7 უწყინარი რამ, რაც ჩვენს ორგანიზმს ეტაპობრივად შიგნიდან ანდგრევს!

Загрузка...

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რაოდენ სახიფათო შეიძლება მოწევა იყოს, თუმცა ამის მიუხედავად, ამ მავნე ჩვევას თავს სულაც არ ვანებებთ. ადამიანს ბევრნაირი მიდრეკილება აქვს, რომელთაგან ზოგი სიგარეტივით საშიში მართალია არ არის, მაგრამ არც მასზე ნაკლები გახლავთ. დღეს OXOTV წარმოგიდგენთ 7 უწყინარ ქმედებას, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ეტაპობრივად ანგრევს.

  1. სიზარმაცე.
    7 უწყინარი რამ, რაც ჩვენს ორგანიზმს ეტაპობრივად შიგნიდან ანდგრევს!
    ნაკლები მოძრაობა ადამიანის სხეულს ასე ვთქვათ ანგრევს. სიზარმაცის გამო პიროვნებას შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები შეექმნას, ამასთან შეუნელდეს მეტაბოზლიმი, ხოლო სხეული შესამჩნევად მოუდუნდეს. დროსთან ერთად ინდივიდის ძვლოვანი სტრუქტურაც ეჩვევა ნაკლებ აქტივობას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ დროს გონებაც სუსტდება, ამიტომ ფიზიკური ვარჯიშები გარდა თქვენ კროსვორდები და ა.შ. უნდა აკეთოთ. კომპიუტერთან და ტელევიზორთან საათობით ჯდომა კარგს არაფერს მოგიტანთ.

  2. დიეტა.

    ხშირად ადამიანები დიეტებს მიმართავენ, რის შედეგადაც მოხდენილ სხეულთან ერთად ჯანმრთელობის რიგ პრობლემებსაც იღებენ. ხშირ შემთხვევაში ინდივიდს კუჭ-ნაწლავის სისტემა ეშლება. ჭამის კვლავ დაწყების შემდგომ დიდი შანსია წონაში კვლავ მომატების, რაც უმეტესწილად გულის, იმუნიტეტისა, თუ სახსრების პრობლემებს განაპირობებს.

  3. დიდხანს მზეზე ყოფნა ან მისგან დამალვა.
    7 უწყინარი რამ, რაც ჩვენს ორგანიზმს ეტაპობრივად შიგნიდან ანდგრევს!

    დიდხანს მზეზე ყოფნის შედეგად ადამიანები ულამაზეს რუჯს იღებენ, თუმცა რამდენად სასარგებლოა ეს? ხშირ შემთხვევაში მზის სხივების ქვეს საათობით დგომა კანის სიმსივნეს განაპირობებს. ეცადეთ აფთიაქებში ისეთი კრემები შეიძინოთ, რომლებიც ულტრაიისფერი სხივებისგან დაგიცავთ ხოლმე. გასათვალისიწნებელია ისიც, რომ არც მზისგან დამალვაა კარგი. მისი სინათლე D ვიტამინის წყაროა, რომლის გარეშეც ორგანიზმს სრულფასოვანი მუშაობა გაუჭირდება.

  4. უძილობა და ჭარბი ძილი.

    ზედმეტად ბევრ ძილს სხვადასხვა ავადმყოფობის გამოწვევა შეუძლია, მათ შორის: შაქრის დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, თუ წნევის აწევის. იდეალური ხანგრძლივობა 6-8 საათი გახლავთ, ხოლო ინდივიდმა ამაზე არც ნაკლები და არც მეტი უნდა იძინოს.

  5. ცხიმიანი საკვები.

    "ტაფაზე ბლომად სიკვდილი იწვის"- ცნობილი ამერიკელი დიეტოლოგი პოლ გრებერი. შეწვისას პროდუქტის მოლეკულური სტრუქტურა იცვლება, შედეგად ორგანიზმში მჟავიანობის დონე იმატებს. ცხიმიანი საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი პირველი მაპროვოცირებელი ფაქტორი გახლავთ.

  6. პესიმიზმი.
    7 უწყინარი რამ, რაც ჩვენს ორგანიზმს ეტაპობრივად შიგნიდან ანდგრევს!

    ადამიანები, რომლებიც მესიმიზმით გამოირჩევიან, მეტად მიდრეკილნი არიან სხვადასხვა დაავადებებისკენ, ხოლო მათ სხეულში სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ბევრად მაღალია. ფსიქოლოგი ლორა კუბზანსკი მთელი 10 წლის განმავლობაში იკვლევდა ოპტიმისმისა და გამუდმებული სევდის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. მან დაასკვნა, რომ ოპტიმისტი ინდივიდები ნაკლებად მიდრეკილნი არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ, ამასთან ისინი ინფექციურ ავადმყოოფბებს ბევრად უფრო მარტივად ამარცხებენ ხოლმე.

  7. მარტოობა.

    მეცნიერები მარტოობას ხშირად ჭარბწონიანობასა და მოწევას ადარებენ. საქმე იმაშია, რომ იგი ამ მავნე ჩვევებზე ნაკლებად სულაც არ აზიანებს ორგანიზმს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრი მეგობარი გყავთ. ადამიანებთან ურთიერთობა მუდამ უფრო ბედნიერსა და ხალისიანს გაგხდით, დაიმახსოვრეთ ეს.

    თუკი გსურთ, რომ ხანგრძლივად და ბედნიერად იცოცხლოთ, გირჩევთ ამ 7 ქმედებისგან დაუყოვნებლივ გაითავისუფლოთ თავი. გვერწმუნეთ, თქვენი ორგანიზმისთვის ეს საჭიროა.

    OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: