო, რომელიც სულ მცირე დროში მოდელების ფორმებს დაგვიყენებს.
    ვარჯიშის დროს აუცილებელია კორპუსის სწორად დაჭერა, ამასთან პრესის დაჭიმულობა. კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა გორგოლაჭია. თქვენ უბრალოდ მუხლებზე უნდა დადგეთ, ხოლო იგი იქამდე გასწიოთ, სადამდეც შეძლებთ, შემდეგ კი კვლავ თქვენსკენ მიიტანოთ. სავარჯიშო მანამ აკეთეთ, სანამ მუცლის პრესი საგრძნობლად არ გაგიხურდებათ.

  5. დახრილი ხიდი.7 ეფექტური სავარჯიშო, რომელიც სულ მცირე დროში მოდელების ფორმებს დაგვიყენებს.
    დაწექით ზუგრზე, ფეხები მხრების გასწვრივ განათავსეთ და მოხარეთ. ხელები გვერდზე უნდა გედოთ. ეცადეთ ზუსტად ისეთი პოზა მიიღოთ, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები. სავარჯიშო რთული არ არის. ყველაფერი, რაც გევალებათ, ეს ზურგის აწევა და მისი ისევ იატაკზე მიბჯენაა. აქტივობის პარალელურად სუნთქვაც უნდა აკონტროლოთ, გაითვალისწინეთ ეს.

  6. "მთასვლელი".7 ეფექტური სავარჯიშო, რომელიც სულ მცირე დროში მოდელების ფორმებს დაგვიყენებს.
    მიიღეთ ზუსტად ისეთი პოზა, როგორიც ფოტოსურათზეა მოცემული, კორპუსი გაასწორეთ და პრესი დაჭიმეთ. თქვენ ჯერ ერთი ფეხი უნდა მოხაროთ ხოლმე, ხოლო შემდეგ მეორე. სავარჯიშო 1 წუთის განმავლობაში შეუწვეტლივ უნდა აკეთოთ.

  7. გვერდული ჩაჯდომი.7 ეფექტური სავარჯიშო, რომელიც სულ მცირე დროში მოდელების ფორმებს დაგვიყენებს.
    დადექით სწორად, ფეხები მხრებს გაუსწორეთ, ხელები ისე ამ გოგონას მსგავსად დაიჭირეთ და ცალი ფეხით ღრმად ჩაჯექით. ამ მოზრაობის შემდგომ გასწორდით და იგივე მეორე ფეხითაც გაიმეორეთ.

    OXOTV ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: