გათავისუფლდით ცხიმის ფენისგან! 5 ეფექტური მეთოდი, რომელთა სიმარტივეც აღგაფრთოვანებთ.

Загрузка...

დიასახლისობა რთული საქმეა. ხშირად ქალბატონები დღის უმეტეს ნაწილს სახლის მოწესრიგებას უთმობენ, ხოლო ოთახებიდან ყველაზე დიდ დროს სამზარეულო ართმევთ. რატომ? საქმე იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში კერძების მზადებისას დარჩენილი ცხიმი კარადებსა, თუ გაზქურას ფენებად ედება.

მისგან გათავისუფლება ძალიან, ძალიან რთული საქმეა. იგი ნივთსა და ტექნიკაზე მყარად ჯდება, ხოლო დროსთან ერთად კიდევ უფრო მეტად მტკიცდება. გამაგრებულ მასას უმეტესად საფხეკი საშუალებებით ებრძვიან.

ისინი ჩვენს ავეჯს პირწმინდად აზიანებს, თუმცა ამ სტატიის წაკითხვის შემდგომ ეს პრობლემა სრულიად მოგვარებადი გახდება! OXOTV წარმოგიდგენთ 5 ეფექტურ მეთოდს, რომელთა სიმარტივე ნებისმიერ თქვენთაგანს აღაფრთოვანებს.

როგორ გავწინდოთ ცხიმის ნალექი?

პროცედურის დაწყებამდე გაითვალისწინეთ, რომ თავდაპირველად სველი ღრუბელი გამოიყენოთ, ხოლო შემდგომ მშრალი. თქვენ მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელიმე უნდა აირჩიოთ.

  1. სოდა და მზესუმზირის ზეთი.
    1. აურიეთ ორივე ინგრედიენტი თანაბარი პროპორციებით.
    2. მიღებული სითხე ცხიმიან ზედაპირს წაუსვით და 30 წუთი მოითმინეთ.
    3. დროის გასვლის შემდგომ ეს ზონა სველი ღუბელით მოწმინდეთ.

    თუკი პირველივე ცდაზე სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, პროცედურა მეორედ გაიმეორეთ. იგი ნებისმიერი ზედაპირისთვის ზედგამოჭრილი გახლავთ, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ მას.

  2. ლიმონის მჟავა.გათავისუფლდით ცხიმის ფენისგან! 5 ეფექტური მეთოდი, რომელთა სიმარტივეც აღგაფრთოვანებთ.
    ლიმონის მჟავის გამოყენების 2 გზა არსებობს. პირველის დროს მას ჟელესთან ვურევთ, ხოლო მეორისას სოდასთან.
    1 ვარიანტი.
    1. 1 ლ თბილ წყალში 1 სუფრის კოვზი ლიმონის მჟავა და 3-4 წვეთი ჟელე გახსენით.
    2. მიღებულ სითხეში ღრუბელი დაასველეთ და მისით ბინძური ადგილები გაწმინდეთ.
    3. მოითმინეთ 30 წუთი და შემდგომ თბილ წყალში დასველებული ტილოთი გაწმინდეთ

    2 ვარიანტი.
    1. პატარა ჯამში 2 სუფრის კოვზი სოდა ჩაყარეთ და 1 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა ჩაასხით.
    2. ეცადეთ შიგნით საკმარისი რაოდენობის წყალი ჩაასხით.
    3. ყველაფერი იქამდე ურიეთ, სანამ ფაფისმაგვარ მასას არ მიიღებთ.
    4. მეთოდი 3 კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.

  3. ძმარი.გათავისუფლდით ცხიმის ფენისგან! 5 ეფექტური მეთოდი, რომელთა სიმარტივეც აღგაფრთოვანებთ.

    ეს მეთოდი ეფექტური მისი არომატის გამოც გახლავთ. მისი გამოყენებით ჩვენ პლასტმასის და ხის ინვენტარის გაწმენდა შეგვიძლია.
    1. აურიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და წყალი.
    2. დაუმატეთ 0.5 ჩაის კოვზი ფორთოხლის ეთერზეთი და 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი.
    3. მიღებული მასა პულივიზატორში გადაიტანეთ.
    4. დაასხით იგი ბინძურ ადგილს და 15 წუთის შემდგომ სველი ღრუბლით გაწმინდეთ.

  4. საცხობი სოდა.გათავისუფლდით ცხიმის ფენისგან! 5 ეფექტური მეთოდი, რომელთა სიმარტივეც აღგაფრთოვანებთ.

    არ ღირს საცხობი სოდას სათანადოდ არ შეფასება. ის ძალიან ეფექტური გახლავთ და მრავალნაირად გამოიყენება.
    1. ჯამში საცხობი სოდა ჩაყარეთ. (რაოდენობა სამუშაოდან გამომდინარე თავად განსაზღვრეთ).
    2. დაასხით მას წყალი. (მისი რაოდენობა სოდით განსაზღვრეთ, კერძოდ, გამოიყენეთ იმდენი, რათა ფაფისმაგავრი მასა მიიღოთ).
    3. მიღებული მასა ბინძურ არეებს წაისვით და 30 წუთის შემდგომ წყლით მორეცხეთ.

  5. სარეცხი საპონი.გათავისუფლდით ცხიმის ფენისგან! 5 ეფექტური მეთოდი, რომელთა სიმარტივეც აღგაფრთოვანებთ.
    ამ მეთოდს იმ შემთხვევაში მიმართეთ, თუკი ქვისგან დამზადებულ ინვენტარს, თუ ავეჯს წმენდს, მაგალითად მარმარილოსგან გაკეთებულს.

    1. საპონიანი ღრუბელი ბინძურ ადგილს წაუსვით და 15 წუთი მოიცადეთ.
    2. დროის გასვლის შემდგომ ყველაფერი სუფთა წყლით გაწმინდეთ.
    3. გაითვალისწინეთ, რომ სარეცხის საპნის გამოყენების შემდგომ ნივთის ზედაპირი გაშრობამდე პირსახოცით ან თუნდაც ხელსახოცით უნდა წმინდოთ.
    4. თუკი საქმე ხის კარადას ეხება, შეგიძლიათ ლაქი გამოიყენოთ.


სასარგებლო რჩევებიგათავისუფლდით ცხიმის ფენისგან! 5 ეფექტური მეთოდი, რომელთა სიმარტივეც აღგაფრთოვანებთ.
  • არასდროს გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები ბრამად! დარწმუნდით, რომ ისინი ავეჯს არ დააზიანებს. ყველაფერს მხოლოდ სარეცხის საპონი წმენდს.
  • ხის ავეჯზე ნაკაწრებს ბერძნული კაკლით დროებით მაინც მარტივად დაფარავთ.
  • გაწმენდის შემდგომ ტილო გამოცვალეთ, რადგან მისი წვეთები შესაძლოა უკვე სუფთა ზედაპირს დაეცეს.
  • დალაგების დროს ლაქი გამოიყენეთ ხოლმე. მართალია ის ვერ მოაშორებს ცხიმს, თუმცა მის გაჭუჭყინებას დიდი ხნით აღკვეტთს.

დროსთან ერთად ნებისმიერი ავეჯი კარგავს პირვანდელ იერს. ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ამ მეთოდის წყალობით მათ იერსახეს წლობით შეინარჩუნებთ, თუმცა სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ დიდი ხნის განმავლობაში მაინც გაგიწევთ საიმედო სამსახურს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები