მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს

Загрузка...

მაკიაჟის გაკეთების უნარი მთელი ხელოვნებაა. თუ მას სრულიად გაითავისებთ, შეძლებთ ნაკლოვანების, ნაოჭების დაფარვას და საგრძნობლად ახალგაზრდად წარმოჩენას, რაც ბევრი ქალის სურვილია. იხილეთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, გამოიყურებოდეთ კარგად და აგიმაღლებთ განწყობას.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მაკიაჟის 10 ხრიკს, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს:

ტონალურის ბაზა: ფერი
მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს

სწორად შერჩეული ტონი კანს ბზინვარებასა და სიახლეს მიანიჭებს. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ თქვენი ფერი, კოსმეტიკის მაღაზიაში არ მოგერიდოთ ტესტერი ტონალურის სახეზე მცირე რაოდენობით დატანება. სწორედ სახეზე და არა ხელზე, იმიტომ, რომ კანის ფერი სხეულის მონაკვეთების მიხედვით შეიძლევა განსხვავდებოდეს. მაშინვე მიხვდებით, თქვენია ეს ფერი თუ არა.

ტონალური ბაზა: სისქე
მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს

სქელი ტონალურის ან კონსილერის ასევე სქელი ფენა გამოკვეთს ნაოჭებს და იქცევს ყურადღებას. მსუბუქი და თხელი ტექსტურა კი კანის მიერ უმალ შეიწოვება და მიანიჭებს მას ბზინვარებას. მაკიაჟის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, აიღეთ სველი ხელსახოცი და გადაიტარეთ სახეზე. ყველაზე პრობლემურ, დანაოჭებულ ზონას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება.

კორექტორი
მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს

თვალქვეშ შავი წრეების დამალვა შეგიძლიათ კორექტორით(კონსილერით). საუკეთესოა მოყვითალო ან მოფორთოხლისფრო ფერები, რომლებიც იდეალურად მალავს სიშავეს. არ გამოიყენოთ იმაზე უფრო ღია ფერის კონსილერი, ვიდრე კანი გაქვთ თვალქვეშ. ეს შცდომაა - ეფექტი არასასურველი იქნება.

წარბები
მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს

წარბები თვალს გამომწვეობას მატებს. თუ, მოდის მიხედვით, წარბები ძაფის სისქის გქონდათ, ესეიგი ახლაც საკმაოდ თხელი გაქვთ. თანაც, ასაკთან ერთად ისინი უფრო თხელდება. იმისათვის, რომ წარბები ვიზუალურად გაზარდოთ, გადაიტარეთ თმის ნატურალურ ფერზე უფრო ღია ჩრდილები. თუ წარბები სხვადასხვა მხარეს "მიდის", დააწყვეთ ისინი ტუჩის უფერული საცხის გამოყენებით.

ქუთუთოს ჩრდილები
მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს

თუ მყვირალა ჩრდილების მოყვარული ხართ, დაიტანეთ ისინი ძალიან ფრთხილად, რადგან ქუთუთოს ნაკეცებში ძალიან ცუდად ჯდება და არასასურველ იერს იღებს. კარგი იქნება მათი უფრო მქრქალი ფერებით ჩანაცვლება. თუ ხელი, ჩვევისამებრ, "გაგირბით" მბრწყინავი ჩრდილებისკენ, დაიტანეთ იგი თვალის მხოლოდ გარე კუთხეში - ასე თვალებს თავდაჯერებულობას შემატებთ.

ლაინერი
მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს

თვალქვემოთ წასმული შავი ლაინერი აწვრილებს თვალს, ამიტომ გირჩევთ, მასზე უარი თქვათ. რაც შეეხება ზედა ქუთუთოს - არ წაისვათ ლაინერი სქელ ხაზად და მოერიდეთ მუქ ფერებს, რადგან ეს გამოხედვას დაამძიმებს. იდეალური ვარიანტია: ყავისფერი ან მუქი ნაცრისფერი ლაინერის თხელ ფენად წასმა და თვალის კუთხეებისკენ გაფართოება, შემდეგ კი გადატუშვა.

ტუში
მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს
თვალის გაფორმების დამასრულებელი აკორდი ტუშის წასმაა. რეკომენდირებულია მისი მხოლოდ ზედა წამწამებზე დატანება. ქვედა წამწამების ატუშვაც შეგიძლიათ, ოღონდ არა ისე აქტიურად, როგორც ზედაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახის სწორედ ამ მონაკვეთზე მიიპყრობთ ყურადღებას, სადაც, თხელ კანზე შესაძლოა ნაოჭები ჩანდეს. ნუ გარისკავთ.

პუდრი
მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს

პუდრის დატანებით, რომელიც ტონალურის ცხიმს ამცირებს, ართმევთ კანს შუქის არეკლვის უნარს. პუდრის ნაცვლად გამოიყენეთ სველი ხელსახოცი, რომლითაც მოიშორებთ ჭარბ ცხიმს. თუ პუდრის გარეშე თავი ვერ წარმოგიდგენიათ, დაიტანეთ იგი მხოლოდ ცხვირსა და ნიკაპზე.

რუმიანა
მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს

რუმიანის მხოლოდ ყვრიმალის ზედა ნაწილზე დატანებით ტოვებთ არაბუნებრივ კვალს. არც ჰორიზონტალური ხაზის გავლებაა ყვრიმალების ქვეშ რეკომენდებული, რადგან ასე ჩაზნექილ სახეს მივიღებთ. ოპტიმალური ვარიანტია რუმიანას დატანება თვალის შუა დონემდე და ზემოთ გადატუშვა, უარი თქვით მუქ ფერებზე და გამოიყენეთ ვარდისფერი ან ფორთოხლისფერი ტონები. გამოყენეთ კრემოვანი ტექსტურის საშუალება, რომელიც ატენიანებს კიდევაც კანს.

პომადა
მაკიაჟის 10 პატარა ეშმაკობა, რომლებიც სახეს აახალგაზრდავებს

წლებთან ერთად, ტუჩები ელასტიურობას კარგავს, შრება. თუ მუქ პომადას გამოიყენებთ, ისინი უფრო პატარა გამოჩნდება. გადადით უფრო ღია ელფერის პომადებზე: ვარდისფერზე ან ლილისფერ-ვარდისფერზე, რომელიც ვიზუალურად ზრდის ტუჩებს. ამ მიზნით რეკომენდებულია ტუჩის მბზინავი საცხიც. თუ მუქ ტონებს მიეჩვიეთ, დაიტანეთ უფრო მსუბუქი ტექსტურა ან წაისვით თითის ბალიშით. კონტურის შერჩევისას გაითვალისწინეთ ტუჩის ბუნებრივი ფერი და არა პომადის ტონი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები