სპორტის 5 საუკეთესო სახეობა, რომლებიც 30+ ქალბატონებისთვის სასარგებლოა

Загрузка...

თანამედროვე ქალბატონებმა გაიაზრეს, რომ სწორედ 30 წლის შემდეგ ყველაფერი. თუმცა, იმისათვის, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ლამაზი იყოთ, საჭიროა შეინარჩუნოთ კარგი ფიზიკური ფორმები.

-"ჩვენ არ ვსაუბრობთ სპორტულ რეკორდებსა და მიღწევებზე - ეს 20 წლის ახალგაზრდებისთვისაა"

არ ღირს ორგანიზმისგან შეუძლებლის მოთხოვნა - მაგალითად, სხეულის სრულყოფა იოგითაცაა შესაძლებელი. ზოგიერთი უფრო შორს მიდის და სპორტს მისდევს.

ესაჭიროებათ თუ არა 30+ ქალბატონებს ფიზიკური დატვირთვა?

აუცილებლად! საქმე არამხოლოდ განწყობაშია. აი, 9 მიზეზი, რის გამოც ქალმა უნდა ივარჯიშოს:
  1. ბედნიერების ჰორმონები: როგორც კი მოძრაობას დაიწყებთ, თქვენი ტვინი იწყებს სეროტონინის, დოფამინისა და ნორეპინეფრინის გამოყოფას. ასევე, შესაძლოა სხვა ჰორმონებსაც. ეს ყველაფერი კი "გაიძულებთ", თავი ბედნიერად იგრძნოთ;
  2. სტრესის შემცირება: როცა თქვენ მოძრაობთ, მცირდება სტრესის ჰორმონების გამოყოფა. საუკეთესო არჩევანია სიარული, სირბილი და იოგა.
  3. ნებისყოფის ამაღლება: როდესაც ვარჯიშობთ, თქვენი სხეული სირთულეების მიმართ ამტანი ხდება, თქვენ კი უფრო მიზანმიმართული და თავდაჯერებული ხართ. ერთი მიზნის მიღწევის შემდეგ თავს უსვამთ კითხვას - კიდევ რისი გაკეთება შეიძლება? ნებისყოფას კარგად წვრთნის ველოსპორტი, სირბილი და საბრძოლო ხელოვნებები.
  4. იმუნიტეტის გაძლიერება: ფიზიკური აქტივობები აძლიერებს ლიმფურ სისტემას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ანტისხეულებისა და კანცეროგენების გამოდევნას. ამაში დაგეხმარებათ მსუბუქი დატვირთვები - სიარული ან ბუნებაში მცირე გარბენი.
  5. ხერხემლის დრეკადობა: რეგულარული სავარჯიშოები გაწელვებზე ავარჯიშებს ზურგის მალებსაც და მათ ელასტიურს ხდის, შესაბამისად, სხეული იწყებს მოძრაობას სწორად.
  6. ლამაზი ფიგურა: ფიზიკური სავარჯიშოები დაგეხმარებათ წონის კონტროლში. ასაკთან ერთად, ფიგურის შენარჩუნება სულ უფრო შეუძლებელი ხდება.
  7. იდეალური ძილი: 20-30 წუთიანი ფიზიკური დატვირთვა დაძინებამდე 5-6 საათის შემდეგ ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით და ამცირებს სხეულის ტემპერატურას, რაც იდეალურ ძილს განაპირობებს.
  8. ენერგიის მომატება: ვარჯიშის შემდეგ ყველაზე შესაფერისი დროა მუშაობისთვის.
  9. დეპრესიისა და შფოთვის შემცირება: ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს გაცილებით ნაკლებად აქვთ ფსიქიკური პრობლემები, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ ვარჯიშობს.
დაგარწმუნეთ? ახლა კი OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო სპორტის სახეობას, რომლებიც იდეალურია 30+ ქალბატონებისათვის.

  1. სირბილი
    სპორტის 5 საუკეთესო სახეობა, რომლებიც 30+ ქალბატონებისთვის სასარგებლოა

    სირბილი გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის ყველაზე შესაფერის სავარჯიშოდ ითვლება. იგი 30+ ქალბატონებისათვის იდეალურია, რადგან ვარჯიშის მსუბუქი და ბუნებრივი სახეობაა.
    იმისათვის, რომ ირბინოთ, საჭიროა მხოლოდ გახვიდეთ სარბენ გზაზე ან სტადიონზე. ეს სავარჯიშო კარგია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში.
    სპორტის ამ სახეობის დროს უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვეულებრივი, გასახურებელი სირბილიც კი ავარჯიშებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ავსებს ფილტვებს ჟანგბადით, ავითარებს ჩვენს ამტანობას და წვავს კალორიებს.

    -"სირბილის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გაახუროთ და გაწელოთ კუნთები, რადგან სირბილი მათ დრეკადობას არ განაპირობებს"
    საუკეთესო შედეგის მისაღებად შეუთავსეთ სირბილი სპორტის სხვა სახეობებსა და ფიზიკურ დატვირთვებს.

  2. ბოქსი
    მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ბოქსი მოზარდებისთვისაა, ბევრი ფიტნეს-ტრენერი მას 30+ ქალბატონებსაც ურჩევს.

    -"ბოქსის სავარჯიშოები, რომლებიც მოიცავს ლახტზე ხტუნვას, ჩანთასთან ვარჯიშსა და ბალანსისა და რეაქციის გაუმჯობესებას, იდეალურია ამ ასაკის ქალბატონებისათვის".

    ამ სპორტით პროფესიონალის თვალწინ დაკავება დაგეხმარებათ საბრძოლო ხელოვნების შესწავლასა და წონის კონტროლში ჯანმრთელობის დაზიანებისა და სერიოზულ შეჯიბრებებზე გასვლის გარეშე.

  3. ცურვა
    სპორტის 5 საუკეთესო სახეობა, რომლებიც 30+ ქალბატონებისთვის სასარგებლოა

    ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რადგან წყალი ყოველგვარი დაზიანების რისკის გარეშე შეგინარჩუნებთ სხეულის მასას.
    -"ცურვა არ ღლის ადამიანს ისე, როგორც სირბილი, ასე, რომ შეგიძლიათ ვარჯიში უფრო გრძელვადიანი და ინტენსიური გახადოთ".

    სპორტის ეს სახეობა დაეხმარება 30+ ქალბატონებს ფორმისა და კარგი განწყობის შენარჩუნებაში.

  4. ტენისი
    სპორტის ეს სახეობა მოიცავს მცირე და ინტენსიურ ხტუნვებს და მათ შორის ენერგიის მცირე გამოსროლებსაც. სწორედ ის, რაც 30+ ქალბატონს სჭირდება.

    -"სირბილი, სიარული და ბურთზე დარტყმა, რომლებიც ტენისის შემადგენელი ნაწილია, აუმჯობესებს ფიზიკურ მდგომარეობას."
    ამას გარდა, ტენისი სპორტის ის სახეობაა, რომლითაც ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში შეგიძლიათ დაკავდეთ.

  5. კროსფიტი
    სპორტის 5 საუკეთესო სახეობა, რომლებიც 30+ ქალბატონებისთვის სასარგებლოა
კროსფიტის სავარჯიშოდ დიდი დრო არაა საჭირო. მუშაობა, ძირითადად, თავისუფალ წონებზე, გირებსა და ჰანტელებზე მიმდინარეობს. თავის მხრივ, კროსფიტი ისეთი ფიზიკური დატვირთვაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის სავარჯიშოებს მაღალი ინტენსიობით. სპორტის ამ სახეობით შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა ჩაანაცვლოთ, რადგან იგი მოიცავს სავარჯიშოებს ყველა კუნთისათვის.

ჯგუფური სავარჯიშოების სისტემა სახელად კროსფიტი აშშ-ში გაჩნდა. თავიდან, იგი მეხანძრეების მოსამზადებელი სავარჯიშო იყო.

კროსფიტით დაკავება ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ. მინიმალური წონებითა და მცირე ინტენსიობით. გააკეთეთ ის, რაც გამოგდით - თუ ძელზე ვერ ვარჯიშობთ, ივარჯიშეთ გრიფზე. აზიდვებს თუ იატაკზე ვერ აკეთებთ - გააკეთეთ კედელზე. თუ ვერ იწევით ძელზე, იხტუნეთ.

კვირაში 3ჯერ 20-წუთიანი კროსფიტი და თქვენი სხეულის ფიზიკური და ვიზუალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ახლა იცით, რითი უნდა დაკვდეთ თავისუფალ დროს. წარმატებებს გისურვებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: