მარილის დიდი რაოდენობით მოხმარების 5 ნეგატიური შედეგი, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

Загрузка...

სუფრის მარილი - ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტი კულინარიაში, რომლის გემოც ყველამ ძალიან კარგად იცის. მის გარეშე ნებისმიერი სახის საკვები უგემური გვეჩვენება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ადამიანმა დღეში არაუმეტეს 5-6 გრ მარილი უნდა მიიღოს. მოცემული რაოდენობა ადამიანის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს სრულიად აკმაყოფილებს. პრაქტიკაში კი ნორმას მუდმივად ვაჭარბებთ. OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ იმის გარკვევას, თუ რა შედეგები მოჰყვება ამ ფაქტს.

  1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გაჩენის რისკის გაზრდა
    ეს ყველაზე მთავარი და გავრცელებული პრობლემაა. სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება მთავარი მიზეზია ესენციური არტერიული ჰიპერტენზიისა, რომელსაც, თავის მხრივ, შესწევს კორონარული და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის უნარი. მარილის მოხმარების შემცირება შესამჩნევად ამცირებს ინფაქტისა და ინსულტის გაჩენის რისკს. თირკმლების დაავადება, ოსტეოპოროზი, კუჭის სიმსივნე - ეს ყველაფერი შესაძლოა არტერიულმა ჰიპერტენზიამ გამოიწვიოს. არტერიული წნევის მომატების მთავარი მიზეზი კი ორგანიზმში წყლის შეკავებაა.

  2. მუდმივი წყურვილი
    მარილის დიდი რაოდენობით მოხმარების 5 ნეგატიური შედეგი, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

    ადამიანს, რომელიც დიდი რაოდენობით მარილს იღებს, მუდმივად სურს წყლის დალევა. მუდმივი წყურვილის მიზეზი უჯრედების დეჰიდრატაციაა. საქმე ისაა, რომ ნატრიუმი, რომელიც მარილის შემადგენლობაში შედის, ოსმოსურად აქტიურ იონს წარმოადგენს და შეუძლია უჯრედიდან წყლის გამოდევნა, რაც იწვევს დეჰიდრატაციას. გადაწყვეტილება მარტივია - შეამცირეთ მარილის მოხმარება და მიიღეთ წყალი 1.5-2 ლიტრამდე.

  3. ფეხების შეშუპება
    მარილის დიდი რაოდენობით მოხმარების 5 ნეგატიური შედეგი, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

    ჰიპერნატრიემია(სისხლში ნატრიუმის მომატებული დონე) - შეშუპების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზია. ტომრები თვალებქვეშ, შეშუპებული ფეხები და გასიებული თითები ორგანიზმში წყალ-ელექტრონული დისბალანსის შედეგია. ამ სიტუაციაში უბრალოდ დაგჭირდებათ ნაკლებმარილიანი დიეტის დაცვა. თუმცა, ფრთხილად იყავით: შეშუპება შესაძლოა გულისა და თირკმლების დაავადების სიმპტომიც იყოს.

  4. გემოს შეგრძნებების დაქვეითება
    ამჩნევთ, რომ გემოვანი ჩვევები შეგეცვალათ? სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღება აქვეითებს გემოს რეცეპტორების მუშაობას. იქმნება წრე: რაც უფრო მეტი მარილი აღმოჩნდება ორგანიზმში, მით უფრო მეტი სჭირდება, რათა გემო წინანდელივით შეიგრძნოს. ამ ჩვევისგან გათავისუფლება მარტივია - გამოიყენეთ სანელებლები, რომლებიც არ შეიცავს ნატრიუმქლორს.

  5. ხშირი თავისტკივილები
    მარილის დიდი რაოდენობით მოხმარების 5 ნეგატიური შედეგი, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
უპირობოდ, ეს ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც უამრავი დაავადების მანიშნებელი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჭარბი რაოდენობით მარილია. თავის ტკივილის მიზეზია ორგანიზმში სითხის დისბალანსი და სისხლძარღვების ტონუსის შეცვლა.

რეალურად, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოფხვრა ძალიან მარტივია - უბრალოდ შეამცირეთ მარილის მოხმარება და მიირთვით წყალი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: