რატომ ჯობია აბაზანა შხაპს? 6 სამედიცინო მიზეზი

Загрузка...

ყველას უყვარს ცხელი აბაზანა ზღვის მარილით ან აბაზანის ქაფით. წყლის პროცედურები ანტიკური დროიდან გამოიყენება სახისა და სხეულის კანის გასასუფთავებლად, მოსადუნებლად, ნერვული სისტემის დაძაბულობის მოსახსნელად და, ასევე, სხვადასხვა დაავადების განსაკურნებლად. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან იშვიათად ვანიჭებთ ორგანიზმს ცხელი აბაზანით მიღებულ სიამოვნებას - ვიღებთ სწრაფ შხაპს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 6 სამედიცინო მიზეზს, თუ რატომაა ცხელი აბაზანა შხაპზე უკეთესი.

  1. დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
    რატომ ჯობია აბაზანა შხაპს? 6 სამედიცინო მიზეზი

    ცხელ წყალში ბანაობა ამცირებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირების გზით. ამას გარდა, იგი აუმჯობესებს კარდიოვასკულარული სისტემის მუშაობასაც: იზრდება გულის კუმშვების სიხშირე, უმჯობესდება მიკროცირკულაცია და კიდურებში სისხლის მიწოდება, მცირდება სისხლის სიბლანტე და სიხლძარღვების კედლის გამტარობა.

  2. სისხლში შაქრის დონე იკლებს
    თუ ოდესმე სისხლში შაქრის მაღალი დონე დაგიფიქსირდათ და ექიმმა მისი გაკონტროლება გირჩიათ, ცხელი აბაზანა სწორედ თქვენთვისაა. ჰიპერგლიკემია შაქრიანი დიაბეტის მთავარი ნიშანია. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცხელ წყალში ჩაწოლა ამცირებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას. ბუნებრივია, ბანაობა ვერ შეცვლის დიეტასა და რეგულარულ ფიზიკურ სავარჯიშოებს, თუმცა, იგი მკურნალობის კურსს იდეალურად სრულყოფს.

  3. ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას
    რატომ ჯობია აბაზანა შხაპს? 6 სამედიცინო მიზეზი

    ცხელი აბაზანის მიღება ავლენს დადებით ეფექტს ძვლოვან ქსოვილზე, კუნთებზე, მყესებსა და სახსრებზე. ადუნებს კუნთებს, რის ხარჯზეც იგი სასარგებლოა მიოზიტითა და მიალგიით დაავადებულთათვის. ცხელი წყალი, ასევე, ხსნის დისკომფორტს, რომელიც ოსტეოართრიტითაა გამოწვეული, თანაც, ყოველგვარი გვერდითი მოვლენისა და სიმპტომის გარეშე.

  4. სტრესის მოხსნა
    მოდუნების სურვილი, ჩვეულებრივ, მთავარი მიზეზია, რის გამოც ადამიანები იღებენ ცხელ აბაზანას. რამდენიმე ათეული წუთით თქვენ ივიწყებთ პრობლემებს და ეძლევით სიამოვნებას. კვლევების თანახმად, ბანაობა აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, იწვევს ორგანიზმის დეტოქსიკაციასა და ენდორფინების გამოყოფას, რომლებიც, თავის მხრივ, სტრესისგან გათავისუფლებაში გვეხმარება.

  5. სიბერის შენელება
    რატომ ჯობია აბაზანა შხაპს? 6 სამედიცინო მიზეზი

    დერმატოლოგები ამტკიცებენ, რომ ცხელი აბაზანის მიღება ხელს უშლის კანის გაცვეთას და ასაკობრივი აკნეს წარმოქმნას. ეს ხდება სისხლში კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის კონცენტრაციის შემცირების გზით. შეგიძლიათ, დაეხმაროთ საკუთარ ორგანიზმს და დაუმატოთ წყალს ზეთი ან მარილი, რომლებიც ნატურალური მინერალებითაა მდიდარი. ცხელი წყალი, ასევე, აფართოებს ფორებს, რაც ზრდის ოფლის გამოყოფას, ეს კი ორგანიზმის დეტოქსიკაციის ერთ-ერთი გზაა.

  6. ზრუნავს იმუნურ და სისხლის სისტემაზე
    ცხელ წყალში ბანაობა არამხოლოდ სისხლის ნაკადს აუმჯობესებს, არამედ უზრუნველყოფს ოქსიიგენიზაციას სუნთქვის რიტმის შეცვლის წყალობით: სუნთქვა უფრო ნელი და ღრმა ხდება. ასევე, ბანაობა არაჩვეულებრივი სტიმულატორია იმუნიტეტისა და გვეხმარება ბაქტერიულ და ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლაში.
ამრიგად, ცხელი აბაზანა და ერთი ჭიქა ღვინო მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მხოლოდ განტვირთვის პროცედურა კი არა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროცესიცაა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: