ტაფის ნამწვრების მოშორების მარტივი ხერხი ქიმიის გამოყენების გარეშე

Загрузка...

დიასახლისები ტაფას თითქმის ყოველდღე იყენებენ, თუმცა მათ არ აქვთ ყოველთვის იმის დრო, ძალა და სურვილი, რომ იგი გამოყენებისთანავე გახეხონ. დროთა განმავლობაში, ტაფაზე გროვდება ნამწვრები, რის შემდეგად იგი გარეგნულადაც უსიამოვნო ხდება და საჭმლის მომზადების პროცესშიც ხალისს დაგიკარგავთ.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ტაფის გასაწმენდ საშუალებას ყოველგვარი ქიმიის გარეშე:

ჩართეთ ქურა მაქსიმალური სიმძლავრით და დადეთ ტაფა. იგი კარგად უნდა გაცხელდეს, რათა ნამწვრები უფრო დამყოლი გახდეს. არაა სასურველი მისი გადაცხელება, საკმარისია 1-3 წუთი, რათა ტაფა მთლიანად გაცხელდეს და არამხოლოდ გარედან. სანამ ტაფა ცხელდება, მოამზადეთ ცივი წყლით სავსე ვარცლი(შეგიძლიათ იგი ნიჟარაში გარეცხოთ, თუმცა ასე მოუხერხებელია). ტაფა გაცხელდება თუ არა, სასწრაფოდ ჩადეთ ცივ წყალში, დაელოდეთ რამდენიმე წამით ტაფის გაგრილებას და შეუდექით ნამწვრების ხეხვას მეტალის ღრუბლით. ასე ნამწვრები მარტივად მოშორდება ტაფას.

თქვენ როგორ უმკლავდებით ნამწვრებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება!

მკითხველთა შთაბეჭდილებები