გამაგრებული ქუსლების პრობლემას სულ რაღაც 2 ინგრედიენტი მოგიგვარებთ. ისინი ყოველი თქვენგანის სამზარეულოშია.

Загрузка...

გამაგრებული ქუსლები საკმაოდ არაესთეტიური სანახავია და რიგ შემთხვევაში უხერხულობის შეგრძნებასაც კი გვიჩენს. ამას გარდა, იცოდით, რომ ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებდა? აღმოჩნდა, რომ ამგვარი ტერფები საკმაოდ სახიფათო შეიძლება იყოს.

მათ სამკურნალოდ სხვადასხვა საშუალებები, თუ მეთოდებია შექმნილი. ზოგიერთი მათგანი სრულიად უეფექტოა, ხოლო დანარჩენი ძალიან ძვირის ღირს. რა უნდა ვქნათ? დღეს OXOTV ერთ მარტივ და საინტერესო რეცეპტს წარმოგიდგენთ.

თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ:
  • 4 ჭიქა რძე.
  • 3 სუფრის კოვზი საკვები სოდა.

რა უნდა მოვიმოქმედოთ
  1. პირველ რიგში, გააცხელეთ რძე და ისეთ ჯამში ჩაასხით, რომელშიც ფეხები ჩაგეტევათ.
  2. ჩაყარეთ შიგნით სოდა და დარწმუნდით, რომ სითხე საკმარისად გაცივდა.
  3. ფეხები შიგნით 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.
  4. როდესაც პროცედურას დაასრულებთ, ტერფები თბილი წყლით დაიბანეთ, ხოლო შემდგომ შეიშრეთ.
  5. იდეალური ეფექტისთვის ამ მეთოდს ყოველ დღე მიმართეთ.

ეს გზა სრულიად უსაფრთხო გახლავთ და მისი წყალობით თქვენი ქუსლები რბილი, ნაზი, თუ ბრწყინვალე გახდება. აუცილებლად სცადეთ ის!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: