როგორ უნდა შეხვდნენ 2018 წელს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

Загрузка...

ახალი წლის ღამისათვის მზადება ძალიან ადრე იწყება და საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა ბოლოს უამრავ პოზიტიურ ემოციას იღებთ. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ახალი წლის შეხვედრა ზოდიაქოს ნიშნის შესაბამის სამკაულებსა და ტანსაცმელში უზრუნველყოფს სასიყვარულო და კარიერულ წარმატებებს. სცადეთ!

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ რჩევებს 2018 წლის შესახვედრად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით:

ვერძი(21 მარტი - 20 აპრილი)
როგორ უნდა შეხვდნენ 2018 წელს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

ტანსაცმლის ფერი: არც იფიქროთ 2018 წლის შეხვედრა იისფერ ტანსაცმელში. უპირატესობა მიანიჭეთ ფორთოხლისფრის, წითლისა და ცისფრის ღია ელფერებს.
აქსესუარები: სიყვარულსა და წარმატებას ვერძს ლალი, ზურმუხტი და ბრილიანტი მოუტანს.
იღბლის თილისმა: გულსაკიდი ან ბეჭედი ოქროს საწმისით.

კურო(21 აპრილი - 20 მაისი)
ტანსაცმლის ფერი: არაა რეკომენდებული წითელი ფერი. წარმატებას მოგიტანთ სალათისფერი, ცისფერ-ლურჯი, მოჟღალო და ყვითელი ტონები.
აქსესუარები: ახალ წელს თქვენ მოგიხდებათ ზურმუხტი, ფირუზი და ციტრინი.
იღბლის თილისმა: ბუს გულსაკიდი.

ტყუპები(21 მაისი - 21 ივნისი)
ტანსაცმლის ფერი: ახალი წლის აღსანიშნავად კარგი გადაწყვეტილებაა იისფერი ან ფორთოხლისფერი ტანსაცმელი. მწვანე ტონი არ არის რეკომენდებული.
აქსესუარები: ვერცხლისფერი სამკაული ამობურცული ბროლით ან იასპით.
იღბლის თილისმა: ბრილიანტის ან აქატის გულსაკიდი გველის ფორმით.

კირჩხიბი(22 ივნისი - 22 ივლისი)
ტანსაცმლის ფერი: ახალ 2018 წელს კირჩხიბი ბარდისფერ ტანსაცმელში უნდა შეხვდეს.
აქსესუარები: ვერცხლის ან ოქროს ბეჭედი ზურმუხტის თვლით.
იღბლის თილისმა: ბეჭედი ან საყურეები "მთვარის" ქვით.

ლომი(22 ივლისი - 23 აგვისტო)
როგორ უნდა შეხვდნენ 2018 წელს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

ტანსაცმლის ფერი: მთელ ყურადღებას მიიპყრობთ ალისფერ ან ოქროსფერ ტანსაცმელში შავი გაფორმებებით. ამ ახალი წლის ღამეს თეთრი ფერი თქვენთვის ნამდვილად არაა.
აქსესუარები: ყელსაბამი ლალით, ქარვით ან ოპალით.
იღბლის თილისმა: კულონი ჭიამაიას ფორმით.

ქალწული(24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ტანსაცმლის ფერი: ვარსკვლავები გირჩევთ ახალი წლის თეთრ ან მწვანე ტანსაცმელში შეხვედრას.
აქსესუარები: უარი თქვით ძვირადღირებულ ქვებზე და შეაჩერეთ არჩევანი ნეფრიტზე ან სერდოლიკზე.
იღბლის თილისმა: გულსაბნევი ან კულონი კუტკალიის ფორმით.

სასწორი(24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
ტანსაცმლის ფერი: თამამად მოიხდინეთ ნებისმიერი პასტელური ფერი.
აქსესუარები: საყურეები მარგალიტით, საფირით ან მარჯნით.
იღბლის თილისმა: ბეჭედი გულის ფორმით.

მორიელი(24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ტანსაცმლის ფერი: ჩაიცვით სადღესასწაულო ტანსაცმელი ვერცხლისფერ ტონში.
აქსესუარები: თეთრი ოქროს გულსაკიდი აკვამარინით, ტოპაზით ან რუბინით.
იღბლის თილისმა: სამაჯური ნებისმიერი მეტალის დისკით.

მშვილდოსანი(23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ტანსაცმლის ფერი: მშვილდოსნები 2018 წელს უნდა შეხვდნენ შინდისფერ, ცისფერ ან იისფერ ტანსაცმელში.
აქსესუარები: გვირგვინი საფირითა და ამეთვისტებით.
იღბლის თილისმა: ბაყაყის ფორმის გულსაკიდი.

თხისრქა(22 დეკემბერი - 20 იანვარი)
როგორ უნდა შეხვდნენ 2018 წელს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

ტანსაცმლის ფერი: თხისრქამ არჩევანი შავ ან ნაცრისფერ ტანსაცმელზე უნდა შეაჩეროს, რომლებსაც მოყვითალო ორნამენტები აქვს.
აქსესუარები: ძოწის სამაჯური.
იღბლის თილისმა: ხელის საათი შავი კატის გამოსახულებით.

მერწყული(21 იანვარი - 18 თებერვალი)
ტანსაცმლის ფერი: ახალ წელს შეუდარებელი იქნებით ლურჯ ან ცისფერ ტანსაცმელში.
აქსესუარები: ვერცხლის საყურეები ლილაქვით ან ლურჯი ტოპაზით.
იღბლის თილისმა: ბეჭედი ან კულონი ვარსკვლავის ფორმით.

თევზები(19 თებერვალი - 20 მარტი)
როგორ უნდა შეხვდნენ 2018 წელს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

ტანსაცმლის ფერი: შეხვდით ახალ წელს ფირუზისფერ და გარდამავალ ფერებში.
აქსესუარები: მარგალიტის ან "მთვარის ქვის" კრიალოსანი.
იღბლის თილისმა: ჰალსტუხი ან გულსაკიდი მონოგრამით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები