როგორ უნდა გარეცხოთ და გააშროთ სწორად დუტის ქურთუკი

Загрузка...

დღეისათვის, დუტის ყველა სახეობა სუპერმოდული ტრენდია, თუმცა, რეალურად ისინი უკვე ბევრ წელს ითვლიან. პირველად ეს ტანსაცმელი ქალმა 40 წლის წინ ჩაიცვა.

"ერთხელ, მოდური დიზაინერი, ნორმა კამალი, კემპინგის დროს თავისი ბოიფრენდის საძილე ტომარაში შეიფუთა და იფიქრა - ამას ნამდვილად მოუხდება ჩემი ხელიო."

ამ თბილ აქსესუარს თითქმის ყველა ქალი იყენებს, თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი სწორად მოვლა. სწორედ ამიტომ, OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ მისი გარეცხვისა და შენახვის სრულ ინსტრუქციას:

№1 მოსამზადებელი ეტაპი
დუტის ზედა ფენა, ხშირად, სინთეტიკური ქსოვილებისგანაა დამზადებული, რომლებიც გარეგანი ზემოქმედების მიმართ გამძლეა(პოლიამიდი, პოლიესტერი, ნეილონი და ეკოტყავი). იმისათვის, რომ გაიგოთ, რისგან შედგება ზედაპირი, ნახეთ ეტიკეტი, ხოლო ტუ მის ხარისხსი ეჭვი გეპარებათ, წაიღეთ ქიმწმენდაში. თუ ეტიკეტი ინგლისურენოვანია, გთავაზობთ სუფლიორს:

  • down - თივთიკი;
  • feather - ბუმბული;
  • wool - მატყლი ან ვატინი;
  • cotton - ბამბა;
  • hollow fiber, dupont, polyester - ხელოვნური შემავსებელი.
ბუმბული, მატყლი და ბამბა ნატურალური მასალაა, ყველა დანარჩენი კი - ხელოვნური.

№2 ვაშორებთ ლაქებს
პირველ რიგში, კარგად დაათვალიერეთ დუტი, შესაძლოა, რეცხვა საერთოდ არ დაგჭირდეთ. ზოგიერთ ლაქას ზედაპირის გაწმენდის დროსაც მოაცილებთ. აუცილებლად დატესტეთ საშუალება, რომლის გამოყენებასაც აპირებთ, დუტის პატარა, შეუმჩნეველ მონაკვეთზე.
  1. თუ განსაკუთრებული დაბინზურება არ არის, გაწმინდეთ დუტი საპნიან წყალში ამოვლებული ღრუბლით;
  2. სხვადასხვა წარმომავლობის ლაქებისგან გიხსნით ლაქების უნივერსალური ამომყვანი. ჭიქა წყალში დაუმატეთ ორი ჩ/კ ნიშადურის სპირტი და ცოტაოდენი თხევადი სარეცხი საშუალება. შეანჯღრიეთ და მოასხით ქაფის ქურთუკს თანაბრად. დაიცადეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლით;
  3. ცხიმოვან ლაქებს მარტივად ამოიყვანთ ბენზინით. ამოავლეთ მასში ბამბის ტამპონი და დაამუშავეთ დალაქავებული ადგილი. ზემოდან მოაყარეთ მარილი, ტალკი, სახამებელი ან სხვა ნებისმიერი სახის აბსორბენტი. ოდნავ გახეხეთ ლაქა და შემდეგ დაფერთხეთ დუტი. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე;
  4. თუ ლაქა ღრმადაა ჩამჯდარი ქსოვილში, მისი გაფერმკრთალება შეიძლება, თუმცა ამ მეთოდის გამოყენება არ შეიძლება ღია ფერის ქურთუკებზე. შეურიეთ ნიშადურის სპირტი და წყალბადის ზეჟანგი თანაბარი პროპორციით, მიღებული სითხით კი გაწმინდეთ ლაქა.
№3 ვირჩევთ სარეცხ საშუალებას
  1. არავითარი სარეცხი ფხვნილი! იგი ტოვებს ნაპრალებს ქსოვილზე;
  2. კარგი იქნება სპეციალურად დუტების სარეცხი საშუალება, თუმცა, წავა ნებისმიერი დამარბილებელი სითხე;
  3. თივთიკით შევსებული დუტისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი, რბილი სარეცხი სითხე;
  4. გამათეთრებელიც ფრთხილად უნდა შეარჩიოთ, რათა ქურთუკი არ გახუნდეს.
№4 რეცხვა

ნატურალური და ხელოვნური დუტების რეცხვის მეთოდები განსხვავდება: ნატურალური დუტი მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გარეცხოთ, რადგან იგი მარტივად დაზიანდება არასწორი მოვლის შედეგად.
  1. ვრეცხავთ დუტს ხელით
    როგორ უნდა გარეცხოთ და გააშროთ სწორად დუტის ქურთუკი

    ძვირფასი ქურთუკის გარეცხვა უსაფრთხოა ხელით - მხრებით დაკიდული შხაპში ან წყლით სავსე ვანაში ჩაშვებული.

    ვერტიკალური რეცხვა
    ეს მეთოდი გამოგადგებათ, თუ დაბინძურება მცირეა:
    1. დაკიდეთ დუტის ქურთუკი საკიდზე და მოათავსეთ წყალში ვერტიკალურად;
    2. წყლის შხეფებით დაასველეთ ზედაპირი, ხოლო შიგთავსს მინიმალურად შეეხეთ;
    3. დასაპნეთ ქურთუკი მსუბუქი სარეცხი საშუალებით;
    4. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მანჟეტებს, ელვისა და ჯიბის მონაკვეთებს;
    5. გულმოდგინედ გახეხეთ დუტი ჯაგრისით;
    6. ჩამორეცხეთ ქაფი წყლის შხეფებით.
    ჰორიზონტალური რეცხვა
    უფრო დაბინძურებული დუტისთვის ამ მეთოდს იყენებთ:
    1. აავსეთ ვანაში თბილი წყალი(30 °C);
    2. დაუმატეთ წყალს რბილი სარეცხი საშუალება;
    3. ჩაალბეთ დუტი 15-30 წუთით;
    4. გახეხეთ დუტი ჯაგრისით;
    5. კარგად გაავლეთ ქურთუკი სუფთა წყალში.

  2. ვრეცხავთ სარეცხის მანქანაში
    როგორ უნდა გარეცხოთ და გააშროთ სწორად დუტის ქურთუკი

    დუტი, პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ გარეცხვისთვის:
    • შეამოწმეთ ყველა ჯიბე;
    • ლაქები დაამუშავეთ ლაქების ამომყვანით ან სარეცხის საპნით;
    • იგივე გააკეთეთ ყველაზე მკვეთრ ადგილებზე: მანჟეტებზე, საყელოსა და ელვა/ჯიბის მონაკვეთებში;
    • შეკარით ყველა ღილი და ელვა;
    • გამოაბრუნეთ ქურთუკი, მოაშორეთ კაპიშონი ან ბეწვეული.
    ახლა შეგიძლიათ გარეცხოთ, ოღონდ, ჯერ რეცხვის რეჟიმი უნდა აირჩიოთ:
    • მოძებნეთ რეცხვის ყველაზე დელიკატური რეჟიმი;
    • დააყენეთ მინიმალური ტემპერატურა(არაუმეტეს 30 გრადუსი);
    • ზოგიერთ სარეცხმანქანას აქვს ზედა ტანსაცმლის რეცხვის რეჟიმი. ნუ იდარდებთ, თუ თქვენთან ეს არ არის. ასეთ შემთხვევაში, დააყენეთ მატყლისა და ბეწვის რეცხვის რეჟიმი;
    • აირჩიეთ დამატებითი გავლების რეჟიმი - გავლება რამდენჯერმე უნდა მოხდეს;
    • გამორთეთ გაწურვა ან შეამცირეთ ბრუნვის სიხშირე 400-600მდე. თუ სისწრაფე უფრო მაღალი იქნება, შემავსებელი, შესაძლოა, გაფუჭდეს.
    იმისათვის, რომ დუტი კარგად გაირეცხოს და არ გაფუჭდეს, ბარაბანში მოათავსეთ ჩოგბურთის 3 ცალი ბურთი. ისინი არ მისცემენ ქურთუკს ჩაჯდომის საშუალებას.

    №5 ვაშრობთ გარეცხილ დუტს
    როგორ უნდა გარეცხოთ და გააშროთ სწორად დუტის ქურთუკი
ამ ეტაპის მთავარი მიზანია დუტის გაშრობა ისე, რომ შემავსებელი არ ჩამოიწელოს.
  1. დაკიდეთ ქურთუკი მხრებით ვანის თავზე, რათა დუტში დარჩენილი წყალი ვანაში ჩავიდეს;
  2. როდესაც ძირითადი სითხე გაედინება, დაკიდეთ ტანსაცმელი ოთახში, სადაც ორპირი ქარია.
  3. არ დადოთ ქურთუკი გამათბობელთან და არ გააშროთ ფენით;
  4. გახსენით ღილები და ელვა-შესაკრავები, გადმოაბრუნეთ ჯიბეები;
  5. ხელით დაბერტყეთ და გაასწორეთ შემავსებელი შრობის პერიოდში;
  6. მიეცით დუტს გაშრობის საშუალება, რადგან სველ შემავსებელს ცუდი სუნი ასდის ხოლმე;
  7. მზად იყავით იმისთვის, რომ ეს ნაკეთობა სწრაფად არ გაშრება. დაკიდეთ იგი ბატარეასთან ახლოს და პერიოდულად დაბერტეთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: