ოცნება და არა სამსახური: თავგადასავლების დირექტორის ვაკანსია თავისუფალია, ხელფასი - $10 000

Загрузка...

ამბობენ, ისეთი სამსახური უნდა შეარჩიო, რომ იქ წასვლა დღესასწაულს ჰგავდეს შენთვისო. სწორედ მაშინ იწყებს ცხოვრება დალაგებას. როგორ მოვძებნოთ? ან, როგორ ავირიდოთ ის უხასიათო სახეები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დილის განწყობას გვიფუჭებს? ვარიანტი №1: გაემგზავროთ მექსიკაში, კარიბის ზღვის ფირუზისფერ წყლებში და იმუშაოთ იქ თავგადასავლების დირექტორად $10 000-ის სანაცვლოდ. დიახ, ეს რეალობაა!

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ თქვენი ოცნების სამსახურს:

ოცნება და არა სამსახური: თავგადასავლების დირექტორის ვაკანსია თავისუფალია, ხელფასი - $10 000

პორტალმა Cancun.com უჩვეულო ვაკანსიის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. მას, ვინც წამოეგება მახეზე და გაივლის კონკურსს, მიეცემა 6 თვე მექსიკის ცნობილი კურორტის, კანკუნის გამოსაკვლევად. ამ დროში გაქვთ $60 000-ის გამომუშავების შესაძლებლობა. თანაც, საცხოვრებელი უფასოა. დირექტორის მოვალეობაა იპოვოს არატრივიალური ადგილები ტურისტებისთვის. ამის შემდეგ კი მასზე საიტზე ან ბლოგში უნდა ისაუბროს.

ოცნება და არა სამსახური: თავგადასავლების დირექტორის ვაკანსია თავისუფალია, ხელფასი - $10 000

ალბათ, იღბლიანს მოუწევს ზვიგენებთან ერთად ცურვა და უცნაური რამეების კეთება. Discovery-ის ფილმებს გახსენებთ, არა?

ოცნება და არა სამსახური: თავგადასავლების დირექტორის ვაკანსია თავისუფალია, ხელფასი - $10 000

50 კონკურსანტიდან ირჩევენ 5 ფინალისტს, რომლებიც კანკუნში გაემგზავრებიან, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება.
ბლანკი, საკუთარი სოც.ქსელის ბმული და პატარა ვიდეო-რგოლი კონკურსანტმა დეკემბრის შუა რიცხვებამდე უნდა განათავსოს.
სხვათაშორის, ასეთი შმოთავაზება ერთადერთი არაა. ავსტრალიელი ფოტოგრაფი, სორელ ამორი ასეთივე ხელფასს იღებს მსოფლიოს შემოვლისა და მდიდრულ ბინებში ცხოვრებისთვის. ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ მან უბრალოდ განათავსა ბლანკი ThirdHome-ზე, რაც კაუჩ-სერფინგის ექსტრა-კლასის ტიპისაა. იქ ადამიანები ეპატიჟებიან სხვებს მათ ვილებში საცხოვრებლად.

ოცნება და არა სამსახური: თავგადასავლების დირექტორის ვაკანსია თავისუფალია, ხელფასი - $10 000

თუ თქვენ მზად არ ხართ, გაუზიარეთ მასალა მეგობრებს - იქნებ მათ შორის აღმოჩნდეს მსურველი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები