7 პროდუქტი და სასმელი, რომლებიც დიაბეტიკებისთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა

Загрузка...

სწავლულებმა დაასახელეს 7 პროდუქტი, რომლებიც დიაბეტიკებს შაქრის დონის კონტროლში დაეხმარებათ. ყველა დიაბეტიკმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სწორი კვება. არსებობს პროდუქტების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მათთვის სასარგებლო, ან მავნებელია.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 7 პროდუქტს, რომელთა მიღებაც დიაბეტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ.

  1. არაქისის კარაქი - ბევრმა იცის, რამდენად გემრიელი და სასარგებლოა არაქისი. ბრაზილიელმა მეცნიერებმა კი ყურადღება არაქისის კარაქზე გაამახვილეს. მათ კვლევის მონაწილეები 3 ჯგუფად გაჰყეს. პირველი ჯგუფი 40 გრამ არაქისს იღებდა, მეორე - 3 კოვზ არაქისის კარაქს საუზმეზე, მესამენი კი არც ერთს. ისინი მხოლოდ თეთრი პურითა და მარწყვის ჯემით საუზმობდნენ. სწორედ იმ ჯგუფში, რომელიც არაქისის კარაქს მიირთმევდა, ადამიანებში სისხლის დონე ყველაზე ნორმალური იყო და მათ ყველაზე ხანგრძლივი დროით ჰქონდათ დანაყრების შეგრძნება.

  2. წითელი ღვინო - ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რადგან ნაწლავს არ აძლევს გლუკოზის ათვისების უფლებას. უამრავმა კვლევამ შეისწავლა წითელი ღვინოს გავლენა ჭარბ წონასა და სისხლში შაქრის დონეზე. ოღონდ, სასარგებლოა ღვინის მხოლოდ მოზომილი რაოდენობა.

  3. ხახვის ექსტრაქტი - ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ხახვის ექსტრაქტის გამოყენება იწვევს სისხლში შაქრის დონის დარგულირებასა და ქოლესტერინის დონის შემცირებას. კვლევის ავტორებმა დაამატეს, რომ ხახვის ექსტრაქტი, შესაძლოა, დიაბეტის მკურნალობის ერთ-ერთი საშუალებაც გახდეს.

  4. ნიორი - ხახვთან ერთად, მასაც შეუძლია სისხლში შაქრის დონის დარეგულირება. კვლევებმა, კურდღლების მონაწილეობით, დაამტკიცა ნივრის ეს ეფექტი. თუმცა, ამ ეფექტის მისაღწევად საკმაოდ ბევრი ნიორია საჭირო, რაც არ არის უსაფრთხო დიაბეტიკებისა და გარშემომყოფების ყნოსვითვის.

  5. ძმარი - კვლევებით დამტკიცდა, რომ ძმარი ამცირებს სისხლში შაქრის გადაქაჩვის სიხშირესა და ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, განსაკუთრებით კი სახამებლის შემცველი პროდუქტის მიღების შემდეგ. ეს როგორც მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, ისე პრედიაბეტის ბენეფიციარებშიც გამოიკვლიეს. შაქრის დონის გასაკონტროლებლად კარგი საშუალებაა ჭამამდე ძმრისა და წყლის ნაზავის მიღება.

  6. კვერცხი - აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საუზმესთან ერთად 2 ცალ კვერცხს ყოველდღე იღებენ, 65%-ით უფრო მეტ ცხიმს წვავენ, ვიდრე ისინი, ვინც ამ საუზმეს კვერცხის გარეშე მიირთმევს. შესაძლოა, ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ კვერცხი ხელს უშლის შაქრის დონის ცვლილებებს და აკონტროლებს მადას.

  7. შავი შოკოლადი - ჯერ კიდევ 2011 წელს დაამტკიცეს, რომ შავი შოკოლადი ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას და გვეხმარება შაქრის დონის კონტროლში. ამას გარდა, ისიც დამტკიცდა, რომ შავი შოკოლადის მოზომილი რაოდენობა ამცირებს სისხლის წნევასა და "ცუდი" ქოლესტერინის მაჩვენებელს, აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარობას.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: