ჯანსაღი წახემსება: 12 პროდუქტი ჯანსაღად დასანაყრებლად

Загрузка...

როცა ადამიანი სერიოზულად გადაწყვეტს საკუთარ თავზე ზრუნვას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, აუცილებლად დასვამს საკითხს კვების შესახებ, რადგან იგი ცხოვრების ტონუსისა და სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებებისათვის აუცილებელია. უნდა გადახვიდეთ სხვა, ჯანსაღ პროდუქტებზე, შეადგინოთ კვების გარკვეული სისტემა, მათ შორის, ძირითადი კვება და წახემსებებიც კი. დღიური რაციონის შერჩევისას მხოლოდ ულუფის ზომას კი არა, იმასაც მიაქციეთ ყურადღება, თუ რას ჭამთ. ანუ აქცენტი უნდა გადაიტანოთ საკვების კალორიულობასა და მის შემადგენლობაზე.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 12 ჯანსაღ პროდუქტს, რომლებიც თამამად და აუღელვებლად შეგიძლიათ მიირთვათ.
  1. წყალი
    შიმშილის გრძნობის გაჩენისას მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი. შესაძლოა, სწორედ ეს სჭირდება ორგანიზმს და არასწორად გამოხატავს. კარგი ვარიანტია ჭამამდე 30 წუთით ადრე წყლის მიღებაც.

  2. ხილ-ბოსტნეული
    წყლით მდიდარი კიტრის, ნესვისა და საზამთროს მიღება ჭამამდე ერთ ჭიქა წყალს ჩაანაცლებს. ცელულოზითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ხილ-ბოსტნეული კი დაგანაყრებთ და ორგანიზმში სითხეს დააბალანსებს.

  3. ავოკადოჯანსაღი წახემსება: 12 პროდუქტი ჯანსაღად დასანაყრებლად

    მონოგაუჯერებელი ცხიმებისა(სასარგებლო) და ცელულოზის მაღალი შემცველობა ამ პროდუქტს წახემსებისთვის იდეალურ ვარიანტად ქმნის. საუკეთესო ვარიანტია ავოკადოს რბილობის მიღება სრულმარცვლოვან ტოსტთან ერთად.

  4. ბერძნული იოგურტი
    იოგურტი წახემსებისთვის იდეალური პროდუქტია, თუმცა უნდა მიაქციოთ ყურადღება შაქრისა და ცხიმის შემცველობას. რეკომენდებულია ბერძნული იოგურტების მიღება, რადგან მათში ჩვეულებრივ იოგურტებთან შედარებით 2ჯერ ნაკლები შაქარი და ორჯერ მეტი ცილებია. იგი მდიდარია კალციუმით და პრობიოტიკის მსგავსად გეხმარებათ საჭმლის მონელებაში.

  5. ქიშმიში
    ჯანსაღი წახემსება: 12 პროდუქტი ჯანსაღად დასანაყრებლად
    უნივერსალური პროდუქტი, ვინაიდან მისი მიღება როგორც წახემსებისას, ისე სალათებში დამატებითაც შეგიძლიათ. იდეალურად მუშაობს, როგორც ანტიოქსიდანტი, გავსებთ ენერგიითა და განწყობით მომავალი სამუშაო დღისათვის.

  6. მარცვლეული
    უნივერსალური და იაფი პროდუქტი დაბალი კალორიულობით, თუმცა ცილისა და ცელულოზის მაღალი შემცველობით, ამ უკანასკნელს კი შეუძლია ენერგიის მთავარ წყაროდ იქცეს. ბარდა, თურქული ბარდა და ოსპი კარგი ვარიანტია, თუ გახდომა გსურთ. არაქისის კარაქში ცოტაოდენი ნიახური, შემწვარი ბარდის ულუფა ან ერთი თასი ოსპის წვნიანი დაკონსერვებულ სიმინდს შეცვლის.

  7. ჰუმუსი
    კერძი თურქული ბარდისგან, რომელიც იდეალური წყაროა ცილისა და ცელულოზისა. თუ მას წყლის დიდი რაოდენობით შემცველ ბოსტნეულს დაუმატებთ(კიტრი, ნიახური), გამოვა კერძი, რომელიც დიდი ხნით დაგანაყრებთ.

  8. ნუში
    ტკბილი ნუშის თესლი ცელულოზით, ვიტამინებით, მინერალებით მდიდარია და ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული წყაროა ცილისა, რის გამოც იგი იდეალურია წასახემსებლად, თუმცა, არ გადააჭარბოთ მის დოზას - საკმარისია დღეში მხოლოდ ერთი ულუფა.

  9. შავი შოკოლადიჯანსაღი წახემსება: 12 პროდუქტი ჯანსაღად დასანაყრებლად

    ტკბილეულისაკენ მიდრეკილი ადამიანების სიხარულს ვერაფერი შეცვლის, როცა გაიგებენ, რომ შეუძლიათ მუქი შოკოლადი მიირთვან(არა რძიანი!). არსებობს მხოლოდ ერთი პირობა - შოკოლადი უნდა იყოს ხარისხიანი, შეიცავდეს დიდი რაოდენობით ნატურალურ პროდუქტს, მათ შორის კი კაკაოს. შავი შოკოლადი ანელებს საჭმლის გადამუშავების პროცესს და ხსნის შიმშილის გრძნობას.

  10. პოპკორნი
    ყველა სახის პოპკორნი სასარგებლო არაა. მათთვის კინოთეატრში წასვლაც არაა საჭირო. უმჯობესია, პოპკრონი სახლში მოამზადოთ და დაუმატოთ სანელებლებუ თქვენი გემოვნებით. ცელულოზის მაღალი შემცველობა შეავსებს მაღალკალორიულობას, ხოლო მისი დამატყვევებელი ხრამუნი შექმნის ასოციაციას, თითქოს ჩიფსებს მიირთმევთ. ხმა იგივეა, ხოლო ჯანმრთელობისათვის შედეგი ძალიან განსხვავებულია.

  11. გრეიფრუტი
    ჯანსაღი წახემსება: 12 პროდუქტი ჯანსაღად დასანაყრებლად
    ტროპიკული მომჟაო ხილი შეავსებს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის წყლითა და ვიტამინ С-თი. მისი ფერი ფერმენტ ლიკოპინის - იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშაულების დამსახურებაა. ხილს აქვს უნარი ინსულინის დონის შემცირებისა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისა.

  12. ზეთისხილი
    შავი და მწვანე ზეთისხილი მდიდარია საკვები ელემენტებითა და გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით. მისი შემადგენლობის წყალობით, იგი გულის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. შეგიძლიათ იგი ცალკეულ პორციად გამოიყენოთ ან დაუმატოთ სალათებს.
გონივრული წახემსებები ორგანიზმს დააყენებს სწორ რელსებზე და არ დააზიანებს ჯანმრთელობას.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: