ჩაის სახეობები და მათი სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის

Загрузка...

ჩაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასმელია. სტატისტიკის მიხედვით, იგი მეორე ადგილს იკავებს წყლის შემდეგ მოხმარებით. მართლაც, რა შეიძლება დილით ფინჯან ჩაიზე უკეთესი მიირთვათ? აღმოჩნდა, რომ სასიამოვნო სასარგებლოცაა. ჩაის სამკურნალო თვისებებზე ძველი დროიდან წერდნენ. ახლა უკვე ცნობილია, რომ მისი რამდენიმე სახეობა ებრძვის ავთვისებიან წარმონაქმნებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, ათეროსკლეროზს, სიმსუქნესა და სხვა პათოლოგიებს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ჩაის სასარგებლო სახეობებსა და მათ ჩვენებებს:

პიტნის ჩაი
ჩაის სახეობები და მათი სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის

ჩაის ეს სახეობა ხსნის სტრესსა და შფოთვის შეგრძნებას, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს. ასევე, ჩაი გეხმარებათ წონის კონტროლში მადის დაქვეითების გზით. კიდევ ერთი სარგებელი: კანის საფარველის სისუფთავის შენარჩუნება. თუმცა, ფრთხილად იყავით: ეს ჩაი, შესაძლოა, ნაღვლის კოლიკის გამომწვევი მიზეზი გახდეს ან გაამწვავოს ნაღველკენჭოვანი დაავადებები.

ჟასმინის ჩაი
ჯანმრთელობის ნამდვილი საგანძური. ის აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, გეხმარებათ წონის კონტროლში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს გულის შეტევის რისკს, გეხმარებათ შაქრიანი დიაბეტის დიაბეტის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამცირებს სახსრების ტკივილსა და არტერიულ წნევას.

მწვანე ჩაი
მწვანე ჩაის შეგვიძლია ჯადოსნური სასმელი ვუწოდოთ მისი შემადგენლობის გამო. იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ამცირებს სისხლის წნევასა და სისხლში ქოლესტერინის დონეს, რაც ძალიან დადებითაც აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე.

გვირილის ჩაი
ჩაის სახეობები და მათი სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის

გვირილის ჩაის დამამშვიდებელ ეფექტზე უკვე დიდი ხანია, ცნობილია. მას ხშირად უძილობის დროს იღებენ. აქრობს დეპრესიასა და შფოთვის შეგრძნებას. გვირილის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა იმუნიტეტის გაძლიერება და ორგანიზმში არასპეციფიკური რეზისტენტულობის გაჩენა.

ქონდრის ჩაი
ჩაი ქონდრით ფლობს არაჩვეულებრივ ანტიოქსიდანტურ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს. იგი დაგეხმარებათ გრიპის დროსაც. მას შეუძლია ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ვერბენის ჩაი
ჩაის ეს სახეობა ნებისმიერი ქალისთვის სასარგებლოა, რადგან იგი ხელს შეგიწყობთ ცელულიტების პროფილაქტიკაში. ვერბენის ჩაი აძლიერებს სტრესის რეზისტენტულობასა და ნერვული სისტმეის ჯანმრთელობას.

ჭინჭრის ჩაი
ჩაის სახეობები და მათი სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის

კრაპივის ჩაი აუმჯობესებს შარდ-გამომყოფი სისტემის მუშაობას, გეხმარებათ რევმატული დაავადებების მკურნალობაში, სისხლში ამცირებს გლუკოზის დონეს. ასევე, იგი რკინის მაღალი შემცველობითაც გამოირჩევა.

კოჭას ჩაი
ჩაის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც სასარგებლო თვისებების მთელ საგანძურს შეიცავს. იგი ამცირებს ანთებას, ხსნის სტრესსა და დაღლილობას, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, აძლიერებს იმუნიტეტსა და საჭმლისმომნელებელი სისტემის მუშაობას.

მკითხველთა შთაბეჭდილებები