მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა: რატომ იწევა ქალბატონების მკერდი ქვემოთ? » OXO TV

მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა: რატომ იწევა ქალბატონების მკერდი ქვემოთ?


ითვლება, რომ მკერდი ქალბატონის სხეულის ყველაზე მიმზიდველი და ლამაზი ნაწილია. სწორედ ამიტომ, სუსტი სქესის წარმომადგენლები ძალზედ განიცდიან მისი ფორმის რღვევას. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვის გამოკვება მკერდით განაპირობებს მისი სიმკვრივის დაკარგვას და ქვემოთ ჩამოწევას, რის გამოც უამრავი ქალბატონი ბავშვის გაჩენაზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა ეს მოსაზრება გარკვეულწილად სწორია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი, უფრო მეტად დამღუპველი ფაქტორი, რაც მკერდის ლამაზი ფორმის რღვევას განაპირობებს. თანამედროვე ამერიკელი მეცნიერები და პლასტიკური ქირურგები ირწმუნებიან, რომ პირველ რიგში მკერდის ფორმაზე უარყოფით გავლენას ახდენს თამბაქო. მკვლევარებმა კენტუკის უნივერსიტეტიდან დაკვირვებები აწარმოეს 132 ქალბატონზე, რომელთა უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუკვებავს ბავშვი მკერდით, თუმცა კვლევების მსვლელობისას გაირკვა, რომ ყველა მეძუძურ დედას არ აღენიშნებოდა პრობლემები მკერდის ფორმის რღვევასთან დაკავშირებით.

ასევე გაირკვა, რომ ხანგრძლივი დროით ცხელი აბაზანის მიღება, სწრაფი გახდომა და ბიუსჰალტერის არასწორად არჩევა მიეკუთვნება ნეგატიურ ფაქტორებს, რომლებიც ამ პრობლემას იწვევს, თუმცა მკერდის ფორმის რღვევის უმთავრეს მიზეზად თამბაქოს მიღება დასახელდა.

''ფეხმძიმობა სინამდვილეში ზრდის მკერდის ლამაზი ფორმის დაკარგვის რისკს, თუმცა თავის მოვლის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება'' - ამტკიცებს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ექიმი ჰენკოკი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: