მითები დასაჭრელი დაფების შესახებ, რომლებისაც რატომღაც დღემდე გვჯერა.
დასაჭრელი დაფა საჭირო და გამოსადეგი ნივთია. მას ალბათ ყველა სამზარეულოში შეხვდებით. დიასახლისებს იგი ძალიან უყვართ. მოგეხსენებათ, მითები ყველაფერზე არსებობს, ხოლო დღეს OXOTV იმ მითებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ამ ნივთზე შეიქმნა. რატომღაც ჩვენ მათი დღემდე გვჯერა. გვერწმუნეთ, ამ სტატიის შემდეგ აზრს რადიკალურად შეიცვლით.

- ხის დაფები საუკეთესოა.
ზოგადად ყველა ხის დაფა კარგი ხარისხის არ არის. თუკი კარგი დაფა გსურთ, ის წიფლისგან უნდა იყოს დამზადებული. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დროსთან ერთად ხე ლპება, ამიტომ უმჯობესია მუხის, კაკლის ან ნეკერჩხლისგან დამზადებულებზე შეაჩეროთ არჩევანი. ისინი ყველაზე გამძე და ხარისხიანი გახლავთ. - ბაქტერიებს ამრავლებს.
ამბობენ, რომ ხის დაფები ბაქტერიებს ამრავლებს. რეალურად ისინი ბუნებრივ ანტისეპტიკს შეიცავს, რომელიც მათ ზემოდან აკრავს. მისი წყალობიტ საკვების დაჭრისას ბაქეტერიების უმრავლესობა უკლებლივ ნადგურდება. - საკვების წვენით იწმინდება.
არსებობს მითი, რომლის თანახმად ხის დაფა საკვებისა და ცხიმის წვენი იწმინდება. ეს ძალიან დიდი ტყუილია. სიმართლე ის გახლავთ, რომ ამ დაფებს მოვლა სჭირდება! ბუნებრივად ის ვერ გაიწმინდება. თვეში ერთხელ სასურველია იგი ნატურალური ზეთით გაწმინდოთ ხოლმე. - 5-6 დაფა მაინც უნდა გქონდეთ.
რეალურად 5-6 დაფა კი არა სასურველი 6-დან 12 დაფამდე ქონაა, თუმცა ეს მხოლოდ ძვირადღირებულ რესტორნებს, თუ სხვა საკვებ ობიექტებს ეხება. ჩვეულებრივ ადამიანს 2-იც ჩვეულებრივად ეყოფა. ერთს იგი უკვე მზა საკვების დასაჭრელად გამოიყენებს, მეორეს მოსამზადებლებისთვის. - პლასტმასის ხისაზე უკეთესია.
ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ პლასტმასის დაფის შეძენა იდეალური ვარიანტია, თუმცა ეს ასე არ არის. შეიძლება იგი უფრო იაფი ღირს, მაგრამ ეს დაფა მხოლოდ იქამდე იქნება გამოსადეგი, სანამ პირველ ნაკაწრს მიიღებს. ამის შემდგომ ის საშიში გახდება, რამეთუ ბაქტერიები სწორედ ამ ჩაღრმავებაში დაგროვდება.
მკითხველთა შთაბეჭდილებები