პირველი ბავშვი, რომელიც ასე დაიბადა - მოვლენა, რომელმაც სამედიცინო სამყარო შეძრა

Загрузка...

კონკრეტულ ასაკს მიღწეულ ქალბატონებს აღარ შეუძლიათ შვილის ჩასახვა, შენარჩუნება და გაჩენა საშვილოსნოს უნაყოფობის ფაქტორის გამო. იმ ქალების 15%, რომლებსაც მშობიარობა არ შეუძლია, სწორედ ეს პრობლემა აქვს. მედიცინა არც ისე სწრაფად მიიწევს წინ, როგორც ჩვენ გვინდა. 2000 წლიდან საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს.
10 წლის შემდეგ, როცა ოპერაცია სრულყოფილი გახდა, ქალებს მიეცა შესაძლებლობა წარმატებული ფეხმძიმობისა და ბავშვის ჩვეულებრივად გაჩენისა საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ.

2014 წლის სექტემბერში დაიბადა პირველი ბავშვი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად.

დღევანდელ მასალაში OXOTV-ის რედაქცია მოგიყვებათ ამ მეთოდის შესახებ.

პირველი ბავშვი, რომელიც ასე დაიბადა - მოვლენა, რომელმაც სამედიცინო სამყარო შეძრა

პირველ დეკემბერს, ბეილორსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა, რომელიც დალასში მდებარეობს, გაიხსენა ისტორიული მოვლენა: რამდენიმე წლის წინ ქალმა, რომელსაც ერთი წლით ადრე გადაუნერგეს საშვილოსნო, შეძლო და შვილი გააჩინა.

პირველი ბავშვი, რომელიც ასე დაიბადა - მოვლენა, რომელმაც სამედიცინო სამყარო შეძრა

იღბლიან დედას გადაუნერგეს 36 წლის მედდის საშვილოსნო, რომელმაც უკვე ორი შვილი გააჩინა. ამ ისტორიული მშობიარობის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, კრეიგ ცივალმა დაადასტურა, თუმცა იგი უარს ამბობს მშობიარობის დეტალების გამხელაზე.

პირველი ბავშვი, რომელიც ასე დაიბადა - მოვლენა, რომელმაც სამედიცინო სამყარო შეძრა

ასევე, არც იღბლიანი დედის ვინაობას გვიმხელენ. ბეილორის უნივერსიტეტში თვლიან, რომ სიტუაცია საკმაოდ დელიკატურია, ამიტომაც ახალგაზრდა დედას აქვს სრული კონფიდენციალობის უფლება.

პირველი ბავშვი, რომელიც ასე დაიბადა - მოვლენა, რომელმაც სამედიცინო სამყარო შეძრა

თვითონ საშვილოსნოს გადანერგვა პათოლოგიებიან ქალბატონში სამედიცინო გადატრიალებად ითვლება. ახლა უკვე იმ ათასობით ქალბატონს, რომელთაც შვილის ყოლა არ შეუძლიათ, ბავშვის გაჩენის რეალური შესაძლებლობა მიეცათ.

პირველი ბავშვი, რომელიც ასე დაიბადა - მოვლენა, რომელმაც სამედიცინო სამყარო შეძრა

ამასთან, ეს ოპერაცია მაინც რთულად ითვლება. ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში უნიშნავენ იმუნოდეპრესანტებს. ბოლო წლებში, ბეილორის უნივერსიტეტში 10ამდე ქალბატონი დარეგისტრირდა საშვილოსნოს გადანერგვის სურვილით. 2016 წელს მედიკოსებმა 4 ოპერაცია ჩაატარეს. თუმცა, მათ შორის მხოლოდ ერთი აღმოჩნდა წარმატებული. დანარჩენ შემთხვევებში გადანერგილი ორგანოს მოშორება გახდა საჭირო.

პირველი ბავშვი, რომელიც ასე დაიბადა - მოვლენა, რომელმაც სამედიცინო სამყარო შეძრა

სულ რამდენი ოპერაცია ჩატარდა, ამას არ გვიმხელენ, თუმცა ამბობენ, რომ 8 ქალი დაექვემდებარა საშვილოსნოს გადანერგვას, მათ შორის კი ბოლოს მხოლოდ ერთმა შეძლო დაფეხმძიმება.

პირველი ბავშვი, რომელიც ასე დაიბადა - მოვლენა, რომელმაც სამედიცინო სამყარო შეძრა

ექიმებს იმედი აქვთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მოსპობს იმ მავნე შედეგებს, რომლებიც სასვილოსნოს ტრანსპლანტაციას მოაქვს ქალისათვის და პოსტოპერაციულ აღდგენას გაამარტივებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები