7 ხერხი, რათა სახლი სასტუმროსავით ლამაზი და კომფორტული გახადოთ. ეს უნდა იცოდეთ!

Загрузка...

სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ თავს. მისი მოწყობის მრავალი საშუალება, თუ მეთოდი არსებობს, ხოლო დღეს OXOTV-ის რედაქცია იმ ხერხებს წარმოგიდგენთ, რომელთა წყალობით თქვენი საცხოვრებელი სასტუმროსავით ლამაზი და მშვენიერი გახდება.

7 ხერხი, რათა სახლი სასტუმროსავით ლამაზი და კომფორტული გახადოთ. ეს უნდა იცოდეთ!

საქმე იმაშია, რომ სასტუმროები მუდამ კეთილმოწყობილია და თან გემოვნებით გაკეთებული. იქ თავსაც უფრო ლამაზად გრძნობთ. როდესაც სარკეში იხედებით, თითქოს ტანსაცმელი უფრო უკეთ გაზით. რატომ? არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომელთაც სწორედ ამ სტატიაში შეიტყობთ.

  1. ნახევრად ცარიელი კარადა.7 ხერხი, რათა სახლი სასტუმროსავით ლამაზი და კომფორტული გახადოთ. ეს უნდა იცოდეთ!
    ნუ გამოტენით კარადას იმ ნივთებით, რომლებიც არაფერში გჭირდებათ. ეცადეთ იგი მაქსიმალრუად გაათავისუფლოთ. გამოალაგეთ ყველაფერი და შემგომ გადაახარისხეთ. სამოსი, რომელსაც აღარ იცვამთ ან აღარ ჩაიცვამთ სხვას აჩუქეთ, დანარჩენი კი კვლავ უკან შედეთ.

  2. ცარიელი აივანი.7 ხერხი, რათა სახლი სასტუმროსავით ლამაზი და კომფორტული გახადოთ. ეს უნდა იცოდეთ!
    სასტუმროებში აივანი მართლაც საკუთარ ფუნქციას ასრულებს, ხოლო სახლებში ძირითადად ყვავილების ქოთნებსა და სხვა ნივთებს ვხვდებით. ჩვენ ვერ ვაანალიზებთ, რომ სახლის ეს ნაწილი თავისუფალი უნდა იყოს! დროა ყუთები სარდაფში შეინახოთ, ხოლო ქოთნები სახლში შემოიტანოთ.

  3. ნახევრად ცარიელი თაროები.7 ხერხი, რათა სახლი სასტუმროსავით ლამაზი და კომფორტული გახადოთ. ეს უნდა იცოდეთ!
    წიგნებითა და დისკებით სავსე თაროები ადამიანს ინფორმაციულ დეპრესიას უჩენს, კერძოდ, ფსიქოლოგიურად ინდივიდის გონებაზე მოქმედებს. ეცადეთ ისინი მინიმალურად დატვირთოთ და მალევე ნახავთ როგორი სიმშვიდე დაისადგურებს თქვენს სულში.

  4. ნახევრად ცარიელი სააბაზანო.7 ხერხი, რათა სახლი სასტუმროსავით ლამაზი და კომფორტული გახადოთ. ეს უნდა იცოდეთ!
    არ ღირს სააბაზანოს სხვადასხვა ნივთებით ანთება! ნუთუ რთულია იმის გაანალიზება, რომ ეს ოთახი მინიმალურად უნდა იყოს დატვირთული. ეცადეთ მაქსიმალურად ნაკლები ინვენტარი განათავსოთ და თაროები ასე თუ ისე მაინც დატოვოთ ცარიელი.

  5. ცარიელი დივანი და სავარძლები.7 ხერხი, რათა სახლი სასტუმროსავით ლამაზი და კომფორტული გახადოთ. ეს უნდა იცოდეთ!
    დივანი და სავარძელი მაქსიმუმ ბალიშებით შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ და მათი რაოდენობა ჯამში 3-ს არც კი უნდა აღემატებოდეს. საქმე იმაშია, რომ ზედმეტად დატვირთული ავეჯი უწესრიგობის შთაბეჭდილებას ქმნის, ამიტომ ეცადეთ მაქსიმუმ ნაკლები რამ განათავსოთ მათზე.

  6. თეთრი საწოლი.7 ხერხი, რათა სახლი სასტუმროსავით ლამაზი და კომფორტული გახადოთ. ეს უნდა იცოდეთ!
    თეთრი ფერი სიმშვიდისა და ჰარმონიის სიმბოლოა. თუკი მას საძინებელში მოათავსებთ, თქვენ ოთახს უფრო ჰაეროვანსა და კომფორტულს გახდით. ეს ტონალობა მეტი სივრცის ეფექტს შექმნის და ფსიქოლოგიურად დაგაწყნარებთ.

  7. თეთრი ტექსტურა.7 ხერხი, რათა სახლი სასტუმროსავით ლამაზი და კომფორტული გახადოთ. ეს უნდა იცოდეთ!
    როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს ტონი ჰარმონიის გარანტი გახლავთ და ოთახს უფრო დიდს, მასშტაბურსა, თუ კომფორტულს ხდის. მისი წყალობით ინდივიდი ფსიქოლოგიურად მშვიდდება. ეს ფერი ძალიან გრაციოზული და უნიკალურია. გირჩევთ ოთახების უმეტესობა სწორედ მისით გაალამაზოთ. სხვათაშორის ის ახლა ძალიან აქტუალურია.

მკითხველთა შთაბეჭდილებები