ვაშლის ძმრისა და ხახვის წვენის ხალხური რეცეპტი, რომელიც ნაოჭებს ასწორებს. აუცილებლად სცადეთ!

Загрузка...

ნაოჭები ქალბატონების პირველი მტერი გახლავთ. მათ გაჩენასთან ერთად ადამიანები აანალიზებენ, რომ უკვე დაბერებას იწყებენ. სარკეში ჩახედვა ამ ინდივიდებისთვის საძულველი ქმედება ხდება, რომელსაც უბრალოდ ვერანაირად გაექცევიან.

რა იწვევს მათ? ნაოჭებს ასაკი და კანის ელასტიურობის დაკარგვა განაპირობებს, ეს უპირველეს ყოვლისა კოლაგენის რაოდენობის შემცირებითაა გამოწვეული. ისინი ყველაზე დიდ პრობლემას სახის არეს უქმნის და სწორედ მათი მოშორება ჭირს ყველაზე მეტად.

აღსანიშნავია ყელის არეც, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ეშვება, რბილდება და ტონუსს კარგავს. საბედნიეროდ, ბუნებაში ისეთი ინგრედიენტები არსებობს, რომელთა დახმარებით ახალგაზრდული იერსახის შენარჩუნებას დიდი ხნის მანძილზე შეძლებთ. ჩვენს რედაქციას ხახვსა და ვაშლის ძმარზე აქვს საუბარი.

ეს პროდუქტები სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეთ, რამეთუ მათ რიგი სასარგებლო თვისებები გააჩნიათ, მათ შორის ეპითელიუმის განმტკიცება. ვაშლის ძმარი სწრაფად და ეფექტურად მოგაშორებთ მკვდარ ქსოვილებს, ხოლო ხახვის წვენი კოლაგენის გამომუშავებას დაგირეგულირებთ.

სხვათაშორის ორივე მათგანი ანთების საწინააღმდეგო გახლავთ და მარტივად ებრძვის მას.

რა უნდა გააკეთოთ?
  1. აიღეთ 1ც ხახვი, გაწმინდეთ და დაჭერით.
  2. შემდეგ ეს ნაჭრები ბლენდერში ჩაყარეთ და მას ნახევარი ფინჯანი ვაშლის ძმარი დაუმატეთ.
  3. დააბლენდერეთ ისინი და მიღებული მასა რომელიმე ჯამში გადაიტანეთ.
  4. ბამბის საშუალებით სითხე პრობლემურ ზონაზე წაისვით და 30 წუთი გაიჩერეთ.
  5. პროცედურა დღეში ერთხელ გააკეთეთ. იგი მანამ უნდა იმეოროთ, სანამ შედეგს არ მიიღებთ.

OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები