საკეისრო კვეთა: რისი გადატანა მოუწევს მომავალ დედას

Загрузка...

საკეისრო კვეთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა მსოფლიოში. ეს არის ბუნებრივი მშობიარობის შემცვლელი პროცედურა, რომლის დროსაც პატარა დედის მუცლის კვეთით იბადება. ამ ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია შემდეგი ჩვენებები:

  • კლინიკურად ვიწრო მენჯი;
  • წინმდებარე პლაცენტა;
  • პლაცენტის ნაადრევად მოშლა;
  • მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობა;
  • დაავადება, რომელიც დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის;
  • ნაყოფის მენჯთან მოთავსება;
  • საშვილოსნოს გახეთქვის საშიშროება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, საკეისრო კვეთის სიხშირე ფეხმძიმობის მიხედვით10-15%-ია. მიუხედავად იმისა, რომ საკეისრო კვეთას ცოცხალმშობიარობასთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, საკეისრო კვეთის შემდეგ ქალბატონებს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ:

პოსტსამშობიარო სისხლდენა
რა თქმა უნდა, საკეისრო კვეთის შემდეგ სისხლდენა იმდენად ძლიერი არ იქნება, როგორც ცოცხალმშობიარობისას, თუმცა სისხლი იქნება. თქვენს ორგანიზმს დრო სჭირდება ჰორმონალური ბალანსისა და საშვილოსნოს კედლის აღდგენისათვის. თუმცა, ამაზე არ უნდა იდარდოთ - სისხლდენა არაუმეტეს 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მსუბუქი იქნება.

მუცლის ნაწილზე კანის საფარველის დაზიანება
საკეისრო კვეთა: რისი გადატანა მოუწევს მომავალ დედას

ქალების უმეტესობისათვის დიდი ნაკერი მუცელზე დიდი ფსიქოლოგიური პრობლემაა. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. იცოდეთ, რომ ნაკერი გაუფერულდება და თანდათან საერთოდ გაქრება და მხოლოდ გულმოდგინე დათვალიერების შემდეგ გამოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, ეხ ხომ საბრძოლო შრამია! თუ თქვენ დისკომფორტს გრძნობთ, არსებობს მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც შრამს გაიქრობთ: ქირურგიული ჩარევა, ლაზერული აქერცლვა, სპეციალური პრეპარატები.

ტკივილი ჭრილობის მონაკვეთში
სამწუხაროდ, ეს არ არის სრულიად უმტკივნეულო პროცედურა. ბუნებრივია, თვითონ პროცედურა ანესთეზიის ქვეშ მიმდინარეობს, რაც გაუტკივრებას უწყობს ხელს. აი პროცედურის შემდგომი მოვლენები ნამდვილად რთული პერიოდია. კიდევ ერთი უსიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ ცემინებისა და ხველის დროს. ეს კუნთების დაჭიმულობის ბრალია, რაც გაკერვის შედეგადაა გამოწვეული.

ნაწლავებში გაზების დიდი რაოდენობით დაგროვება
საკეისრო კვეთა: რისი გადატანა მოუწევს მომავალ დედას

სასაცილო არაფერია! ეს საკეისრო კვეთის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომლებიც ქალბატონებს აწუხებთ. გაზების მომატება ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში იწყება და არ წყდება ბავშვის დაბადების შემდეგაც კი. ასევე, ტკივილი შესაძლოა მუცლის ზედა ნაწილშიც იგრძნოთ, რადგან ნაწლავში მომატებული გაზები დიაფრაგმას აწვება. გამაყუჩებლის მიღება საკმარისი იქნება ამ უსიამოვნო შეგრძნებების გასაქრობად. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ბევრი იმოძრავეთ - ეს დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აღდგენაში.

ამრიგად, საკეისრო კვეთა უმტკივნეულო პროცედურა არ არის. მას გარკვეული შედეგიც მოჰყვება ხოლმე, რის გამოც აუცილებლად, კიდევ ერთხელ უნდა გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: