დაბერების 5 შესამჩნევი ნიშანი და მათთან საბრძოლველი მეთოდები

Загрузка...

ადამიანები წუხან, როდესაც სახეზე ნაოჭებს ან სიბერის სხვა ნიშნებს შენიშნავენ. რას ვიზამთ, ყველა ასაკში, ადამიანი თავისებურად ლამაზია. ასაკის მატება კი ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პროცესია. მითუმეტეს, არსებობს სიბერის "შესანელებელი" ეფექტური საშუალებები, რომლებიც გეხმარებათ, გამოიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდად, ვიდრე სინამდვილეში ხართ.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ სიბერის პირველად ნიშნებს და მათთან ბრძოლის მეთოდებს:

  1. თმების შეთხელება
    დაბერების 5 შესამჩნევი ნიშანი და მათთან საბრძოლველი მეთოდები

    ფეხმძიმობა, მშობიარობა, ზოგიერთი პრეპარატი და მუდმივი სტრესი იწვევს თმისცვენას დროთა განმავლობაში. ხოლო მენოპაუზის პერიოდი მის შეუჩერებელ შეთხელებას იწვევს. თუ ეს პრობლემა შეგხვდათ, მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი სასქესო ჰორმონებზე. თმების შეთხელება, შესაძლოა, იყოს სისტემური წითელი მჭამელას, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ან ანემიის სიმპტომი იყოს. ხშირი თმისცვენა კი მეტყველებს ორგანიზმის ცხოველქმედების მძიმე დარღვევებზე, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება.მოცემულ სიტუაციაში დაგეხმარებათ კონკრეტული მედიკამენტები და თმის მოვლის საშუალებები. პირველ რიგში კი უნდა დადგინდეს პათოლოგიური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები.

  2. დანაოჭებული იდაყვები და მუხლები
    არავის სურს, ჰქონდეს სპილოსებრი მუხლები და იდაყვები, თუმცა, ასაკთან ერთად, კანზე ჩნდება სიმშრალის ლაქები და ნაოჭები. დაბერების ეს ნიშნები ექვემდებარებიან გამოსწორებას. რეგულარულად დაიმუშავეთ კანი დამატენიანებლით, რომელიც შეიცავს შარდის ან ამონიუმის ლაქტატს. ეს ინგრედიენტები დაეხმარება სითხეს კანის ბარიერში შეღწევაში. იდაყვის კანის გასაწმენდავად შეგიძლიათ გამოიყენოთ სკრაბი ან მოვლის სხვა საშუალებები.

  3. ნაოჭები და ნაკეცები
    დაბერების 5 შესამჩნევი ნიშანი და მათთან საბრძოლველი მეთოდები

    თველბისა და ტუჩების ირგვლივ ნაოჭები კანის ტენიანობისა და ელასტიურობის დაკარგვის შედეგად ჩნდება. თუმცა, მათთან გამკლავება საკმაოდ მარტივია. კოსმეტოლოგები გირჩევთ, გამოიყენოთ ანტიოქსიდანტები, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს. დამატენიანებელი კრემის რეგულარული გამოყენება ამ მგრძნობიარე მონაკვეთებზე ნაოჭების გაჩენას შეუშლის ხელს. ასევე, არ დააგვიწყდეთ მზისგანდამცავი კრემის გამოყენებაც. თქვენი კოსმეტოლოგი ფილერს ან ბოტოქსს შემოგთავაზებთ.

  4. ჰიპერპიგმენტაცია
    დაბერების 5 შესამჩნევი ნიშანი და მათთან საბრძოლველი მეთოდები

    კანის ფერის ცვლილება სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, თუმცა, მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი, ასევე, ეფექტურია. ჭორფლის მოშორება ჰიდროჰინონის წყალობით შეგიძლიათ, რომელიც აჩერებს პიგმენტის წარმოქმნას. ჰიპერპიგმენტაციის უფრო სერიოზულ მონაკვეთებში ლაზერული დასხივება დაგჭირდებათ.

  5. ლაქები ხელებზე
    ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენის წარმოქმნის შემცირება იწვევს კანის საფარველის შეთხელებას, რის გამოც, ვენები უფრო შესამჩნევი ხდება. ყავისფერი ლაქები და სხვა პიგმენტები ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგადაც ჩნდება. დერმატოლოგები გვირჩევენ, ეს ლაქები რეგულარულად დავამუშავოთ მზისგან დამცავი კრემით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კანის ტენიანობის შენარჩუნებაც. ლაზერული მკურნალობა და ფოტოდინამიკური თერაპია ეფექტურად მოგაშორებთ კანის შავ ლაქებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: