საშემოდგომო ციებ-ცხელება: როგორ უნდა მოვამზადოთ ყავის ყველაზე პოპულარული სახეობები სახლში

Загрузка...

შემოდგომა, ჩემი აზრით, ყველაზე მართებული დროა იმისათვის, რომ ყავა შეგიყვარდეთ. სტატისტიკის მიხედვით, ყავის სახლების უმრავლესობა სწორედ შემოდგომის დაწყებისას იხსნება. ეს ძალიან მარტივად აიხსნება: ერთი ფინჯანი სასმელი ადამიანებს იმ სითბოს ჩუქნის, რომელიც არ ჰყოფნით. რა გემრიელადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ყავა ქუჩასა თუ პარკებში, ყველაზე გემრიელი ყავა მაინც სახლშია!

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ყავის 6 ყველაზე პოპულარული სახეობის რეცეპტს. ისიამოვნეთ!

  1. ესპრესო
    საშემოდგომო ციებ-ცხელება: როგორ უნდა მოვამზადოთ ყავის ყველაზე პოპულარული სახეობები სახლში

    • დაფქული ყავა;
    • წყალი(გაფილტრული ან ბოთლის).
    ყავის ეს სახეობა ძირითადია, რომლის საშუალებითაც ყველა სხვა სახეობას მოამზადებთ. ამისთვის მხოლოდ ყავის მადუღარა და ყავა დაგჭირდებათ. ყავის მადუღარას ყველაზე კარგი ვარიანტია წვეთოვანი მადუღარა: ფასის მიხედვით, იგი შესანიშნავ ყავას ამზადებს.
    სასმელი არ მიიწვება(როგორც ეს ჩვეულებრივ მადუღარაში ხდება) და მას გაჯერებული გემო აქვს. აღსანიშნავია, რომ ელექტრომადუღარას შეუძლია დაფქვას ყავის მარცვლები როგორც წვრილად, ისე საშუალოდ. წვრილ ფქვევას სულ 15-20 წამი სჭირდება, ხოლო საშუალოს - 10-15. საკმარისია 1-2 კოვზი დაფქული ყავა და 1 ფინჯანი წყალი.

  2. ლატე
    საშემოდგომო ციებ-ცხელება: როგორ უნდა მოვამზადოთ ყავის ყველაზე პოპულარული სახეობები სახლში

    • ესპრესო;
    • რძე;
    • შაქარი(გემოვნებით)
    ლატეს იდეალური პროპორციაა 1:3 - ესპრესო და რძე(შესაბამისად). ჩვეულებრივ, ბარისტა რძეს კაფუჩინატორით დღვებს, თუმცა, სახლში შეგიძლიათ ეს მექანიკურად გააკეთოთ - ბლენდერით ან მინი-სადღვებით.
    მოადუღეთ ყავა, გააცხელეთ რძე 70გრადუსზე(თითის ჩადებისას უნდა იგრძნოთ, რომ ცხელია). ადღვიბეთ რძე ქაფის ამოყვანამდე და ჩაასხით მაღალ ჭიქაში. დატოვეთ ადგილი 1 წილი ესპრესოსთვის. ახლა ძალიან ნელა მოასხით ყავა რძეს ცენტრში, რათა სასმელი თანაბრად გადანაწილდეს ზედაპირზე.

  3. კაპუჩინო
    საშემოდგომო ციებ-ცხელება: როგორ უნდა მოვამზადოთ ყავის ყველაზე პოპულარული სახეობები სახლში

    • ესპრესო;
    • რძე;
    • შაქარი(გემოვნებით).
    კაპუჩინოს მომზადების ტექნიკა სრულიად სხვაგვარია, თანაც, აქ ყავა 1:2 პროპორციითაა. მოადუღეთ ყავა და გააცხელეთ რძე 70 გრადუსამდე. ადღვების შემდეგ ქაფი რძეს გაურიეთ ჭურჭლის შენჯღრევით. ამის შემდეგ, ყავის ფინჯანში მოასხით რძე ძალიან ნელა, ისე, რომ ზედაპირი კარგად დაიფაროს.

  4. მოკა
    საშემოდგომო ციებ-ცხელება: როგორ უნდა მოვამზადოთ ყავის ყველაზე პოპულარული სახეობები სახლში

    • 50 მლ ცივი რძე;
    • 50 მლ ცხელი შოკოლადი;
    • 50 გრ ადღვებილი ნაღები;
    • 10 გრ დაფქული შოკოლადი.
    ამ კოფეინის შემცველ სასმელს "შოკოლადის ყავასაც" უწოდებენ. დაადნეთ შოკოლადი ორთქლზე და ჩაასხით მაღალ ჭიქაში. შოკოლადს მოასხით რძე, მოადუღეთ ყავა და ცივ რძეს ცხელი ყავა მოასხით. გაალამაზეთ სასმელი ნაღებით და, სურვილისამებრ, დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი ან დარიჩინი.

  5. რაფი
    საშემოდგომო ციებ-ცხელება: როგორ უნდა მოვამზადოთ ყავის ყველაზე პოპულარული სახეობები სახლში

    • 2 ჩ/კ ვანილის შაქარი;
    • 45 მლ ნაღები;
    • 120 მლ ყავა.
    რაფს, ასევე, ჰიპსტერულ ყავასაც უწოდებენ. იგი მზადდება ესპრესოს, ნაღებისა და ვანილის შაქრისგან სადუღარაში, ქურის საშუალებით.
    მოადუღეთ ესპრესო, გაათბეთ ნაღები(არ აადუღოთ), შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად აანჯღრიეთ ხელით ან ბლენდერით, ქაფის კონსისტენციამდე.

  6. ცხელი შოკოლადი
    საშემოდგომო ციებ-ცხელება: როგორ უნდა მოვამზადოთ ყავის ყველაზე პოპულარული სახეობები სახლში
  • 6-7 ს/კ კაკაო;
  • 2 ს/კ რძე;
  • 2 ს/კ შაქარი;
  • 1 ს/კ დარიჩინი(კარგი იქნება ერთი მწიკვი დაფქული კოჭაც).
მკაცრად რომ ვთქვათ, ამ სასმელს არავითარი შეხება არ აქვს ყავასთან, თუმცა, მისი გემო მოეწონებათ ყავის მოყვარულებს.
ჩაასხით რძე მოზრდილ ქვაბში, დაუმატეთ კაკაო, შაქარი და დარიჩინი. კარგად გააცხელეთ, თუმცა არ მიიყვანოთ ადუღებამდე. ცხელი შოკოლადი მზადაა!

მკითხველთა შთაბეჭდილებები