აი, რატომ არ შეიძლება თამაშის დროს ბავშვის ჰაერში აგდება

Загрузка...

ბევრი მშობელი ათამაშებს ბავშვს და ამ დროს მას ჰაერში ისვრის. ეს ძალიან საშიშია! რა თქმა უნდა, ამას ცუდი განზრახვით არავინ აკეთებს, პირიქით, ვფიქრობთ, რომ ეს ბავშვს მოსწონს კიდევაც, თუმცა, ამაში ჩვენ ძალიან ვცდებით.

OXOTV-ის რედაქცია დღევანდელ მასალაში მოგიყვებათ, თუ რატომაა საშიში ბავშვის ჰაერში აგდება თამაშის დროს. გირჩევთ, ასე არასდროს მოიქცეთ :)

აი, რატომ არ შეიძლება თამაშის დროს ბავშვის ჰაერში აგდება

ისევე, როგორც ადრენალინი, ჭარბი ემოციებიც არაა უსაფრთხო ბავშვისათვის. პირველ რიგში, თქვენ რისკავთ მის დაგდებას იატაკზე. ნუ იქნებით საკუთარ თავში დარწმუნებული, რადგან ეს შეიძლება ყველას შეემთხვეს. მეორეც, თქვენ ქმნით კისრის კუნთების დაჭიმულობის რისკს, ვინაიდან ბავშვის კუნთები და მყესები ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული და გამაგრებული.

აი, რატომ არ შეიძლება თამაშის დროს ბავშვის ჰაერში აგდება

ამას გარდა, ხშირმა შერყევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის, ძვლებისა და თვალების ტრავმა. როცა ეს მოძრაობები ხდება გამიზნულად და ხშირად(ჰაერში აგდება), ბავშვის სათუთი ტვინი ეხეთქება უკვე საკმაოდ მყარ ქალას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება და დეფორმაციაც კი, რაც, თავის მხრივ, ტვინში სისხლის შედედებას განაპირობებს.

აი, რატომ არ შეიძლება თამაშის დროს ბავშვის ჰაერში აგდება

შესაძლოა წარმოიქმნას ისეთი მეორეული პრობლემებიც, როგორებიცაა: სმენის დაკარგვა, თავის ტვინის დაზიანება, კრუნჩხვები, სიბრმავე, ეპილეპსია, სამეტყველო მდგომარეობის გაუარესება და ზურგის ტვინის დაზიანება.

ასე, რომ შემდეგში, როცა ბავშვთან თამაშს გადაწყვეტთ, უბრალოდ ჩაეხუტეთ და მასაჟი გაუკეთეთ მას. უმჯობესია, ყოველთვის უსაფრთხოდ იყოთ, ვიდრე ინანოთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: